ცელულიტი. როგორ ვებრძოლოთ მას?
თუ თქვენ იმ ბედნიერთა შორის ხართ, ვისაც ამ პოსტის წაკითხვა არ სჭირდება, გულახდილად გეუბნებით, რომ თქვენი მშურს, ხოლო თუ ჩემსავით არ გაგიმართლათ, მაშინ გირჩევთ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხოთ.
ცელულიტმა არ იცის ასაკი (რა თქმა უნდა თოთო ბავშვებზე არ მაქვს საუბარი), არ იცის გამხდარი და მსუქანი, მაინცდამაინც ქალებს გადაგვეკიდა და ქალების 85% არ ინდობს.
საუკეთესო და იდეალური იქნებოდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით საერთოდ აგვერიდებინა ამისთვის თავი, მაგრამ შენ თუ ამ პოსტს აქამდე კითხულობ, სულაც არ ნიშნავს რომ საქმე ცუდად არის და უკვე გვიანია.
ცელულიტის მოცილება სამწუხაროდ არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ძალისხმება, მონდომება და ისევ და ისევ ჯანსაღი ცხოვრების წელი სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.
რა არის ცელულიტი?
ეს არის ბორცვებიანი, ორმოებიანი კანი რომელიც ჩნდება დუნდულებზე, თეძოებზე, მუცელზე და ასევე მკლავებზეც.
რა არის ამის მიზეზი?
- სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი. ასეთ დროს სისხლის მიმოქცევა და ლიმფური სისტემები შენელებულია. ეს ნიშნავს რომ უჯრედებს საკმაო რაოდენობის სისხლი და ჟანგბადი არ მიეწოდება, ამის გამო ორგანიზმი სითხეს აკავებს და ეს ბორცვებს/ორმოებს უფრო აუარესებს.
- სიგარეტის მოწევას, ბევრ ალკოჰოლს, ცუდი კვებას საბოლოოდ კანის ელასტიურობის დაკარგვამდე მივყავართ.
რითი შეიძლება ვებრძოლოთ ცელულიტს?
მეტი ივარჯიშე
კვირაში 3-5 ჯერ მინიმუმ 20-30 წუთიანი კარდიო ვარჯიში დაგეხმარებათ მოიცილოთ ცხიმი, რომელიც იწვევს ცელულიტს. კარგია სირბილი, ველოსიპედი, ცეკვა, კიკბოქსინგი, ან თუნდაც რომელიმე ფიტნეს ვიდეო, მაგალითად Pump it up, Zumba, Tracey Anderson Metamorphosis.
ასევე მიაქციეთ ყურადღება რომ ძალოვანი ვარჯიშებიც ჩართოთ. რადგან ცელულიტის შემსუბუქება შეიძლება 6 კვირაში თუ რეგულარულად გააკეთებთ ვარჯიშებს რომელიც სხეულის ქვედა ნაწილზეა გათვლილი.
მიიღე ჯანსაღი საკვები
- შეამცირეთ მარილი, შაქარი და ცხიმიანი საკვები
- მიირთვით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით რომლებიც შეიცავენ კალიუმს (ბროკოლი, სტაფილო),
- მიირთვით თევზი. ომეგა-3 რომელსაც მაგალითად ორაგული უხვი რაოდენობით შეიცავს ძალიან კარგია კანისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.
- დალიეთ წყალი
- აკონტროლეთ ყავა და ალკოჰოლის რაოდენობა
სხეულის ჯაგრისი
დღესდღეობით უამრავი პროცედურები, მასაჟები არსებობს რომელიც დაგეხმარებათ ცელულიტის შემცირებაში. ზოგადად სწორი კვებისა და ვარჯიშის გარეშე სასწაულებს არ უნდა ელოდოთ ასეთი პროცედურებისგან, მაგრამ დამტკიცებულია რომ ვაკუუმ მასაჟებს შედეგი ნამდვილად აქვს. ეს არის მასაჟი ხელსაწყოთი, რომელიც დაგორავს აქეთ იქით ცელულიტზე და შლის ცხიმის უჯრედებს და ამაგრებს კანს. მინიმუმ 10 მასაჟი არის რეკომენდირებული და ესეც საკმაო თანხა დაგიჯდებათ. ამის შემცვლელი ვარიანტია მასაჟი კოტოშებით, მაგრამ არც ამით გამოხვალთ იაფად.
