დაიკელი წონაში წვალების და დიეტის გარეშე

 
 
 
დაემშვიდობე დიეტებს. არსებობს ბევრად იოლი ხერხები რომ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები და აღარ მოიმატო. შეიტანე რამდენიმე მარტივი ცვლილება შენს ცხოვრებაში და შეიძლება მეტი არც იყოს საჭირო რომ ერთი ზომით ნაკლები ტანსაცმელი დაგჭირდეს.
 
 2 წელია რაც შევეშვი დიეტებს და იმაზე მეტი დავიკელი რაც კი როდესმე შევძელი აქამდე რომ დამეკლო. 72 კილოგრამიდან 58-ზე ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ჩემი ნორმა დავიბრუნე. ყველას გაგვიკეთებია სხვადასხვა დიეტები. იცნობთ ვინმეს ვინც შემდგომ კალორიებით და დიეტებით შეპყრობილი არ ყოფილიყო?

ჩემს აზრით დიეტები არ მუშაობენ. რა თქმა უნდა იკლებ წონაში, მაგრამ ეს გრძელდება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდი და ამ წონას დიდი ხნით ვერ ინარჩუნებ.  ასევე უნდა ავღნიშნო რომ დაკლება ხდება არა ცხიმის არამედ წყლის დაკარგვის შედეგად. არადა ჩვენი მიზანია მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმები. დიეტის დროს საშინლად გშია, გაღიზიანებული ხარ, უენერგიოდ გრძობ თავს, ვეღარაფერზე ფიქრობ საჭმლის გარდა და გინდა ყველაფერი რაც აკრძალული გაქვს, ან კიდევ შენი კვება არ შედგება ნახშირწლების, ცილა და ცხიმების სწორი კომბინაციისგან და ეს იწვევს იმას რომ სხეული განიცდის დისკომფორტს, რომ აღარ ვთქვათ თავის ტკივილებზე რომელიც მოაქვს არასწორ კვებას.

მინდა შემოგთავაზოთ სწორი კვების ათი ოქროს წესი, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში ზედმეტი წვალების გარეშე:

1. არ გამოტოვო საუზმე

რამდენი ადამიანი ვიცი ვინც არ საუზმობს. სვამენ მხოლოდ ყავას და კიდე უარეს შემთხვევაში ეწევიან სიგარეტს. საუზმის გამოტოვება არ დაგეხმარება რომ დაზოგო კალორიები და დაიკლო წონაში. პირიქით, უფრო სავარაუდოა რომ მთელი დღის განმავლობაში უკეთესად იკვებო და სწორი არჩევანი გააკეთო ლანჩის დროს, ვიდრე დილიდად გამგელებული მშიერი რომ იქნები. ასევე დილას საუზმე ეგრევე რთავს ნივთიერებათა ცვლას და სხეული წვავს მთელი დღის განმავლობაში კალორიების. ასევე დილას უფრო უკეთესად ითვისება და მუშავდება ნახშირწლები.

2. მიირთვი ბოჭკოვანი ნივთიერებები

აღიარებულია რომ კვება რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვან ნივთიერებებს არის საუკეთესო გზა რომ დაიკლო წონაში. ბოჭკოვნები ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებენ მას და ხდება ასევე კალორიების ეფექტური წვა მთელი დღის განმავლობაში. მიირთვი ბურღულეული, მაგალითად ე.წ. გერკულესი, უამრავი სახეობის მიუსლი იყიდება დღესდღეობით მაღაზიებში, თუ შეძლებ გადადი თეთრი ფრინჯი და მარაკონიდან ყავისფერზე და რა თქმა უნდა მიირთვი ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული.

3. ჭამე ცოთა და ხშირად

მოდაშია განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის მთელი დღე არაფერი არ მიირთვან და შედგომ საღამოს გემრიელად დიდი ულუფა დააგემოვნონ. რატომ არ უნდა მოვიქცეთ ასე ძალიან მარტივია. სისხლში შაქრის დონე სტაბილურია როცა ხშირად და ცოტ ცოტას მივირთმევთ. შესაბამისად არ გვშივდება ძალიან და თავსაც უკეთესად ვაკონტროლებთ რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს.  ისევ და ისევ მთელი დღე ნივთიერეაბათა ცვლა ჩართულია პროცესში და უკვე ვიცით რატომ არს ეს კარგი ჩვენთვის. შეეცადე გადაანაწილო შენი კვება 5-6 ულუფაზე. ამაში არაფერი სიახლე არ არის, ალბათ არა ერთხელ წაგიკითხავთ რომ სასარგებლოა საკვების რამდენიმე ნაწილად გაყოფა ან კიდევ შუალედებში იოგურტით,ხილით, თხილეულით წახემსება.

4. ულუფებს მიაქციე ყურადღება

უხეშად რომ ვთქვათ ნახშირწლების (მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი, ა.შ) ულუფა უნდა ეტეოდეს შენს ხელისგულში. იგივე მოიაზრება ცილაზე (თევზი, ხორცი, ყველი, ა.შ), ხოლო რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს შეზღუდვა არ არის.

5. შეამცირე ალკოჰოლი

ალკოჰოლი ეს ის კალორიებია, რომელსაც ორგანიზმი ვერ ინახავს. ასე რომ ორგანიზმი პირველად ამ კალორიებს იყენებს და შემდეგ დანარჩენს. ხოლო რაც აღემატებოდა შენს სხეულის მოთხოვნებს ინახავს ცხიმის სახით. ალკოჰოლი ამცირებს შენს ნებისყოფის უნარს და ასევე ძალიან აშიებს.

6. ჭამე ნელა

თუ საკვებს სანსლავ ელვის სისწაფით, ნუ გაგიკვირდება რომ საბოლოოდ ძალიან ბევრს მიირთმევ. ხომ ყველამ ვიცით რომ ტვინისთვის სიგნალის გადაცემას 20 წუთი სჯირდება, რომ მივხდეთ სხეული უკვე დაკმაყოფილდა საკვებით. ასე რომ მიირთვი საკვები აუჩქარებლად, დინჯად, მშვიდად. ნელა დაღეჭე საკვები და ისიამოვნე.

7.მშიერი სუპერმარკეტში არ შეხვიდე

რამდენჯერ შევსულვარ მშიერი და რა აღარ მიყიდა არა სასარგებლო პროდუქტებიდან. ასე რომ შევდივარ წინასწარ გამზადებული სიით და ვცდილობ სიას არ გადაუხვიო.

8. გამოიყენე პატარა თეფშები

პატარა თეფშები იმით არის კარგი რომ მეორე თეფშს რომ დაამთავრებ მოგეჩვენება რომ ბევრი ჭამე და გაჩერდები.

9. საღამოს ნახშირწლები არ არის კარგი

საღამოს ორგანიზმს ნახშირწლები აღარ სჭირდება, რადგან ის მას იმ რაოდენობით ვეღარ გამოიყენებს და შესაბამისად ორგანიზმი შეინახავს მათ ცხიმის სახით. საღამოს ჯობია მიირთვა ცილა,მაგალითად თევზი, და ბოსტნეული.

10. მიირთვი ხილი ან სალათა საკვების წინ

ხილი ბოჯკოვანია და ცოთათი დაგანაყრებთ და დაგეხმარებათ რომ შემდგომ ნაკლები მიირთვათ. ასევე სალათაც საკვების წინ ძლიერ შიმშილს მოგიკლავთ და შეძლებთ გააკონტროლოთ ძირითადი საკვების ულუფა.

თუ რამეს დაამატებთ ან კარგ ხერხს გამიზიარებთ, ძალიან გამიხარდება.