Home… Sweet Home…

ამ ბოლო კვირას ხშირად შევეჯახე ცალკე ცხოვრების თემას. თან ზუსტად ეს კვირაა რაც სახლებს ვათვალიერებთ ყოველდღე. სახლის ყიდვა გვინდა. რადგან სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ ეხლა, გადავწყვიტე რამე დამეწერა ამის შესახებ. ვის არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი, სიმყუდროვე, ადგილი სადაც ეკუთვნი, სადაც გიხარია მისვლა სამსახურის მერე, დასვენება, გართობა, სტუმრები, მეგობრები, ასე რომ ვთქვათ a place to call home. აი დადგა ჩემს ცხოვრებაშიც მომენტი რომ ეს ოცნება მემგონი რეალობას ემსაგვსება, მაგრამ მართალი რომ გითხრათ რაც მეტ ბინებს ვნახულობთ მით უფრო ვიჭრები ჯკუიდან და მემგონი ისევ ოცნება მირჩევბია რომ გავაგრძელო. სულ დილემებია, კარგი უბანი-პატარა სახლი, დიდი სახლი- ქალაქიდან დიდი დაშორება. ქალაქში სულ სულ სხვა ცხოვრებაა, ყველაფერი ცოცხალი და მოძრავია, ქალაქგარეთ კიდე რაღაცნაირი სიწყნარე სუფევს, რომელსაც არაფრით არ მინდა რომ შევეგუო და მინდა ისე ვიყო როგორც აქამდე ვიყავი🙂

მიუხედავად იმისა თუ სად მოვხვდები და რა ადგილას, ოცნების სახლებიდან ნომერ პირველად აი ეს კომპლექსი რჩება: http://www.bosphoruscity.com.tr/en-US/

გირჩევთ უბრალოდ შეავლოთ თვალი, ნახეთ interior gallery, არა მგონოა რომ არ მოგეწონოთ. ყველაფერი ცენტრალურია,

Ara Guler, Galata, 1958

ქალაქის  და თვითონ კომპლექსის მდებარეობაც, ამ უზარმაზარ ქალაქში ყველაფერია, თუ გართობა, თუ მაღაზიები, თუ კონცერტები და სხვა და სხვა გამოფენები, თურქული თუ იცი თეატრებშიც მოხვდები, თუმცა ზოგ თეატრს ექნება ინგლისური აუდიო ვერსიებიც,  და დაჯდები, ჩართავ პლეიერს დ ისე ნახავ სპექტაკლს:) დიდებული წარსული, დიდებული ისტორიული ადგილები……

რამდენი ხანი მინდოდა ორჰან პამუკის „სტამბულის“ ყიდვა, ამისრულდა,  მაგრამ არ წამიკითხავს, თუმცა წაუკითხავადაც ძალიან საინტერესოა, ცნობილი თურქი ფოტოგრაფი არა გიულერის სურათებით არის სავსე ეს წიგნი.