აჭარა მონაწილე ქვეყნების სიაში?

სამშაბათს, 12 ივლისს, სტამბულში დაიწყო მსოფლიო კულტურისა და ახალგაზრდების ფესტივალი. ტაქსიმის მოედანზე გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯგუფები ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილები, დროშებით ხელში, შეძახილებებით. ყველას მომღიმარე სახეები ჰქონდა და მითუმეტეს შორიდან საქართველოს დროშას რომ მოვკარი თვალი მეც გავმხიარულდი. მივედი ჩვენს მონაწილეებთან, მივესალმე, გამოველაპარაკე, სურათები გადავუღე. ცოტახანში ყველა დავიძარით მოედნიდან სცენისკენ, სადაც გახსნის ცერემონიალი და ცეკვები უნდა დაწყებულიყო.

კონცერტი დაიწყო, გამოვიდა ეგვიპტე, თურქმენეთი, ბულგარეთი … და ერთ ერთი გამოსვლის წინ ვხედავ დაფაზე იწერება acaristan და იხატება აჭარის დროშა. გადმოხტნენ ჩვენი გოგო- ბიჭები სცენაზე და დაუარეს ჩვენებურად. ზოგადად კონცერტი კარგი და საინტერესო გამოვიდა, მაგრამ აჭარლების ცალკე გამოსვლამ ცოტა არ იყოს და დამაბნია.

დიდხანს აღარ გავაგრძელებ და სურათს ვაქვეყნებ ამ პოსტშივე, რომლის მიხედვითაც თქვენც მიხვდებით რაშიც იყო საქმე.


რა თქმა უნდა პირველი რაც გავიფიქრე იყო, რომ იმ პირობებში როცა ცალკეული ქვეყნები არიან მონაწილეები და არც ერთი ქვეყნის რეგიონი არ არის წარმოდგენილი, გაუგებარია აჭარა რატომ არის გამოყოფილი და ცალკე ქვეყნად (!) წარდგენილი-თქო. თან საქართველო ხომ მონაწილეობდა.

თავიდან ავღელდი. ვიფიქრე რამე ხომ არ გამომრჩა საქართელოში არ ყოფნის დროს-თქო, მაგრამ ხელახლა რომ შევავლე თვალი სიას, აღმოვაჩინე რომ ჩრდილოეთ ოსეთიც ცალკეა გამოყოფილი და რუსეთი არ არის გვერდზე მიწერილი. ამის ფონზე დავწყნარდი, მაგრამ ასეთი ხუმრობები მეტი არ გვინდა, ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან კი შესწორებები ნამდვილად შესატანია!!!!