კუკ-კუკ-მოვედი რომ გავხდე უკეთესი

ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვინც ქართულის გაკვეთილზე ისეთ თემებს წერდნენ, რომ წაკითხვის დროს რაღაც ჰარმონიულს, ერთიანს, სიტყვების და წინადადების ჰანგებს გრძნობდი. სულ სხვა ადამიანები იყვნენ და სულ სხვანაირად წერდნენ.

მე რაც შემეხება მე-6-ე კლასში ვისწავლე ქართულად წერა-კითხვა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და არაფერი გამომდიოდა. ქართულზე ცალკე დავდიოდი ჯგუფთან ერთად და ლექსების ზეპირის გარდა, თავისუფალი თემები უნდა დაგვეწერა ხოლმე (და ჯგუფში ხმამაღლა წაგვეკითხა) და წარმოიდგენთ ალბათ ჩემი ნიჭით და უნარებით რამდენს დავწერდი თემაზე გზა, სათვალე, მოლოდინი…… 🙂 განსაკუთრებით თემა სათვალეზე მახსოვს დოდო მასის მჯავე სახის გამომეტყველება და ალბათ ფიქრობდა ამას არაფერი ეშველებაო:) ასე იყო თუ ისე მომწონდა რასაც ვაკეთებდი და ნამდვილად მოხარული ვარ რომ ამჯერად მე განვაგებ თემების სათაურებს, შინაარსიც ჩემს ხელთ არის და მჟავე სახეები კიდე თქვენზეა:)

უახლოს მომავალში სხვა და სხვა თემებით გამოვჩნდები.

დროებით, თქვენი ანო