სტრიები – როგორ ავარიდოთ თავი

„სტრიები ქალების 90%-ის მტერია“ ამბობს ცნობილი ამერიკელი დერმატოლოგი ლესლი ბაუმანი და “Skin Type Solution“  წიგნის ავტორი. იმასაც ამატებს რომ მათი მოცილება ურთულესი პროცესია. ეს თითქოს ჩვენც არ ვიცოდეთ.

მდგომარეობა რა თქმა უნდა უიმედო არ არის. გენეტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ცელულიტის არ იყოს, აქაც აუცილებელია სწორი კვება და ვარჯიში, სტაბილურად წონის ერთ დონეზე შენარჩუნება. სტრიები ხომ ზუსტად მაშინ ჩნდება როდესაც სწრაფად ხდება წონის მომატება და დაკლება. აქედან გამომდინარე პრევენცია და საკუთარ სხეულზე ზრუნვა ძალზეც მნიშვნელოვანია რათა ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა. პროცესი შრომატევადია და ხანგრძლივი, მაგრამ განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებისთვის ან ვისაც ჰორმონალური ცვლილებები აქვს გარდატეხის ასაკში აუცილებელია სხეულის კარგად დატენიანება, განსაკუთრებით მკერდის, მუცლის და თეძოების არეში. ეს გულისხმობს დღეში  2 ჯერ ტანის ლოსიონის გამოყენებას, რომელიც შეიცავს  კაკაოს ან შეას ან ისეთ ზეთებს რომელიც კარგად შეიწოვება კანის მიერ.

პროდუქტები, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ სტრიებთან ბრძოლაში ან მის თავიდან ასაცილებლად:

  • Palmers Cocoa Butter Stretch Marks Massage Lotion
  • Bio Oil
  • Kiehl’s Creme de Corps
  • Clarins Body Treatment Oil Tonic
  • Jurlique Calendula Cream
  • Bliss Vanila+Bergamot Body Butter
  • The Spoiled Mamas Tummy butter & Bump Gloss
  • ზეითუნის ზეთი

სტრიები მარტო ქალებს არ აწუხებთ. მამაკაცები, რომლებიც ინტენსიურად აკეთებენ ძალოვან ვარჯიშებს და დროის მოკლე პერიოდში საგრძნობლად იმატებენ კუნთოვან მასას, შეიძლება სტრიების მსხვერპლი გახდნენ. რაც შეეხება ქალბატონებს, მეეჭვება ჩვენც გვემუქრებოდეს ესეთი რამ.  იმიტომ რომ იშვიათად ქალები მძიმე წონებს ეტანებოდნენ და 5 კგ გირებით კვირაში 2-3 ჯერ ვარჯიში ასეთ კუნთებს მოკლე დროში არ განავითარებს, თანაც საბედნიეროდ არც ჰორმონი ტესტოსტერონის დონე ქალებში ამას გვიწყობს ხელს.

დაწვრილებითი ინფორმაცია და შინაური მეთოდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ mkurnali.ge-ს გვერდზე.

წარმატებები!