საკუთარი თავი გავიცანი….

ისეთი გრძნობა გქონია, რომ ტირი, უბრალოდ ცრემლები არ მოგდის?

საოცარო სიცარიელე და სიცივე ირგვლივ, როცა ყველაფერს შორიდან ხედავ, თითქოს არ არსებობ, როცა გინდა იყვირო, რომ ამით საკუთარ ფიქრები ჩაახშო ან დახმარება ითხოვო. როცა პიქრობ, თუ რამ ან ვინ შეიძლება დაგეხმაროს და ხვდები, რომ ასეთი არც ადამიანი და არც მოვლენა არსებობს, მხოლოდ ილუზია, რომელიც სამწუხაროდ მალევე მთავრდება.

ხანდახან თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ეს სიბნელე უარესია.

დრო ყველაფერს კურნავს? არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ კარგი დამვიდების საშუალებაა, მაგრამ რაღაც პრიმიტიულად ჟღერს და არ მამშვიდებს, ალბათ, რომ მითხრან ტალახის აბაზანები გიშველისო უფრო დავიჯერებ.

ალბათ უნდა არსებობდეს ასეთი დარფიც, თვითმკურნალობა, ალბათ, უამრავი ადამიანი გრძნობს თავს ასე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ, ან საკმარისი ძალა აქვთ, რომ გადაიტანონ.

დღეს ცუდად ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნის, თვალები მეხუჭება, მაგრამ ძილის მეშინია, საშინელი სიზმრები და საბოლოოდ საშინელი გაღვიძების პროცესიც ემატება ამ ყველაფერს.

სახლი ცარიელი დამხვდება, ავიღებ წიგნს ხელში, მაგრამ მივხვდები რომ გული მერევა მასზე, შემდეგ ტელევიზორი, ნაცნობი სისულელეებუ, შემდეგ ჭამის დროც მოდის, მართალია არ მინდა, მაგრამ უნდა მივიმზადო რამე, თორემ იმ დღის არ იყოს თვალებში დამიბნელდება, შემდეგ ვიწყებ ძილისთვუს მზადებას.

მგონი ამ ყველაფერს წამების გარდა სხვა სახელს ვერ მოვუფიქრებ. საუთარი თავის როცა გეშინია, საკუთარი განწყობის და აზრების, როცა ძილის წინ ნატრობ, რომ დილას რაღაც შეცვლილი დაგხვდეს.

გერმანიის სამხრეთით, პატარა ხუტასკაციან სოფელში ფანჯარა იღება და იქიდან ერთი ქართველი, სულელი გოგო ყვირის: მიშველეთ, პასუხი კი არ იქნება ნამდვილად, ან შეიძლება ერთი საათის მერე პოლიცია მოვიდეს. აი ეს არის უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი.

გერმანიის ბრალი არ არის, არაა გამოსავალი ყველა პირადი პრობლემების გადაბრალება 80 000 000 ადამიანზე, არც ზოგად ცნება “უცხოეთზე”, თუმცა კი ეს სიტყვა სწორედ უცხოდ ყოფნას გულისხმობს, არზ ამის ნაკლებობას განვიცდი.

13 წუთში დაირეკება ზარი, ძალიან დაბალ ზმაზე, მაგრამ იმისთვის საკმარისია, რომ მიხვდე წასვლის დროა. შემდეგ 6 წუთი ავტობუსს დავუცდი, შემდეგ კი შიშით შევაგებ პატარა ხის სახლის კარებს და დავიწყებ ტირილს.

ვხედავ დახრილ ჭერზე გაკრულ სურატებს, მივხვდები, რომ მიუხედავად ბევრი მეგობრისა ვარ სრულიად მარტო, მოვიდუღებ ჩაის და არ დავლევ.

საკუთარი თავი გავიცანი.

თ.კ.

ჰმ, წაიკითხეთ? ეს ერთ ერთი ჩემი ამხანაგის მიერ არის დაწერილი. ჩემი გერმანიაში ცხოვრების ერთ ერთ პერიოდს ძალიან კარგად ასახავს, იმის განსხვავებით რომ 300 000 ადამიანი ცხოვრობდა ჩემს ქალაქში. ალბათ მაინც ცვლის სურათს, თუმცა ზუსტად იგივენაირად ვგრძნობდი მაინც თავს. კარგია რომ ეს ცხოვრების რაღაც მონაკვეთი იყო მხოლოდ, და მიუხედავად ამისა რა თქმა უნდა უმარავი სახალისო და ბედნიერი წუთები მახსენდება გერმანიიდან.

ვითომ ყველაფერი იცვლება. მაგრამ მემგონი მაინც ერთი და იგივეს გარშემო ვტრიალებთ. რა ვიცი ჩემ დღიურებს რომ ვკითხულობ, მეცინება, სულ ერთი და იგივეა. იცვლება ხალხი, იცვლება ადგილმდეობარეობა, იცვლება სამსახური, უამრავი მოვლენები, მაგრამ მე მაინც არ ვიცვლები. მე ისევ ის ვარ მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად მიღებული გამოცდილებისა, მიუხედავად წაკითხული წიგნების და ნანახი ფილმებისა, მიუხედავად იმისა რა ხალხში ვტრიალებ.  არა რა თქმა უნდა ვითარდები, ახალ რაღაცეებს ვსწავლობ, უფრო ფართე მსოფლმხედველობა მაქვს,  მაგრამ მე მაინც იგივე ვარ.  ჩემი ემოციურობა, განწყობები– ზუსტად იგივეა რაც იყო როცა მე-10 კლაში ვიყავი. მე ვიცი რატომაც. სადაც არ უნდა წახვიდე, ვინც არ უნდა გახდე, რასაც არ უნდა მიაღწიო, რა წრეშიც არ უნდა იტრიალ- საკუთარ თავს მაინც ვერსად ვერ გაექცევი.

4 წლის წინ დაწერილი წერილი, რომელიც ასახავს შფოთვას, მღელვარებას, მოწყენილობას, და ავტორის მიერ ამის მიმართ დამოკიდებულობას, რაც იგივე იყო ჩემში ასევე გერმანიაში ყოფნის დროს და იგივე იყო მე-10- კლაშიც და ეხლაც იგივეა, მიუხედავდა იმისა რომ ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ მართლა.

ალბათ არ იცვლება ჩემში ის რომ ხანდახან საშინელი სევდა და დარდი მაწვება ხოლმე სადაც არ უნდა წავიდე, ვინც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე…….

ესეც ბოლოს ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი და სევდიანი ლექსი:

Последний тост

Я пью за разоренный дом,
За злую жизнь мою,
За одиночество вдвоем,
И за тебя я пью,—
За ложь меня предавших губ,
За мертвый холод глаз,
За то, что мир жесток и груб,
За то, что Бог не спас.

27 июня 1934, Шереметьевский Дом