ყოველკვირეული სახის სკრაბი

იშვიათად რომ თავის მოვლის რომელიმე პროცედურა ეგრევე შედეგს გვაძლევდეს როგორც სახის სკრაბი. კანის აქერცვლისას ვიცილებთ სახეზე მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობთ სახის კანის ბუნებრივ განახლების პროცესს. შედეგად გვაქვს ბევრად ნათელი, ერთი ფერის, გაწკრიალებული, ნაზი სახის კანი. თუ ამ მარტივ პროცედურას ყოველ კვირა ჩაიტარებთ, მკვებავ კრემსაც უკეთესი შედეგი ექნება, რადგან მას თქვენი კანი უკეთესად აითვისებს. საუკეთესო დროა – საღამოობით, რადგან დილაობით სახის კანი შეიძლება ნაკლებად დამყოლი იყოს.

არ არის აუცილებელი შეიძინოთ სპეციალური სკრაბი-კრემი, მშვენიერია ჭადის ფქვილი. ის რბილად, მაგრამ ეფექტურად მოგაცილებთ მკვდარ უჯრედებს და სახის კანს ბევრად დაარბილებს. მოერიდეთ თვალების გარშემო მიდამოებს. ცხვირზე, ნიკაპზე და შუბლზე მოახდინეთ კონცენტრაცია. არ დაგავიწყდეთ შემდეგ დატენიანება.

აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის რძე (დატენიანება და დარბილებისთვის), დაჭყლეტილი ანანასი (მკვდარი უჯრედების მოცილებისთვის), მაწონი (კანის მჟავიანობის ბალანსისთვის), და ორი სუფრის კოვზი თაფლი, რომელსაც ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ეს ნიღაბი წაისვით სუფთა სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. სავარაუდოდ კრემი აღარ დაგჭირდებათ, რადგან ქოქოსის რძე საკმაო რაოდენობის ცხიმს შეიცავს.

ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ნებისმიერი აქერცვლა მჟავით კანის ზედა ფენას უკეთ და ეფექტურად დაამუშავებს, ვიდრე მარცვლოვანი (ბურთუკებიანი) სკრაბი. ამ პროცედურისთვის მიმართეთ პროფესიონალ კოსმეტოლოგს. თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ Beauty blog– ავტორის პირადი გამოცდილება სახის გაწმენდასა და გლიკოლის მჟავის პილინგის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ცდა ნამდვილად ღირს. მანამდე კი დროს ნუ დაკარგავთ, მოუარეთ სახის კანს სახლის პირობებში.