ზაფხულის ყოველდღიური მაკიაჟი. ნაწილი: სახე

სახის დაბანის და დატენიანების შემდეგ იწყება მთელი რიგი პროცედურა, რომლის გარეშეც არ მოგატყუებთ და არც ერთი დღე გარეთ არ გავდივარ. ეს ჩემი ახირება არ არის, არც მაკიაჟის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულსი ბრალია.  უბრალოდ  ვთვლი, რომ ოდნავ მაინც მოწესრიგებული სახე ბევრად უფრო პროფესიონალურია.

მაშასადამე, მინდა ჩემი ამჟამინდელი ზაფხულის მაკიაჟის რამდენიმე ნაბიჯი გაგიზიაროთ. ეს პოსტი ეხება მხოლოდ სახეს.

1.

თუ ვიცი რომ დილიდან ვარ გასული და სამსახურის მერეც დაგეგმილია  რამე ღონისძიება, მაშინ აუცილებლად ვისმევ ტონალურის პრაიმერს (foundation primer), რომელიც ჟელეს მსგავსი, ხავერდოვანი მასალაა და ხელს უწყობს ტონალურის სახეზე უკეთესად განაწილება- დატანებას და მის დიდხანს შენარჩუნებას. სხვა პრაიმერებთან განსხვავებით რომლებიც შეიცავენ სილიკონს, სმეშბოქსის photo finish წყალზეა დამზადებული და შესაბამისად კანიც სუნთქავს. პრაიმერი ავსებს ფორებს, ნაოჭებს და სახის კანი უფრო სწორი, ერთფეროვანი ხდებ

2.

შემდეგი ნაბიჯი გახლავთ ტონალური. რადგან ჩემი ყველაზე პრობლემური ზონა ცხვირი და ფორებია ტონალურის წასმას ვიწყებ სახის ცენტრიდან და ვანაწილებ მთლიან სახეზე. Covergirl-ის NatureLux Silk Foundation ხელმისაწვდომი არჩევანია. ტექსტურა არ არის სქელი და სახეზე სასიამოვნოდ ნაწილდება. რაც შეეხება სურნელს, ტონალურს კიტრის არომატი დაკრავს. შეიცავს მზის დამცავსაც, მართალია SPF10 ცოტა დაბალია, მაგრამ მაინც კარგია.

ტონალურს A ფუნჯით ვისმევ სახეზე, რომელიც ბრტყელია და ძალიან მოხერხებული.

3.

კონსილერი– თუ სწორად არის შერჩეული ფერი და სწორად არის დატანებული თვალების ქვეშ, ის ეგრევე აცოცხლებს სახეს და ჯანსაღ იერს სძენს მას.

ყვითელი ტონალობის კონსილერი კარგად უმკლავდება თვალებქვეშა სილურჯეს. სასურველია რომ ერთი ან ორ ორი ფერით ღია იყოს ვიდრე ტონალური. Sheer Cover Duo Concealer-ით კმაყოფილი ვარ, თუმცა მუქ ნაწილს ვერ ვიყენებ. სავარაუდოდ როცა გავირუჯები შემდეგ გამომადგება. ტექსტურა კრემოვანია. აუცილებლად ვისმებ თვალის კრემს კონსილერის წასმამდე.

4.

სასურველია პუდრა სახის კანის ტონალობის იყოს და არც მუქი და არც მითუმეტეს ღია. ის ტონალურს „ამაგრებს“, დიდხანს აჩერებს სახეზე და ასევე გლუვ ელფერს აძლევს სახეს.

ვიყენებ B  ფუნჯს, რომელიც დიდი და ფუმფულაა.

5.

ELF-ის მოატმისფერო რუმიანას მოყვება ბრონზერიც, რომელსაც ვისმევ ყვრიმალის ძვლის ქვემოთ კონტურის მიზნით. ასევე საფეთქლებზე, და ოდნავ შუბლის გვერდითა ნაწილებზეც.

6.

ბოლო ნაბიჯი  Hello Kitty- ს თეთრი ჰაილაითერია, რომელიც ხსნის და ანათებს სახეს. უმეტესწილად საღამოს მაკიაჟისთვის ვიყენებ. ისმევა წარბების ქვეშ თვალების გამოსაკვეთად, თვალის შიგნითა კუთხეებში,  თვალების ქვემოთ ძვლის ნაწილზე, ასევე წარბის ზემოთ შუბლის გვერდით ნაწილებზე და ცხვირზე ზემოდან.

თქვენი ზაფხულის მაკიაჟი როგორ გამოიყურება?