200 დღე და შეძენილი ჯანმრთელობა

დღეს ზუსტად 200 დღე გავიდა მას შემეგ, რაც ბოლოს მოვწიე სიგარეტი. ძალიან გახარებული ვარ, რადგან არასოდეს არ წარმომედგინა რომ ამას შევძლებდი. რომ არ მოგაწყინოთ ( და მოგანდომოთ) თუ რატომ მიყვარდა ასე ძალიან თამბაქო, მირჩევნია უცბად ჩამოვაყალიბო ის დადებითი მხარეები რაც სიგარეტის თავის დანებებას მოყვა თან:

1)     მივხვდი რომ გადავრჩი და არ მოვკვდი რომ დავენებე თავი, რაც შეუძლებელი მეგონა

2)     ჯანმთელობის მხრივ თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. უაზრო თავბრუს ხვევები და გულის რევის შეგრძნებები სიგარეტის მერე აღარ მაწუხებს

3)     დროს ვუთმობ სპორტს და ვამჩვენ უკვე, რომ უკეთესად ვსუნთქავ და აღარ ვიხრჩობი როგორც ადრე

4)     როცა კი მგონია, რომ რაღაც არ გამომდის, ეგრევე ვიხსენებ რომ უკვე ამდენი დღეებია არ მომიწევია და სიამაყით ვივსები, რომ ასეთი ნებისყოფა გამოვიჩინე და ყოჩაღი ვარ

5)     ყველაფერს უკეთესი გემო აქვს

6)     თმები და ტანსაცმელი აღარ ქოთს!!არ თქვა რომ ესე არ არის როცა ვეწევით!

7)     სახის კანი და ფერი ცოთათი გამიუმჯობესდა

8)     ფული ამაში აღარ მიდის და ა.შ.

ეს ის არის რაც უცბად მახსენდება. თუ თქვენც დაანებეთ თავი, მომწერეთ როგორ გაუმკლავდით და როგორ გრძნობთ ეხლა თავს.