ნამდვილად ხელმისაწვდომი ვარიანტია სხეულის ჯაგრისით „დავარცხნა“, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულოთ. ეს მარტივი და სულ რაღაც 2 წუთიანი პროცედურა
- ხელს უწყობს ლიმფას და სისხლის მიმოქეცევას
- ჯაგრისი აცილებს მკვდარ ნაწილებს და კანს რბილს ტოვებს
- ტანის ლოსიონები, ზეთები უკეთესად აითვისება.
- ზოგადად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
დაიწყეთ სხეულის დავარცხნა ქვედა კიდურებიდან, ყოველთვის ქვევიდან ზევით გულის მიმართულებით და გრძელი ნაზი მოძრაობებით. საუკეთესოა დილას ან/და საღამოს შხაპის მიღებამდე.
დატენიანება
ცელულიტი უარესად ჩანს მშრალ ან დეჰიდრირებულ კანზე, ასე რომ ტანის კრემი ხელს უწყობს შეამციროს მისი ხილვადობა. ჩვეულებრივ კრემებთან ერთად გამოიყენეთ ანტი-ცელულიტური კრემებიც. კანის დატენიანება და მისი გამკვრივებაში დაგეხმარებათ. ჩემი არჩევანი- L’Oreal – Nutrilift. არც სქელი ტექსტურა, არც წებოვანი, სასიამოვნი სურნელით და სხეულს ნამდვილად ამკვრივებს.
რა თქმა უნდა მხოლოდ კრემები სასწაულს ვერ მოახდენენ, კომპლექსური მიდგომა, მონდომება და დროა საჭირო. წარმატებები
ძალიან საინტერესო პოსტია ძალიან აქტუალურ თემაზე 🙂
ano mainteresebs t misdev am instrukciebs da tu gakvs shedegi?? madloba winaswar:*
სალო გამარჯობა! მადლობთ კომენტარისთვის!
ვცდილობ ყველანაირად რომ შევასრულო რაც შეიძლება მეტი ზედა ჩამონათვალიდან, კერძოდ აგვისტო-სექტემბრი-ოქტომბერი სწორ საკვებს ვიღებდი და კვირაში 4 ჯერ ვარჯიშობდი. ჯაგრისს ბანაობის წინ ვიყენებ, თუმცა ნამდვილად არა ყოველდღე, რადგან მავიწყდება, ან მეჩქარება, ხანდახან რა თქმა უნდა მეზარება კიდევაც. არადა არ უნდა ვზარმაცობდე არანაირად. ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული დიდი სტუმრიანობა მქონდა და ვარჯიშს მოუკელი, საკვებიც ნორმაზე მეტს ვიღებ და შედეგიც ჩემს შემთხვევაში იცვლება. აქამდე თუ საგრძნობლად შემიმცირა ბოლო სამ თვეში ცელულიტი, ამ 3 კვირაში ისებ უფრო ხილვადი გახდა. ცელულიტის, გამკვრივების კრემებს სულ არ ვიყენებ. ასევე ლორეალის გარდა, ნივეას და ვიში მომწონს და ეფექტი აქვს, ოღონდ ნამდვიალდ დროებითია და ისიც ოდნავი. სავოლო ჯამში ჩემი დასკვნებით ყველაზე მთავარი ვარჯში და სწორი კვებაა! წარმატებები სალო!<3
madloba vrceli pasuxistvis:* mec ase vfiqorb, mtavaria varjishi da kveba, tumca samsaxuridan da drosi ukonlobidan gamomdinare orive matganis mudam kargad shesruleba rtulia samwuxarod:(( magram mondomena mtavaria:))
რა ვარჯიშებზე დადიხარ? მართალი ხარ, მონდომება მთავარია, ხან კარგად, ხან ცუდად შეასრულებ, მაგრამ თუ დიდ პაუზებს არ გააკეთებ ვარჯიშებს შორის, და შეეცდები მეტ-ნაკლებად “კარგი” საკვები მიიღო, შედეგი ნამდვილად იქნება!
