If you knew how meat was made, you’d probably lose your lunch
თუ დაფიქრებულხარ ერთი წუთით მაინც თუ რას ჭამ? ალბათ კი და თუ გაანალიზე ერთი თვის მენიუ, ალბათ აღმოაჩენ რომ საშუალოდ ყველაზე მეტად ნახშირწყლებს, ხოლო ცილებს და ცხიმებს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით მიირთმევ. ესეც იდეალური შეფარდებაა, გეთანხმები, გილოცავ, ძალიან მაგარია, მაგრამ მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე…
ავიკვიატე აზრი რომ გავხდე ვეგეტარიანელი. იმის გარდა რომ კალორიების თვლა მიყვარს და მიღებული საკვების ანალიზი, ორი დღეა უკვე რაც ქათმებზე, გოჭებზე და ძროხებზე ვფიქრობ. სრული არ სიტყვების მნიშვნელობით. ორი დღის წინ რომ გავიაზრე თეფშზე რომ გემრიელი ხორცის ნაჭერი მიდევს, საიდან მოდის, იმის მერე აღარ მინდა ხორცი საერთოდ.
ცოტა ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში, რაღაც სტატიებიც წავიკითხე. ერთი სიტყვით ნამდვილდ სახარბიელო სიტუაცია არ არის.
პაულ მაკარტნის ცოლმა, ლინდა მაკარტნიმ თქვა ესეთი რამ:“ If slaughterhouses had glass walls, everyone in the world would be a vegetarian” და ნამდვილად მართალია. არა მგონია თქვენც მოგინდეთ ხორცის ჭამა თუნდაც იმ ვიდეოების შემდეგ ( არ მაქვს საუბარი შუშის კედლებზე) რომელიც ანახებს თუ რა პირობებში იმყოფებიან ცხოველები ფერმებში, თუ როგორ ექცევიან მათ, როგორ ხოცავენ და აშ.
ამავდროულად ცხოველები, რომლებიც გემრიელი მწვადის, კატლეტის თუ ბურგერის სახით ხვდება ჩვენთან, სხვა და სხვა ჰორმონებით და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებით არის გაჯერებული. ძალიან მარტივია, ამით გოჭები უფრო მალე იზრდებიან, დანახარჯები მცირეა, ფერმერები უფრო მოგებულები რჩებიან და ჩვენი ჯანმრთელობის ბედი კიდე ამასობაში გაურკვეველია.
თუ ამის შესახებ მეტი ინფორაციის მიღება გსურს, შეგიძლია ნახო საიტი www.goveg.com
თუ გაინტერესებს ფერმებში რეები ხდება, მაშინ პირდაპირ ვიდეოზე გადადი და დააჭირე ამას http://www.goveg.com/factoryfarming.asp ან კიდევ შედი საიტზე www.meat.org
ერთ ერთმა ცხოველების უფლებების დაცვის ორგანიზაციამ (PETA) მაკდონალდსის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კამპანიას McCruelty ჰქვია. შეგიძლია შენი ლოგო და ლოზუნგიც შექმნა http://www.mccruelty.com/default.aspx და facebook-ზე მეგობრებს გაუზიარო. ამ კამპანიას ამერიკაში უკვე 2 მილიონი ადამიანი შეუერთდა. ძალიან ბევრი უარს ამბობს არა მარტო მაკდონალდსის ბურგერებზე არამედ მთლიანად ხორცზე და გადასულები არიან სოიოს ნაწარმზე.
თუნდაც შეიძლება უარი არ თქვა ხორცხე მაგრამ გადახვიდე ორგანულ პროდუქციაზე. რა ვიცი, ვითომცდა ირწმუნებიან რომ ის ცხოველები, რომლის ხორცი organic ან natural ლოგოს ქვეშ იყიდება, ნამდვილად შეჭეჭყილი ფერმაში არ იმყოფებოდნენ, არამედ სულ მზიან მინდორ -ველზე ბედნიერი დასეირნობდენ, იკვებებოდნენ კარგად და ნამდვილად ჰუმანური მეთოდებით მოხვდა ის შენს თეფშზე.
აი ბერნარდ შოუშ გამონათქვამი: Animals are my friends… and I don’t eat my friends.
არ ვიცი არ ვიცი, ჩემ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაგაგებინეთ.


ჰმ,
როგორ მომეწონა ბერნარ შოუს ნათქვამი 🙂
სამწუხაროდ, მე არ მიყვარს რაიმეს აკრძალვა საკუთარი თავისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორგანიზმი არ მაძლევს საშინელ, ვთქვათ ალერგიულ რეაქციას. ამიტომ, მირჩევნია არ გავხდე ვეგეტარიანელი და ვჭამო ხორცი იშვიათად, ვიდრე გავხდე და შემდეგ მუდმივად მიწევდეს, თუნდაც რამდენიმე თვეში ერთხელ გაჩენილ სურვილთან ბრძოლა.
katie, gamixarda rom shen chems blogze shemoijyite. Zalian momtons sheni tseris manera, sheni postebi da memgoni yvelaperi.
rac sheexeba vegetarianelobas, martali xar, rtulia tavistvis ragaceeebis akrzalva, chem tavze vsinje da namdvilad ar gamomivida.
