ტუჩსაცხი და ფჩხილის ლაქის ინდექსი

ჟურნალ Time-ში საინტერესო რამ წავიკითხე. აღმოჩდა რომ 2001 წლიდან მოყოლებული, სუსტი ეკონომიკის პერიოდებში ტუჩსაცხის გაყიდვების ზრდა ფიქსირდება. ამას მარტივი ახსნა ჰქონია – მომხმარებლები რთულ ფაზებში ამცირებენ ხარჯებს არასაჭირო ნივთებზე, მაგრამ თავს პატარა ფუფუნებით, მაგალითად როგორიცაა ტუჩსაცხი, ანებივრებენ. ამ ფენომენს ჯერ ადრე ესტე ლაუდერის ხელმძრვანელმა ლეონარდ ლაუდერმა ტუჩსაცხის ინდექსი უწოდა და  დღეს ხშირად გამოიყენება. ამ მაჩვენებელს თუ დავუჯერებთ, წერს სტატიის ავტორი, წინ რთული პერიოდი გველოდება, რადგან ტუჩსაცხის გაყიდვები აშშ-ში 14%-ით გაიზარდა. ასევე მიუხედავად იმისა რომ აშშ-ში ზოგადად ეკონომიკა უარესდება, ესტე ლაუდერს ამ წელს ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებლი აქვს ბოლო ათწლეულის მანძილზე. რეცესიის მაჩვენებელს ტუჩსაცხთან ერთად მიემატა ფჩხილის ლაქი, რომლის გაყიდვები 54%-ით გაზრდილა შარშანდელთან შედარებით. ეს კარგი ამბებია სილამაზის ინდუსტრიაში მონაწილე კომპანიებისთვის-ამბობს სტატიის ავტორი, მაგრამ ამატებს, რომ ჩვენ, ანუ იმ დანარჩენებს ვისაც ასეთივე წარმატება არ გვიქადის, ეკონომიკურ რეცესიაში „ლამაზები“ ჩავეშვებით.

ამ სტატიამ შემახსენა, რომ ადრე მინდოდა პოსტის დაწერა იმის შესახებ რომ თუ რაღაც ეტაპზე თავს დიდ საჩუქარს ვერ ვუკეთებთ, და უბრალოდ გვინდა თავი გავიხალისოთ, რაღაც შევცვალოთ, ახალი მოვსინჯოთ, თან ძალიანაც რომ არ გავრისკოთ (გაიხსენეთ ამ სურვილებით შეპყრობილი გრძელი თმა თუ დაგიმოკლებიათ და შემდეგ თვეები ელოდებით მის გაზრდას) თუ ტუჩსაცხი, თუ  ფჩხილის ლაქი კარგი საშუალებაა  დიდი დანახარჯების გაუღებლად მოვიწყოთ პატარა დღესასწაული ჩვენთვის.

ყველაზე პრაქტიკული და საყვარელი Pearl Pink

ყველა ფერი მიყვარს-განწყობას გააჩნია❤