ano,striebis profilaqtikistvis ra sheidzleba gvirchio,samcuxarod aqtiuri varjishis dros chndeba xolme
ნინო,
აუცილებლად დავუთმობ ამ თემას მთლიან პოსტს. საჭირბოროტო თემაა! რაც შეეხება ვარჯიშის დროს გაჩენას- ნინო აქ ზუსტად რას გულუსხმობ? ზოგადად ვარჯიში პირიქით, უწყობს ხელს კანს იყოს მკვრივი და ელასტიური. შენ რა სახის ვარჯიშებს აკეთებ?
madlobt. dziritadad simdzimeebit vvarjishob,(trenajorebi) conas vzrdi tandatanobit da vfiqrob kani iceleba mainc
vfiqrob celulitis moshoreba shesadzlebelia,magram striebs rac sheexeba,azrze ar var ra sheidzleba gaaketo,didi madloba cinascar informaciistvis
როგორც მოვიძიე ინფორმაცია, აღმოჩნდა რომ ვარდისფერ სტრიებს ( ანუ ახალ წარმოქმნილს) უფრო ეშველება ვიდრე უკვე დიდი ხნის წინ გაჩენილ სტრიებს. მე სტრიები არასდროს შემიმჩნევია საკუთარ თავზე მაგრამ ძალიან კარგო დაკვირვებით ფეხების შიდა ნაწილზე მაქვს ერთ ზოლად ჩაყოლებული. დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა სხვადასხვა პროდუქტების შესახევ ვარკვევ და აუცილებლად დავწერ ამის შესახებ პოსტს!
ცელულიტი პირველ რიგში არა მჯდომარე და ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგია, არამედ ქალური ჰორმონებისა და გენეტიკის 🙂 აქტიურ და სპორტით დაკავებულ ქალებსაც ხშირად აქვთ ცელულიტი, ამიტომ ვარჯიში და სწორი კვება სულაც არაა იმის გარანტია, რომ ცელულიტი არ გაჩნდება 🙂
Dreamer, მადლობთ კომენტარისთვის. სრულიად გეთანხმები რომ ცელულიტი გენეტიკის/ჰორმონების ამბავიც არის. რა თქმა უნდა აქტიურ და სპორტით დაკავებულ ქალებსაც აქვთ ცელულიტი, ძალიან გამხდრებსაც, აი ისეთებს რომ მიკვირს საერთოდ ცხიმის რაიმე ნასახი თუ გააჩნიათ.
ვარჯიში და სწორი კვება მართალია 100%-იანი გარანტია არ არის, მაგრამ ალბათ შენთვითონაც ხვდები რომ ეს ერთ ერთი საუკეთესო (არა ქირურგიული) საშუალებაა რომ იქნებ და აარიდო თავი ცელულიტს (ან მის მძიმე ფორმებს), ან უკვე წარმოქმნილს ცოტათი მაინც უშველო:))
dzalian epeqturia aseve ioga .ra tqma unda swor kvebastsn ertad
samtuxarod yogas ar vaketeb, tumza martla efeqturia. saertod varjishi, nebismieri saxis dzalian kargia! tan tu stori kvebac tan sdevs, mtlad uketesi. natia shen mxolod yogaze dadixar? kargi shedegebi gaqvs?
https://anosmagazine.com/2011/08/31/ცელულიტი/
es kremia tu zeti?da zustad ra danishnuleba aq?anticelulituria?ramden xanshi aq daaxloebit shedegi?..
