მხიარული ვარჯიში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თავს კარგად ვგრძნობდეთ, ვიყოთ ლამაზები, ძლიერები. სტრესი ძალიან ცუდად მოქმედებს როგორც ჩვენც გუნება -განწობაზე ასევე ჯანმრთელობაზე. ვარჯიში კარგია როგორც წონაში დასაკლებად, წონის შესანარჩუნებლად, ჯანმრთელობისთვის და ასევე კარგი ხასიათისთვის. (შეგიძლიათ ნახოთ ეს პოსტი ვარჯიშის და დიეტის შესახებ). ყოველთვის როცა რეგულარულად ვარჯიშობ, თავს მხნედ, თავდაჯერებულად, კმაყოფილად ვგრძნობ. როცა ვარდები ფორმიდან, რაც შეილება ხანდახან თვეები გაგრძელდეს, მოშვებული ვარ, დასუსტებული. წელს ზაფხულში აღმოვაჩინე ფანტასტიური ფიტნეს ვიდეო. ეს არის Ministry of Sound Pump It Up – The Ultimate Dance Workout. იმის გარდა რომ, ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის, ვარჯიშები საკმაოდ რთული აღმოჩნდა (არადა ვიდეო რომ პირველად ვნახე გავიფიქრე ეს რა არის, ამას რა უნდა ეხლავე გავაკეთებ ყველაფერს-თქო), ასევე ძალიან მხიარულია.
თუ გახსოვთ სიღერა Eric Prydz-ის call on me? 5 წლის წინ დიდი ჰიტი იყო. გეხსომებათ სექსუალური გოგოები რომლებიც კლიპში ცეკვავდნენ და ვარჯიშობდნენ. ხოდა ეს გოგოები შეიკრიბნენ და გამოუშვეს ეს სავარჯიშო ვიდეო, რომელიც ცეკვის და აერობიკის ელემენტებს შეიცავს.
მე გთავაზობთ შეავლოთ თვალი pump it up-ის ვარჯიშს. იწყება გახურებით, 10 წუთი. შემდეგ მოდის ცეკვის ვარჯიში, რომელიც გრძელდება 20 წუთი. მოსდევს ასევე 20 წუთიანი ენერგიული ვარჯიში. შემდეგ პრესები და კუნთები 10 წუთი. საბოლოოდ არის 15 წუთიანი გაწელვები და მოდუნება.
მთლიანობაში ეს ისეთი ვარჯიშია, თუ დაიწყეთ ვერ გაჩერდებით და ჩემსავით ძალიან შეგიყვარდებათ🙂

აი ლინკიც და წარმატებები!!!!!