საჩუქარი და პროდუქტების ვარგისიანობა

წელს დაბადების დღეზე ფანტასტიური საჩუქრები მივიღე. ყველაზე მეტად გამოვარჩევ ერთ საჩუქარს, რომელიც დილას სახლსი კარების წინ ამაზონის სქელ ყუთში შეფუთული დამხვდა. ძალიან გამიკვირდა, არაფერი შემიკვეთავს და არაფერს ველოდებოდი. ერთარდერთი რაც გავიფიქრე ალბათ ამაზონი, როგორც ერთგულ წევრს, დაბადების დღეს მილოცავს-თქო. ყუთი რომ გავხსენი არ მჯეროდა, რომ ბობი ბრაუნის მაკიაჟის გზამკვლევი აღმოვაჩინე! მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა წინ. ამანათს დართული ჰქონდა პატარა ფურცელი, რომელსაც თავიდან ყურადღება არ მივაქციე. წერილი, რომელშიც ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი თბილისიდან ვაშინგტონში დაბადების დღეს მილოცავდა. ძალიან ძალიან დიდი დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ასეთი საჩუქრისთვის და ჩემი ასეთი გახარებისთვის. მითუმეტეს ეს წიგნი არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ჩემი მკითხველებისთვისაც (გავთამამდი) საინტერესოა.

ბობი ბრაუნი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ამერიკელი ვიზაჟისტია და ის  Bobbi Brown Cosmetics-ის გენერალური დირექტორი გახლავთ. მის ამ წიგნში ნახავთ ყველაფერს კანის მოვლის, ფუნჯების, სხვადასხვა ტიპის მაკიაჟის, რჩევების, ვიზაჟისტის კარიერის და კიდე ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამის შესახებ. ეს მასალასა ფანტასტიურია დამწყები ვიზაჟისტებისთვის და ყველასთვის ვისაც უნდა რომ ფლობდეს მაკიაჟის ანა-ბანას/საწყისებს.

მინდა ყველაზე ელემენტარული წესის – პრუდქტების ვარგისიანობის შესახებ მოვიყვანო მაგალითი, რომელსაც არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი (სანამ ეს წიგნი არ ჩამივარდებოდა ხელში). თვალის ჩრდილები, რომელიც 2008 წელს გერმანიაში მაჩუქეს აქამდე მომყვა და ბოლო პერიოდი ხშირად ვიყენებდი. შევამჩნიე რომ თვალების გარშემო ნაწილი გამომიშრა და გამიღიზიანდა. თვალის ქუთუთოები მექავებოდა კიდევაც. დრო დადგა რომ მომეცილებინა თავიდან დაძველებული პროდუქტი. თქვენც ჩემსსავით ნუ დაელოდებით ბოლო წამს და ნუ გაირთულებთ საქმეს. ყველაფერი ბევრად იოლია. თუ მითითებული არ არის გამოყენების ბოლო თარიღი, მაშინ ისარგებლეთ შემდეგი ცხრილით:

თვალებისთვის სპეციალური მკვებავი კრემი შევიძინე და ასევე ახალი ჩრდილებიც.:)