Lika, madlobt gamoxmaurebistvis. es chveulebrivi tanis kremia, anticelulituri ar aris. ise 1-2 kvirashi nadmvilad amkvrivebs kans, sxvaoba igrznoba, magram ra tqma unda sastaulebs ar axdens. 🙂
dzalian saintereso informaciaa. amieridan tqveni ertguli mkitxveli var! 🙂 da orsulobis dros rogor avaridot tavi striebis gachenas? ( ramdenadac shesadzlebeli iqneba)
ნინი მოხარული ვარ, ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება სტრიებს დღეს დავსწერე პოსტი სტრიების შესახებ და შეგიძლია იხილო:)
rogor gadmovwerot videoebi?
Pump it up and Metamorphosis ონლაინ არის და შეგიძლია პირდაპირ ჩართო, ხოლო რაც შეეხება ზუმბას, ლინკები წაუშლიათ. ახალ ლინკებს ვიპოვი და დავამატებ! ან მეთვითონ ავტვირთავ და ლინკს მივუთითებ.
tu icit vakuumoterapia ra jdeba? aq versad ver gavige.. :X iqneb icodet
დეკო გამარჯობა. მე ერთი პერიოდ დავდიოდი აურა პლუსში, რომელიც მდებარეობს აბაშიძეზე.
ფასები საკმაოდ მაღალი აქვთ, ერთი ვაკუუმ მასაჟი 55 ლარი ღირს. აქვთ 10 მასაჟიანი პაკეთები, რაც საბოლოო ჯამში შედარებით იაფი გამოდის. შეგიძია დაუკავშირდე ან მათ ვებ გვერდზე გადახედო ინფორმაციას : http://auraplus.ge/fasebi_ge.php?lang=ge
ასევე დავდიოდი ერთ ქალთან, რომელიც თავისი სახლის პირობებში 25 ლარად აკეთებდა ვაკუუმ მასაჟს. თუ გაინტერესებს შევეცდები მოვიძიო მისი ინფორმაცია.
sad vnaxo statia striebis shesaxeb?
123 gamarjoba. es linki striebis postze gadagiyvans https://anosmagazine.com/2012/05/28/strechmarks/
გამარჯობა მაინტერესებს აურა პლიუსში სიარულის შედეგად რაიმე შესამჩნევად კარგი შედეგი გაქვთ? თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ფულის მახეა? ასევე თქვენი აზრით რამდენად გამართლებულია ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას რომ მივმართოთ? უსაფრთხოობის და შედეგის მიღების თვალსაზრისით? დიდი მადლობა წინასწარ.
გამარჯობა, მაინტერესებს თქვენ აურა პლიუსში სიარულის შედეგად რამდენად კმაყოფილი ხართ? ანუ თუ მიიღეთ შესამჩნევი შედეგი? და კიდევ რას ფიქრობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად ქირურგიული ჩარევის გზებზე? ანუ ლიპოსაქცია რამდენად უსაფრთხო და შედეგიანია, თქვენი აზრით? დიდი მადლობა წინასწარ
ნინუცა გამარჯობა. მადლობა გამოხმაურებისთის. აურა პლუსის რუსიკო და მისი გუნდი დიდი ხანია არიან ამ მასაჟის ამბებში ჩართული, სანამ აურა პლუსს გახსნიდნენ, ზუსტად 12 წლის წინ მივედი მასთან როდესაც გერმანიიდან ძალიან გასუქებული ჩამოვედი. დიეტით და კომბინირებული მასაჟით (ვაკუუმი, თაფლი, ჰიდრო) 10 კილო დავიკელი 2 თვეში. მასაჟებზე კვირაში სამჯერ დავდიოდი ამ პერიოდის მანძილზე. მაგრამ უნდა ავჭნიშნო რომ წონა ახალი მომატებული მქონდა და შესაბამისად დაკლებაც იოლია, ასაკითაც ჯერ სკოლის მოსწავლე ვიყავი და შესაბამისად მეტაბოლისზმიც უფრო სწრაფი მექნებოდა. ზოგადად 10 მასაჟიდან იწყება შედეგები, თუმცა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე, მიღებულ საკვებზე, დამატებით ფიზიკურ დატვირთვაზე, ცხოვრების სტილზე, ცელულიტის სირთულეზე, ა.შ. 10 მასაჟის პაკეტი ბოლოს როცა აურა პლუსში ჩავიტარე 2010 წელს 500+ ლარი ღირდა, რაც ძვირია ჩემის აზრით. ვთქვათ 20 მასაჟი რომ ჩაიტაროს ადამიანმა 1000+ ლარი გამოდის. ვისაც აქვს ამის საშუალება რატომაც არა.
