დღეს რა მეცვა?

ჩემი მეუღლე უკრაინელი გახლავთ და როცა H&M-ში თვალი მოვკარი ყვავილებიან თეთრ ზედას ეგრევე უკრაინული ხელით ამოქარგული  “вишиванка“-ს მომაგონდა. ტრადიციული სამოსისგან განსხავებით ეს ბლუზა ყოველდღიურად ჩაიცმევა. დაუფიქრებლად შევიძინე და მას მერე შეყვარებული ვარ ამაზე. რაც მთავარია მეუღლის კომპლიმენტებიც მოვიპოვე:)

თქვენი გარდერობიდან გაქვთ რამე ამოჩემებული?🙂

ბლუზა და შარვალი: H&M, ფეხსაცმელი: Zara, ჩანთა: Dolce & Gabbana, ბიჟუტერია: asos.com