უგემრიელესი სმუზი მეტაბოლიზმის დონის ასამაღლებლად

ბლოგილატესზე ისევ კარგი სმუზი აღმოვაჩინე. ამ რეცეპტში შემავალმა ინგრედიენტებმა ნივთიერებათა ცვლა უნდა გამოაცოცხლოს და ამიტომ სასურველია ეს სმუზი დილაობით მივირთვათ. ვფიქრობ ეს კომბინაცია ზაფხულში უფრო სასიამოვნო იქნება- სმუზი შედარებით მომჟავოა და გრილი. მაგრამ როცა საქმე ნივთიერებათა ცვლას და ენერგიის მომატებას ეხება სეზონურობას არ დავეძებ და ორი დღეა გაღვიძებისთანავე მივირთმევ ამ უგემრიელეს სასმელს.

ერთი რამ- ამ სმუზის ერთერთი ინგრედიენტი ხუჭუჭა კომბოსტოა, იგივე გრუნკოლი, კეილი და არ ვიცი საქართველოში არის თუ არა. გემოთი წიწმატის და კომბოსტოს კომბინაციას გავს ძალიან. ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ წიწმატის და ისპანახის კომბინაციით ჩაანაცვლებთ ამ კეილს. თან ორივე ძალიან სასარგებლოა და სუპერ საკვებად ითვლება.

metabolic supercharge smothie

რეცეპტი:

  • 1 ბანანი
  • 1 -1.5 ჭიქა კეილი, ან ისპანახი წიწმატის კომბინაცია
  • 1/2 მაწონი ან ბერძნული იოგურტი
  • 1/2 ვანილის ნუშის რძე*
  • 1  (პატარა ზომის) ლიმნის წვენი
  • ყინულის კუბიკები
  • 1/4 ჩკ წიწაკა- თავიდან სულ ცოტათი დაიწყეთ და რომ მიეჩვევით 1/4 ჩკ-მდე ადით

დააბლენდერეთ და მიირთვით!

წყარო

*როგორ მოვამზადოთ ნუშის რძე სახლის პირობებში- ფოტო რეცეპტი

თუ გსურთ მეტი შეიტყოთ თუ რა არის მეტაბოლიზმი, როგორ ტიპის არსებობს, როგორ ავიმაღლოთ მისი დონე, აშ, მაშინ ეწვიეთ ფიტნი.გე-ს ამ პოსტს——>>>>>> მეტაბოლიზმის დონე, ნივთიერებათა ცვლის პროცესები

Amag