პრობლემური სახის კანის მოვლა
სამსახურის და მეუღლის ფოტო/ვიდეო ამბების გამო ამ ბოლო დროს ჩემი დღეები დატვირთულია. მაგრამ არ მინდა დიდი ხანი მოვწყდე ჩემს ბლოგს და ეს პოსტი შემოგთავაზოთ. მინდა რამდენიმე რამ გაგიზიაროთ, რაც ამ ბოლო დროს ძალიან მეხმარება.

ჩაის ხის ზეთი, წყარო http://goo.gl/OJkNrB
სტრესის დროს სამწუხაროდ მაყრის ხოლმე სახეზე, განსაკუთრებით კი ბოლო დროს – ნიკაპზე. ამ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციას მხოლოდ ორი რამ შველის, რომელიც 2 თვეა აღმოვაჩინე: ჩაის ხის ზეთი და 3% წყალბადის ზეჟანგი, (ჰიდროგენის პეროქსიდი, სამედიცინო პერეკისი). ორივეს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მუწუკზე ოდნავი რაოდენობის ბამბის ჯოხით დატანების შემთხვევაში სიწითლეს მალევე აქრობს და არასასურველ გამონაყარსაც აშრობს. უმეტესწილად ორივეს წილის წინ ვისვამ საჭირო წერტილებზე და დილაობით სულ ოდნავ ჩაის ხის ზეთსაც ვიცხებ თუ საჭიროა. ძალიან ეფექტურია ორივე.
ჩაის ხის ზეთის შესახებ Geobeutyblog-ს აქვს კარგი პოსტი და გირჩევთ დამატებითი ინფოსთვის მოინახულოთ აი აქ >>>>>
წყალბადის ზეჟანგს ბევრი სხვა სასარგებლო გამოყენება ჰქონია და შეგიძლიათ აი აქ გაეცნოთ მათ. თუმცა მე არ გამომიცდია არც ერთი და სოდა და პერეკისის კომბინაცია უნდა ვსინჯო სამზაეულოში – ტაფებისთბის და ღუმელის ფიცრების გასუფთავებისთვის.

წყარო http://goo.gl/YPtuwL
ანი, ვგიჟდები ჩაის ხის ზეთზე! ჯერ როგორი სუნი აქვს, საოცარი! ჩვენთან აფთიაქებში იყიდება გერმანული ფირმის. ყველაფერზე ვიყენებ: გაჭრილს მალე ახორცებს, გამონაყარს ახმობს, ფრჩხილების კვებისთვისაც ვიყენებ. ეს ფირმა ასევე უშვებს ლოსიონს და სახის დასაბან ჟელეს. ესენიც ძალიან კარგია და ძვირიც არ ღირს.
ზეჟანგიც მაგარი რამეა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც განათებულ ოთახში სარკის წინ სახის ჩიჩქნა უყვარს (დარცხვენილისმაილიკი). ადრე ეთილის სპირტს ვიყენებდი. მერე ჩემმა მემანიკურემ მითხრა, ზეჟანგი ბევრად ჯობიაო.
ყინულების გაკეთება მეზარება, მაგრამ შენმა პოსტმა შთამაგონა და გავაკეთებ.
რამდენი რამ არ ვიცოდი ჩაის ხის ზეთზე! ფრჩხილებისთვისაც კარგი თუ იყო არ მეგონა. ისე სახის დასაბანი საშუალება, რომელსაც ამჟამად ვხმარობ ასევე შეიცავს ჩაის ხის ზეთს და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. სტრესმა ცოტა გაიარა და არ ვიცი ამას თუ ინტენსიურ ჩაის ხის ზეთის წასმებს დავაბრალო გამონაყარის შედარებით ჩაცხრობა.
მიხარია რომ ეს ყველაფერი იცოდი და იყენებ აქტიურად. შენ იმდენი რამე იცი სასარგებლო და საინტერესო რომ უნდა გაგვიზიარო აუცილებლად! როცა შეძლებ გემრიელი თავის მოვლის შენეული ხერხები და ხრიკები გაგვიზიარე:*
ყინულები სცადე? ძალიან ძალიან კარგია:)