Home… Sweet Home…
საინტერესოა თქვენი ოცნების სახლი როგორ გამოიყურება? ყველა განსხვავებულები ვართ, ყველას სხვა და სხვა რამ გვენდომება.
www.elledecor.com აქ ყველას შეუძლია რაღაცა ნახოს თავისთვის, რაღაც დეტალები ამოკრიფო და მოარგო შენ საცხოვრბელ ადგილს. ხანდახან ზუსტად დეტალები ჰქმნიან მთელ გარემოს. თუ საიტზე შეხვალთ, მარჯვნივ შეგიძლიათ Lookbook-ში მიუთითოთ სტილი და ოთახი და სურათებს დააათვალიერებთ. მე პირადად მოდერნი ძალიან მომწონს, მაგრამ
როცა სურათებს ვუყურებ, მეჩვენება რომ ასეთ დიზაინის ბინებს ყოველთვის დიდი ფანჯრები და მაღალი ჭერი აქვთ.
ამ ბინებს loft-ებს ეძახიან და უმეტესწილად ქარხნები ან საწყობებია გადაკეთებელი საცხოვრებელ კომპლექსად. საქართველოში რამდენი ასეთი გაჩერებელი ქარხანაა, ცუდი იდეა არ იქნებოდა საცხოვრებელ სახლებად მისი გადაკეთება. თუნდაც იმ ქარხნების რომლებიც თბილისთან ახლოს არის განლაგებულიJ მე პირადად დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.
თუ საკუთარი ბინა არ გაქვთ და მშობლებთან ხართ ან თუნდაც ცალკე ხართ და უბრალოდ გრძნობა გაქვთ რომ რაღაც არ მოგწონთ და რამე უნდა იღონოთ, და საამისო სახსრები არ გაგაჩნიათ, სცადეთ პატარა რამეთი მაინც გაახალისოთ თქვენი ადგილი. ბავშობიდან ვგიჟდებოდი შუშის ქილებზე. მარწყვის ჯემი (ძალიან საყვარელი, მრგვალი, საშუალო ზომის ქილები იყო) დამთავრდებოდა თუ არა ეგრევე გავრბოდი დედასთან იმის თხოვნით რომ ეს ქილა მე შემხვედროდა. დღემდე ჩემთან ყველა ამ ქილებს აგროვებს თუ საწებლებისთვის, თუ მურაბებისთვის მაგრამ მე კიდე სულ სხვა მიზნებისთვის მჭირდებოდა. 
ქილები მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ საწერ მაგიდაზე საკანცელარიო ნივთებისთვის, კარადაში ან აბაზანაში თმისამაგრებისთვის, ან კიდევ make up -ის ფუნჯებისთვის, ან თუნდაც სასანთლედ. ამითი ნივთები მიმობნეული არ გექნება აქეთ-იქით და არ დაკარგავ და თუ კარგი დიზაინის ქილებს ნახავ (სთხოვე დეიდებს, მამიდებს ან მეგობრებს თუნდაც) ნამდვილად შეძლებ რომ ცოტათი მაინც გაახალისო შენი ადგილი.
რა თქმა უნდ ეს გამოსავალი არ არის და მე არც დამისახავს მიზნად რომ ვინმეს ვასწავლო თუ რისი გაკეთება და შეცვლა შეიძლება ბინაში ( თუმცა ამაზეც დავფიქრდები და იქნებ რამე სასარგებლო მოგაწოდოთ) არამედ მთლიანად ეს პოსტი ემსახურება იმას რომ მე მინდოდა თქვენთვის ჩემი ფიქრების გაზიარება და თუ ამასობაში იმისკენ გიბიძგეთ რომ თუ ქილებს არა და რამე სხვას მოიფიქრებთ, ესეიგი აზრი ჰქონდა ამის წერას. პლუს თუ თქვენ იდეებსაც მომაწოდებთ ორმაგად მოგებული დავრჩები:)


მშვიდი კერა, რა კარგიია… არაუშვს აუცილებლად იპოვით ისეთ სახლს რომელიც მოგწეწონებათ. მე პირადად წყანარი ადგილები მირჩვნია
cynari adgilebi kalakshi tu qalaq garet?:)
ქალაქში მირჩევნია, მეც წყნარ ადგილას ვცხოვრობ, არ მაწუხებენ.
არ მიყვას ცენტრალური ქუჩები საცხოვრებლად, მანქანების ხამურია ხოლმე
ვაუ, რა კარგია რომ იქ ცხოვრობ სადაც გინდა რომ ცხოვრობდე. გუშინ ჩვენ ძალიან კარგი სახლი ვნახეთ, მართალია ქალაქიდან შორს არის შედარებით, 1 საათი უნდა ვაშინგტონამდე, მაგრამ წყნარი ადგილია, პატარა ტბა არის იქვე და გუშინ სახლს რონ ვნახულობდით სახლის წინ იხვების გუნდი დასეირნობდა:))))) უნდა გადამეღო რა სურათი. ეჰ