Jump-Start your Morning and New Year!

ყველას გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას და ყოფილიყავით გახარებულები, ჯანმრთელები და ლამაზები.

ახალი წლის დღეებს ბევრი სასმისის გარეშე არ ჩაუვლია.რთულია როცა რეგულარულად ვარჯიშობ რამდენიმე დღით ამოვარდე გრაფიკიდან. მერე ძალიან მიჭირს ისევ ჩვეულებრივ რეჟიმში გადასვლა. თავის ტკივილი, მოთენთვა, უაზრო ჭამის მადა… ეს ის მცირედია რაც ასეთი დღეების შემდეგ მაწუხებს. და ალბათ არა მხოლოდ მე. არადა ახალი წელი ხომ ახალი გეგმებით და მიზნებით დაიწყო და დროის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება. თუ თქვენც ჩემს დღეში ხართ, აი რამდენიმე რჩევა თუ როგორ გადავეწყოთ ჩვეულ რითმზე და კარგად დავიწყოთ ეს კვირა და მთლიანად ახალი წელი :

პირველი როგორც კი გაიღვიძებ, ეგრევე გადაწიე ფარდები, შემოუშვი სინათლე ოთახში, აანთე ყველა ნათურა თუ საჭიროა,  რომ კარგად გამოფხილზდე და ენერგიაზე მოხვიდე.

საუზმე პურით და კარაქით არ დაიწყოთ. საუკეთესო გამოსავალი რომ კარგად დანაყრდეთ და შემდეგ მთელი დღის განმავლობაშიც აკონტროლოთ თავი, არის საუზმეზე კვერცი. ეს იმითომ რომ ცილის დამუშავებისთვის ორგანიზმს სჭირდება დრო და ამით შედარებით უფრო დიდხანს იქნებით დანაყრებული.

მოუსმინეთ მუსიკას. იქნება ეს სახლში, თუ მანქანაში, თუ ავტობუსში, თუ რომ სეირნობთ. თან ისეთ მუსიკას ზუსტად რომ იცით, რომ კარგ ხასიათზე მოგიყვანთ და სტრესს შეგიმცირებთ. ზოგადად ძლიერ ანტიდეპრესანტად ითვლება 2 რამ: მუსიკა და სექსი. სექსისთვის პარტნიორია საჭირო (თუმდცა არა მაინცდამაინც:)) მაგრამ მუსიკა რა პრობლებაა, გადმოიწერე უამრავი საიტიდან, მაგალითად http://www.prostopleer.com და თუ გინდა ipod-ით, თუ მობილურით, თუ რადიოს მოუსმინე და გაერთე.

თუ ვარჯიშობ (თუ არადა დროზე ჯობია რომ დაიწყო), ვიცი როგორი ძნელია ვითომც არაფერი ისევ შეურთდე შენს აერობიკის, თუ იოგის ჯგუფს. დღეს სავარჯიშოდ მივდივარ და 1-2 საათით ადრე ყავას დავლევ რომ ენერგიაზე ვიყო და არ დამეზაროს გაცდენა.ადრე,  ლექციების დროს რომ მეძინა, ერთადერთი რაც მშველოდა იყო დიდი ჯიქა შავი უშაქრო ყავა – ანუ ყველაფრის გარეშე. არ არის აუცილებელი თქვენც მაინდამაინც უყველაფრო დალიოთ, მაგრამ წინასწარ გაგაფრთხილებთ რომ კაპუჩინო ”не в счёт“.

წარმატებები!