დიდი ხანია ვფიქრობ ვეგეტარიანელობაზე,მაგრამ პოსტში ნახსენები პირველი მიზეზის გამო უფრო.. ჯერ 13 წლის ვარ და რამდენჯერაც ვცადე,არ გამომივიდა,თუმცა მომავალში კიდევ ერთხელ ვცდი აუცილებლად და იმედია გამომივა 🙂 მიხარია,თქვენც იგივეს,რომ ფიქრობთ!
და კიდევ,წარმატებებს გისურვებთ ^^ არაჩვეულებრივი პოსტი იყო! ♥♥
მე იმ დასკვნამდე მივედი რომ ძალიან ძნელია ვეგეტარიანელობა და თან არც ისე სასარგებლო. რაც არ უნდა სხვა წყაროებიდან მიიღო, თევზეულ-ხორცეულში არსებული ცხიმები და ცილები შეუცვლელია. სხვათაშორის რამდენი ვეგეტარიანელი მინახავს, ყველა ზედმეტწონიანი იყო და ეს არანაირად არ არის კარგი.
შენიც მესმის ძალიან კარგად. თუმცა ამ ეტაპზე ჩემის აზრით, თან შენ თუ 13 წლის ხარ, აჯობებს კარგად იკვებო და მიიღო ორგანიზსმისთვის ყველა საჭირო მინერალი თუ ნივთიერებები <3<3<3
სრულებით გეთანხმებით ^^ დიდი მადლობა ♥♥♥♥
<3<3
ბერნარდ შოუს არგუმენტს ვეთანხმები, სხვა დანარჩენზე კი – როგორც სტანისლავსკი იტყოდა ხოლმე. 🙂
ისე, არც შოუსი მჯერა მაინცადამაინც – ტყავის ფეხსაცმელი კარგად ეცვა 🙂 და ეჭვი მაქვს არც ბეწვეულზე ამბობდა უარს.
და იმ ამბავს რა ვუყოთ, მედიკამენტებს რომ ცხოველებზე ცდიან? და კოსმეტიკას? და ა.შ. და ა.შ.
მეგობრებზე წამლის გამოცდა სადაური წესია, აბა? 🙂
შეიძლება პოსტში არასწორად გადმოვეცი, მაგრამ არაფერი არ არის იმაში რომ ვჭამთ და მივირთმევთ ხორცს. ბუნების კანონია, ერთი ცხოველი მეორეს ჭამს, ის სხვას და ჩვენ მას და ასე შემდეგ. ცილები საჭიროა და მარტო ტოფუ და პარკოსნები საკმარისი არ არის. მაგრამ მე უკმაყოფილო ვიყავი იმ აზრით რომ ამ ფერმებში სადაც ცხოველები ყავთ საშინელი პირობებია (იგულისხმება როგორც თვითონ დახურული სივრცე, სიმჭიდროვე, ანტისანიტარია, ცხოველების უზომო გასუქება, ანტიბიოტიკები და საკვები რასაც აძლევენ…) და საბოლოოდ ცხოველისთვისაც და შემდგომ ადამიანისთვისაც საზიანო. ყურადღება ჯანმთელ საკვებზე მინდოდა გამემახვილებინა და არა ცხოველების უფლებებზე, რაც ამ ბერნარნ შოუს გამონათქვამით ეხლა ვხვდები არასწორი მესიჯი გამომივიდა.
ასევე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ “ამდენ ხალხს ამერიკაში გამოკვება ხომ უნდა” და ბაზრის დაკმაყოფილება მხოლოდ ამ სწრაფი და არაჯანსაღი ფერმების გზით არის შესაძლებელი. კვლევებს თუ ვენდობით საკვების 40% ამერიკაში ნაგავში იყრება.
ცუდი წარმოსადგენია რომ მედიკამენტებს ცდიან ცხოველებზე, თუმცა თეთრ ლაბორატორიულ თაგვებს სპეციალურად მაგისთვის ამრავლებენ ხოლმე :))))
WWF კი ვიმუშავე ვოლონტიორად ასე რომ შოუს არგუმენტი ჩემთან უფრო ახლოა. 🙂
აი, არაჯანსაღი, ზეკალორიული და მავნებელი რაცაა ისაა სწორედ გემრიელი, იმჰო. და ქართული სამზარეულო კალორიულქოლესტერინეულ სათავეშია.
მთავარია, ვჭამოთ, რაც გვესიამოვნება, მაგრამ არ ჩავსკდეთ და მეტი ვიმოძრაოთ ფეხით ან ველოსიპედით )) მივბაძოთ ფრანგებს და ჰოლანდიელებს. 🙂