წიგნის კლუბი
როგორც იქნა და წიგნის კლუბში გავწევრიანდი. მართალია არავის ვიცნობ წევრებიდან, მაგრამ პირველ შეკრებაზე
ყველას გავიცნობ და წაკითხულ წიგნსაც გავარჩევთ. შევიკრიბებით თვეში ერთხელ, ბოლო პარასკევს. ვკითხულობთ BBC-ის The Big Read Top 100-ს. პირველი წიგნი ავირჩიეთ ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” (To Kill a Mockingbird). შემდეგ წიგნს ერთობლივად ხმათა უმრავლესობით შეკრებაზე გადავწყვიტავთ. ძალაინ გახარებული ვარ. არასოდეს ყოფილა ისე, რომ ვინმესთან ერთად ერთდროულად წამეკითხა წიგნი. უმეტესად შენთვითონ არჩევ წიგნს, მეგობრები სხვა რამეს კითხულობენ, ან ვიღაც წაიკითხავს და გირჩევს აუცილებლად შენც გადაიკითხეო. საბოოლოდ ისე გამოდის, რომ კი ვარჩევთ წაკითხულ წიგნებს, მაგრამ ერთდროულად არასდროს უზივართ ერთ წიგნს. გაუმარჯოს წიგნის კლუბს!!!! ცალკეც, კი ბატონო იკითხე რაც გინდა, მაგრამ მე პირადად ამდენი ხნის მერე როგორც იქნა მოვხვდი წიგნის კლუბში და თან საინტერესო წიგნებსაც წავიკითხავთ, თან ერთდროულად, თან შევიკრიბებით და გავარჩევთ, ახალ ხალხსაც გავიცნობ და აშ.
მართალია უკვე გვიანია მაგრამ თავის დროზე შემეძლო ინტერნეტში მომეძებნა თბილისში არსებული წიგნის კლუბები. ამაზე უბრალოდ არ მიფიქრია. სამაგიეროდ chaotic reality-ს შარშან ძალიან კარგი იდეა დაებადა და განახორციელა კიდევაც. ეს არის ონლაინ წიგნის კლუბი. კლუბის წევრიდან ერთ ერთი ირჩევს წიგნს და ყველა ერთი თვის განმავლობაში კითხულობს. ვინც აირჩია წიგნი, ანუ “მასპინძელი”, წიგნის წაკითხვის შემდეგ წერს პოსტს და დანარჩენები აქტიურობენ კომენტარების სახით.
ასევე წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას აქვს თავისი წიგნის კლუბი. კლუბის ბლოგი აშკარად ტყუილად აქვთ მითითებული გვერდზე, ასე რომ ვისაც დაგაინტერესებთ აუცილებლად მოინახულეთ მათი facebook -გვერდი დამატებითი ინფორმაციისთვის. ოღონდ ჯერ მეგობრად უნდა დაამატოთ.
facebook- ზე არის შექმნილი ჯგუფი “წიგნთა მოყვარული კლუბი”. კლუბში გაწევრიანებისთვის აუცილებელია მათ პირობებს აკმაყოფილებდე.
თუ არადა ხომ შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად, ან თუნდაც უცნობებთან ერთად დაარსოთ თქენი საკუთარი წრე? რატომაც არა?
Reading is sexy!
ano, nu moklav jafaras to kill a mockingbird ranairad aris axla 🙂
ise chvenc xo vkitxulobdit xolme, yovelgvari creebis gareshe, kitxvas cre rad unda
ხშირად სათაურები სიტყვა სიტყვით არ ითარგმნება. მე ინგლისურად ვკითხულობ და ქართულ სათაურს რომ ვეძებდი “ნუ მოკლავ ჯაფარას” გადავეყარე. რუსულად ზუსტად იცი რომ Убить пересмешника არის. თუ ვცდები და იცი ქართული სწორი დასახელება, მომწერე და ჩავასწორებ.
სწორი ხარ, არანაირი წრე არ არის საჭირო საკითხავად.
მაგრამ მე ვთვლი რომ წაკითხულ წიგნზე თუ იმსჯელებ, სხვის აზრის გაიგებ, გაარჩევთ, და ამას ესეთი წრე უწყობს ხელს, მხოლოდ კიდევ უფრო საინტერესოა. 🙂
awww…
მადლობა გალინკვისთვის
🙂
იმედია, საინტერესო პროექტი იქნება 🙂
awww…
მადლობა გალინკვისთვის
🙂
იმედია, საინტერესო პროექტი იქნება 🙂
p.s. ზედა კომენტარს ჯერ კიდევ ძველი ბლოგის URL ახლავს 😀
ძალიან გამიხარდა რომ ესეთი რამ წამოიწყე. აგრძელებთ?
მეც მინდა წიგნის კლუბი-კითხვა რომ მიყვარს ერთია, მაგრამ წაკითხულზე მსჯელობა და აზრების გაცვლა-გამოცვლაც ძალიან მიყვარს.
გეთანხმები, შეიძლება სხვა ადამაინის ხედვა სულ ახალი იყოს შენთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლაში შეიძლება რამე დეტალი აღმოაჩინო. კარგია კლუბი მართლა:)