ორსულობა [ზოგადი რჩევები]

ამ პოსტში მინდა თავი მოვუყარო რამდენიმე საკითხს რაც ხშირად ისმება ორსულობის დროს- უსაფრთხოა თუ არა თმის შეღებვა- შეჭრა? ვარჯიში? ცხელი აბაზანები, საუნა? მასაჟი? მოგზაურობა? მივიღოთ თუ არა ვიტამინები?

მე უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია რაც მე ჩემი ექიმების საშუალებით მივიღე და მათი ვებგვერდიდან შევიტყვე.

გაფრთხილება: ყველა ორსულობა ინდივიდუალურია. თუ ორსულად ხარ, აუცილებლად გადაამოწე ესე თუ ის საკითხი შენს ექიმთან.

[ვარჯიში]AB82

თუ ექიმა რაიმე მიზეზით არ აკრძალა ვარჯიში, მაშინ კვირაში 3-5 ჯერ, 20-30 წუთი უნდა დაუთმოთ მსუბუქ ვარჯიშს. სიარული, ძუნძული, ცურვა – მშვენიერია! ჰანტელებით ვარჯიში არ უნდა იყოს პრობლემა, ოღონდ მცირე წონებით მხოლოდ. იოგა ორსულებისთვის ასევე ძალიან კარგი არჩევანია. ვარჯიში ეგრევე უნდა შეწყვიტო თუ ჰაერის უკმარისობას განიცდი ან სისხლდენა გაქვს, ან საშვილოსნოს შეკუმშვებს გრძნობ.

[მოგზაურობა]

უსაფრთხოა, მაგრამ პირველ და ბოლო თვეებში ჯობია მოერიდოთ ან ექიმს მიმართოთ კონსულტაციისთვის.

[დანამატები]

ექიმები გვირჩევებ ფოლიუმის მჟავას, 0.4. მგ და კალციუმს 1200-1500 მგ დღეში

[წონის მატება]

ექიმების რჩევით საშუალოდ 15 კგ მატება უნდა ვივარაუდოთ ორსულობის დროს თუ საწყისი წონა ორსულობის დასაწყისში ნორმის ფარგლებშია. თუ რა მნიშნვნელობა აქვს დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებას როფორც მომავალი დედიკოსთვის ასევე ნაყოფისთვის ყველამ ვიცით.

[არომათერაპია]

ზოგი ზეთი შეიძლება იყოს მავნე ორსულობის დროს, ასე რომ ფრთხილად იყავი სანამ არომათერაპიის სესიას მოიწყობ სახლში თუ სპა ცენტრში. შემდეგი მცენარეების ზეთებს შეუძლია საშვილოსნოს შეკუმშვების გამოწვევას შეუწყოს ხელი- როზმარინი, ქონდარა, მაიორანი, ბაზილიკა, რეჰანი, კამა. პ.ს. მე ამ წყაროდან ვიცი რომ დიდი დოზით უცხო სუნელის, ოხრახუშის და კოჭას (ჯინჯერი) მიღებამ ასევე შეიძლება შეკუმშვები გამოიწვიოს

[ქიმიური პილინგები]

მოერიდეთ სახის სანის პროცედურებს რომელიც შეიცავს გლიკოლისა და სალიცინის მჟავას. ამან მგრძობიარე კანი შეიძლება ძალიან გააღიზიანოს და გამოიწვიოს ჰიპერპიგმენტაცია.

[ცხელი აბაზანები]

მიიღეთ თბილი, მაგრამ არა ცხელი აბაზანებები. ცხელი წყალი კანს გამოგიშრობთ. თან სხეულის ტემპერატურას გაზრდის, რაც არ არის კარგი ნაყოფისთვის.

bathtub

[საუნა]

ასევე არ არის რეკომენდირებული. ზოგადად არანაირი პროცედურა არ არის კარგი რაც თქვენი სხეულის ტემპერატურას გაზრდის ორსულობის დროს.

[სოლარიუმი]

არ არის რეკომენდირებული.

[ავტოზაგარი]

არაუშავს, რადგან ავტოზაგრის კრემი მხოლოდ კანის ზედა ფენაზე მოქმედებს. თუმცა ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

[მანიკური/პედიკური]

არ არის პრობლემა, თუ ოთახი კარგად ნიავდება რომ ნაკლებად ისუნთქოთ ქიმიკატები.

[თმის შეღებვა, ქიმიურად დახვევა/გასწორება]

მოერიდეთ, განსაკუთრებით პირველი სამი თვე. ბოლომდე არ არის დამტკიცებული თმის ქიმიური საშუალებების უვნებლობა. ასევე ორსულობაში თმა შეიძლება არც დაემორჩილოს ზოგ პროცედურებს.

[თმის შეჭრა]

რატომაც არა. არც ერთ ლიტერატურაში არ არის ნახსენები რომ რაიმე მიზეზის გამო არ შეიძლება.

[მასაჟი]

რატომაც არა, მაგრამ მხოლოდ გამოცდილ და ლიცენზირებულთან მიბრძანდით. პირველი სამი თვე არ არის რეკომენდირებული. ასევე უნდა მოვერიდოთ ტერფების, მუხლების, და საჩვენებ თითსა და ცერა თითს შორის მასაჟს. თურმე არის წერტილები სხეულის ამ ნაწილებზე რომელიც მასაჟმაც შეიძლება საშვილოსნოს შეკუმშვების გამოწვევას ხელი შეუწყოს.

[ალკოჰოლი]

არ არის რეკომენდირებული.

[მოწევა]

თუ მწეველი ხარ, ჯობია დაანებო თავი. პასიური მწეველობაც ძალიან საზიანოა ნაყოფისთვის.

[ყავა]

დღეში 1 ჭიქამდე არის დაშვებული.

[სამკურნალო მცენარეები]

მოერიდეთ. არ არის კარგად გამოკვლეული თუ რა ეფექტი აქვს ნაყოფზე სამკურნალო მცენარეების გამოყენებას.

თქვენ რას დაამატებდით ამ სიას? გამიზიარეთ, ძალიან გამიხარდება.

Amag