Easy like sunday morning

მიყვარს კვირა დღე, როცა არ არის დატვირთული, არავინ არ მაწუხებს და ჩემს საქმეებში ვარ ჩაფლული. ბოლო ორმა შაბათ-კვირამ შედარებით წყნარად ჩაიარა. კვირა დღე კი სპა-დღედ მქონდა გამოცხადებული. დილას გემრიელი აბაზანა მივიღე, ჯაგრისი გამოვიყენე, სკრაბიც არ დამეზარა, შემდეგ სხეულის დატენიანებაზეც ვიზრუნე. ამ ბოლო დროის მეგობრის რჩევით Nivea-ს კანის გამამკვრივებელ ლოსიონს ვხმარობ, ასევე Bio ზეთს, რომელიც სტრიების საწინააღმდეგოდ და პრევენციისთვის კარგ საშუალებად არის მიჩნეული. სახის სკრაბისა და ნიღბის გარეშე როგორ შეიძლება. კვირაში ერთხელ ჩემი ცხიმიანი/კომბინირებული კანისთვის ასეთი პროცედურეა არის აუცილებელი. ამჯერად გლიკოლის მჟავის შემცველი ნიღაბი გამოვიყენე. ძალიან მომეწონა. 1-2 კვირაში გავიმეორებ. შედეგს დავაკვირდები.

მანიკური, პედიკურიც მივაყოლე. ჩემს საყვარელ ლაქის ფერებიდან ძლივს გადავწყვიტე რომელი ამერჩია და საბოლოოდ არჩევანი მუქ ბორდოსფერზე გავაკეთე, რომელიც ისეთი მუქია რომ ყავისფერში გადადის. სულაც არ არის საზაფხულო ფერი, მაგრამ ვაშინგტონში წელს ცივი ზაფხულია. ბოლოს კი სულ აირია ამინდი, წვიმს და ცივა. ყავისფერი ლაქი უხდება მემგონი ასეთ ამინდს.

მთელი დღე სხვა საქმეების მოწესრიგებაში გავიდა, ძირითადად მეუღლეს ვეხმარებოდი ფოტო-ვიდეო და მისი კლიენტების სიის მოწესრიგებაში.

შემდეგ ჩემს ბლოკნოტებს, სიებს, გაზეთიდან ამოჭრილი მასალის ორგანიზებას შევუდექი. ასევე მონიშნული, მაგრამ წაუკითხავ პოსტებსაც გადავხედე. ვახშამიც მოვამზადე- ცოტა ბრინჯი, ცოტა ღორის ხორცი და ბევრი ბოსტეული. საღამოსკენ კი აივანზე წამოვსკუპდი წიგნით ხელში – ჯორჯ ორველის 1984 საინტერესოზე საინტერესოა. ცალკე პოსტში წელს წაკითხული და წასაკითხ  წიგნების მოკლე დახასიათებასაც წარმოგიდგენთ.

ეს სურათები კი აივანზეა გადაღებული. მოაჯირზე სიმწვანე ჩვენს პატარა აივანზე მოწყობილი ბოსტანი გახლავთ, სადაც კიტრი, პამიდორი, ჯუჯა მზესუმზირა, რეჰანი, ქინძი, ბაზილი, ტარხუნა და 2 სახის პიტნა მოგვყავს.

Anna balcony-6821

Anna balcony-6822

Anna balcony-6826