“მაკიაჟის ანბანი ქალბატონებისთვის”- ვიზაჟისტი ანი მწითურიძე

იუთუბზე ვიზაჟისტი ანი მწითურიძე აღმოვაჩინე, რომელმაც ქართულ ენაზე გამოსცა წიგნი “მაკიაჟის ანბანი ქალბატონებისთვის” [Makeup Primer for Georgian Women].

აი რას წერს ანი თავის წიგნზე Makeup Primer-ის ფეისბუკ გვერდზე:

“წიგნის “მაკიაჟის ანბანი ქართველი ქალბატონებისთვის” წერა 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. ის გათვლილია იმ ქალბატონებისთვის და თინეიჯერი გოგონებისთვის, რომლებსაც უფორ მეტის შესწავლა სურთ მაკიაჟის, ბუნებრივი სილამაზის, სახის კანის და სხეულის მოვლის შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს წიგნი ყოფილიყო, მარტივი, პრაქტიკული, გამოსადეგი და სახალისო. ყველა ის წესი და რჩევა რაც წიგნში გვაქვს მოყვანილი არის 7 წლიანი გამოცდილების, დაკვირვების და შრომის შედეგი. ყველა ეს წესი ამარტივებს და აიოლებს ყოველდღიური მაკიაჟის და სახის მოვლის რიტუალს და პროცესს. ეს წიგნი არის უნივერსალური და არის ყველასთვის.”

წიგნის მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ აი აქ>>>>>

makeup primer ANi

ძალიან მოხიბლული ვარ ანითი და გირჩევთ მისი იუთუბის არხი მოინაუხლოთ. ის როგორც ინგლისურად ასევე ქართულად აკეთებს სხვადასხვა მაკიაჟის მიმოხილვას. ძალიან საინტერესო იყო მისი ვიდეო მომაკვდინებელ ინგრედიენტებზე, რომელიც იმ პროდუქციის შემადგენლობაშია რასაც ჩვენ შეიძლება ყოველდღიურად მოვიხმართ იქნება ეს დეკორატიული კოსმეტიკა, თუ თმის მოვლის საშუალებები. თუ გაინტერესებთ მეტი ამის შესახებ აი ვიდეოც დავურთე ამ პოსტს და უყურეთ.

თუ გსურთ ნებისმიერი პროდუქტი გადაამოწმოთ შემადგენლობაზე და ნახოთ შეიცავს თუ არა ტოქსინებს, მაშინ ეწვიეთ Environmental Working Group-ის კოსმეტიკური საშუალებების მონაცემთა ბაზას  http://www.ewg.org/skindeep/

თქვენ აქცევთ ყურადღებას პროდუქტის შემადგენლობას და რამდენად უსაფრთხოა მისი მოხმარება? რომელ ბრენდებს ამჯობინეთ ასეთ შემთხვევაში? თუ საერთოდ უარს ამბობთ კოსმეტიკაზე?

Amag