თუმცა ვთვლი რომ მონდომებით და რეგულარული ვარჯიშით და სწორი კვებით ასევე კარგი შედეგები მიიღება. ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ გახდომის გარდა ასევე ჯანმთელობასაც იმაგრებს ადამიანი.
ქირურგიულ ჩარევაზე ვფქირობ როგორც უკანასკნელ გამოსავალზე. გააჩნია ადამიანის პრობლემას, რამდენად მწვავეა და რამდენად თითონ თვლის რომ ეს საჭიროა ან როცა იმის იქით გზა არ არის და ან ადამიანს სურს ამ გზით კონკრეტული შედეგების მიღება, მგ. მუხლთან ცხიმის მოშორება, ანუ არა ზოგადად დაკლება არამედ რომელიმე კონკრეტული ადგილის კორექცია. მე ვიცი ერთი ადამიანი ვისაც ლიპოსტრუქტურა აქვს გაკეთებული ბარძაყებზე. ყველაფერმა უსაფრთოთ ჩაიარა და შედეგიც კარგი აქვს. უკვე დიდი ხანია გავიდა ამის შემდგ მაგრამ როცა იმატებს ბარძაყებზე როგორც ადრე ცხიმი “გალიფე” სტილში აღარ უგროვდება.
თქვენ ზოგადად რაზე ფიქრობთ, რა მიზანი გაქვთ- გახდომა, ცელულიტის მოცილება, სხეულის ტონუსში მოყვანა? შეგიძლიათ იმეილზეც მომწეროთ anosmagazine@gmail.com
xalxuti kreebi gamoiyenet tu gindat dagiwert )))
ხალხური კრემები? საინტერესოა. რომელს გვირჩევდი?
xalxuri 😀 )))))
ეს ჯაგრისი თბილისში სად ვიყიდოთ, ბუნებრივი უნდა იყოს, როგორც ვიცი. 🙂
მე ვფიქრობ აფთიაქებში შეიძლება იყოს, ორიფლეიმისგანაც შეიძლება გამოწერა ან მაღაზია ქალთა ბედნიერებაშიც მოიპოვებოდეს. ბუნებრივი აჯობებს ნამდვილად.:)
Pingback: Easy like sunday morning | A Magazine
Pingback: ცელულიტი. როგორ ვებრძოლოთ მას? | backraund
34 wlis var varjishob velosipetze ziritadad celoliti dundulebze maqvs es varjishi gamomadgeba tu ara da rogor vivarjisho zan qtxovt maswavlet winaswar didi madloba
This article is very interesting but I see that you aren’t using the full monetizing
potential of your page. You can earn pretty good promoting products related
to health and beauty niche, don’t waste your traffic, just type in google:
Polym’s earning ideas
shakiki memarteba ukvee -_- mokled vvarjishobdi daa magis gamo kaani mechimeeba daa raa vushvelo ro celulits ar daaemgvaanos?
ვარჯიშის მერე კანი რატომ იჭიმება? ძალოვან ვარჯიშებს აკეთებთ? წესით ვარჯში პირიქით ცელულიტის გაქრობას უწყობს ხელს. 🙂