If you knew how meat was made, you’d probably lose your lunch

თუ დაფიქრებულხარ ერთი წუთით მაინც თუ რას ჭამ? ალბათ კი და თუ გაანალიზე ერთი თვის მენიუ, ალბათ აღმოაჩენ რომ საშუალოდ ყველაზე მეტად ნახშირწყლებს, ხოლო ცილებს და ცხიმებს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით მიირთმევ. ესეც იდეალური შეფარდებაა, გეთანხმები, გილოცავ, ძალიან მაგარია, მაგრამ მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე…

ავიკვიატე აზრი რომ გავხდე ვეგეტარიანელი. იმის გარდა რომ კალორიების თვლა მიყვარს და მიღებული საკვების ანალიზი, ორი დღეა უკვე რაც ქათმებზე, გოჭებზე და ძროხებზე ვფიქრობ. სრული არ სიტყვების მნიშვნელობით. ორი დღის წინ რომ გავიაზრე თეფშზე რომ გემრიელი ხორცის ნაჭერი მიდევს, საიდან მოდის, იმის მერე აღარ მინდა ხორცი საერთოდ.

ცოტა ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში, რაღაც სტატიებიც წავიკითხე. ერთი სიტყვით ნამდვილდ სახარბიელო სიტუაცია არ არის.

პაულ მაკარტნის ცოლმა, ლინდა მაკარტნიმ თქვა ესეთი რამ:“ If slaughterhouses had glass walls, everyone in the world would be a vegetarian” და ნამდვილად მართალია. არა მგონია თქვენც მოგინდეთ ხორცის ჭამა თუნდაც იმ ვიდეოების შემდეგ ( არ მაქვს საუბარი შუშის კედლებზე) რომელიც ანახებს თუ რა პირობებში იმყოფებიან ცხოველები ფერმებში, თუ როგორ ექცევიან მათ, როგორ ხოცავენ და აშ.

ამავდროულად ცხოველები, რომლებიც გემრიელი მწვადის, კატლეტის თუ ბურგერის სახით ხვდება ჩვენთან,  სხვა და სხვა ჰორმონებით და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებით არის გაჯერებული. ძალიან მარტივია, ამით გოჭები უფრო მალე იზრდებიან, დანახარჯები მცირეა, ფერმერები უფრო მოგებულები რჩებიან და ჩვენი ჯანმრთელობის ბედი კიდე ამასობაში გაურკვეველია.

თუ ამის შესახებ მეტი ინფორაციის მიღება გსურს, შეგიძლია ნახო საიტი www.goveg.com

თუ გაინტერესებს ფერმებში რეები ხდება, მაშინ პირდაპირ ვიდეოზე გადადი და  დააჭირე ამას http://www.goveg.com/factoryfarming.asp ან კიდევ შედი საიტზე www.meat.org

ერთ ერთმა ცხოველების უფლებების დაცვის ორგანიზაციამ (PETA) მაკდონალდსის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კამპანიას McCruelty ჰქვია.  შეგიძლია შენი ლოგო და ლოზუნგიც შექმნა http://www.mccruelty.com/default.aspx და facebook-ზე მეგობრებს გაუზიარო.  ამ კამპანიას ამერიკაში უკვე 2 მილიონი ადამიანი შეუერთდა. ძალიან ბევრი უარს ამბობს არა მარტო მაკდონალდსის ბურგერებზე არამედ მთლიანად ხორცზე და გადასულები არიან სოიოს ნაწარმზე.

თუნდაც შეიძლება უარი არ თქვა ხორცხე მაგრამ გადახვიდე ორგანულ პროდუქციაზე. რა ვიცი, ვითომცდა ირწმუნებიან რომ ის ცხოველები, რომლის ხორცი  organic ან natural ლოგოს ქვეშ იყიდება, ნამდვილად შეჭეჭყილი ფერმაში არ იმყოფებოდნენ, არამედ სულ მზიან მინდორ -ველზე ბედნიერი დასეირნობდენ, იკვებებოდნენ კარგად და ნამდვილად ჰუმანური მეთოდებით მოხვდა ის შენს თეფშზე.

Happy cow

აი ბერნარდ შოუშ გამონათქვამი: Animals are my friends… and I don’t eat my friends.

არ ვიცი არ ვიცი,  ჩემ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაგაგებინეთ.