After every wedding comes a marriage…
გუშინწინ ჩემი ქორწილის დღე იყო. უკვე ერთი წელია გათხოვილი ვარ. ბევრი ცვლილებებია ჩემს ცხოვრებაში. ვისაც გათხოვება უნდა, გირჩევთ ჯერ ეს ქვემოთ გადაიკითხოთ, კარგად დაფიქრდეთ და მერე გადადგათ ეს ნაბიჯი 🙂
თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობ და დილა- საღამოს შენი საყვარელი სადილები გხვდება სახლში, გათხოვების მერე დაემშვიდობე მაგას. ნუ, რა თქმა უნდა თუ ჩემსავით არ გაგიმართლა და მეუღლე ხანდახან გემრიელობებს არ მოგიმზადებს. 🙂
თუ ორივე მუშაობთ, აქეთ-იქით დადიხართ, სპორტი, ჰობი, სიყვარული, სექსი, სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხები, ოჯახური შეხვედრები, ა.შ., მაშინ საჭმლის კეთების დრო აღარ დაგრჩება ნამდვილად. მშვიდობით გემრიელი სახლის მორთმეული კერძები. მოგიწევთ что попало -ს პრინციპით თავის გატანა და ილოცოთ (აჯობებს ივარჯიშოთ) რომ არ გასუქდეთ.
გერმანიიდან მშობლიურ სახლში დაბრუნებისას გადავწყვიტეთ რომ ჩემი ჩვეული ლოგინი გასაშლელი ტახტით ჩაგვენაცვლებინა. დილაობით თუ საღამოობით ლოგინის ალაგება-დალაგება და ტახტის აკეცვა- გაშლაზე სახლში შეჯიბრი მიმდინარეობდა. ერთმანეთს ბებო და დედა ექიშპებონდნენ. დედა ერთი ოთახიდან მორბოდა, ბებო კიდე მეორედან აბა რომელი მოასწრებდა და ვის ერგებოდა ეს პატივი წილად. თან „გაჩერდი შენ, მაცადე“-ს შეძახილი ისმოდა. ეხლა უკვე აღარავინ მორბის. 🙂
ადრე არც კი ვიცოდი სარეცხი მანქანა როგორ მუშაობდა. გერმანიაში ცხოვრებისას კი ვისწავლე, მაგრამ ეგ არ ითვლება, ჩამოვედი თუ არა, იძულებული შევიქმენი ისევ დამვიწყებოდა. როგორ ფიქრობთ, ვინ მაცლიდა რამეს? ასე რომ გათხოვების მერე მოემზადე, სარეცხის სხვადასხვა კრიტერიუმებით დაყოფა/განაწილების, მთელი რეჟიმების ათვისება მოგიწევს. ეს ეხება სახლის დალაგებასაც. ადრე თუ არ იცოდი სახლს ვინ ან როდის ალაგებდა, აწი კარგად გეცოდინება 🙂
ადრე თუ გეკითხებოდნენ „არ თხოვდები, რას უცდი? ეხლა მოემზადე რომ ვისაც არ მოერიდება პირდპირ გკითხავს „ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?“ და თუ არ ხარ, არ გაგიმართლა და კითხვების მეორე ტალღა წამოვა „აბა რატომ? მოიცილე ბარემ არ გირჩევნია?“
მიხვდით ალბათ, რომ ეს სერიოზული პოსტი არ არის. ნაბიჯის გადადგმას, ზემოთ რომ დავწერე, მინდა დავამატო რომ სწორი ნაბიჯი არ არსებობს. მშობლებისგან ცალკე მარტო გადახვალ, გათხოვდები, თუ არა გათხოვდები, თუ რასაც არ იზამ, ყველაფერი სწორია, სანამ თავს კარგად გრძნობ და ბედნიერი ხარ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ყველას გისურვებთ რომ თქვენი საყვარელი ადამიანი გყავდეთ გვერდზე. ეს უბრალოდ დიდი სიხარულია.
ano dzalian vixalise, chemi tavi gamaxsenda :)))
rogor menatreba xandaxan mec is dro dedachemi rom miketebda sachmelebs, mirecxavda, MIUTOVEBDA da alagebda saxls :)))
eka mixaria rom ixalise, da zveli dro gagaxsenda:))) mza da mortmeulebi yoveltvis:) magram rac ar unda vicucunot chveni gaketebuli xom mainc gvirchevnia?:))))
ANOO!! usayvarlesi Postia, iumorita da realobis scori agtmit gajerebuli! :*:* bevri vixalise da mominda rom chagexuto! gakoco da gitxra rom mixaria aseti rom myevxar…!! chemi nichieri, chkviani, lamazi, pozitiuri, zogjer cucuna, analitikuri azrovnebit, gemrieli takucebit! :)) da rac mtavaria BEDNIERI!! :*:*:* miyvarxar
mec rom vterdi dzalian vxalisobdi. dedachems unda tsavakitxo:) dzalian gauxardeba:)))
ano dzalian dzalian momecona!!! I adore your writing style!!!
nini kai ra:*
:))) “მოიცილე ბარემ” მაგარია :))))
xo ai ras nishnavs “moicile barem” titqos mere gazrda, movla, yuradgeba, finansebi agar iyos sachiro:))) mtavaria gaachino:))))
Ano, rogor getkoba rom saqartvelos sazgvregbi datovebuli gaqvs ! Aq gatxovdebi tu ar gatxovdebi ( cesit kargad unda gaxsovdes:-) saxlis sadilic ar mogakldeba, dedis da beebiis shejibri sacolis alagebashi kvlav gagrdzeldeba tuki miushveb, chemodansac shens magivrad chaalageben , macivarsac shegimocmeben kvirashi 3 jer mainc, ra gaqvs da rit ikvebebit shen da sheni meugle da ase shemdeg ….. tak chtoo es sheni statia mgoni ufro imatzea gatvlili vinc aopirebs tavs ushvelos da saqartvelos teritoria datovos gatxovebisas 🙂
Ano mogvenatreeeee !!!!!
აუ სანამ აქ ვარ არც მე ვიცი სარეცხი მანქანის ჩართვა, დამდევენ ისწავლეო მეუბნებიან მაგრამ მეზარება 🙂 ორ კვირაში გადავალ ალბათ კი არადა გავთხოვდები 🙂 და იქ ვისწავლი იმედია 🙂
ხო, სიზარმაცეა, როცა შენს მაგივრად აკეთებენ ყველაფერს, ვზარმაცდებით:) მაგრამ რთული ნამდვილად არ არის:)) წარმატებები ახალ ცხოვრებაში და დიდ ბედნიერებას გისურვებ!