რატომ არ შეიძლება დღე დავიწყოთ საუზმის გარეშე

კვების შესახებ პოსტში ვწერდი, რომ საუზმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჯანმთელობისთვის. არა მარტო იმიტომ, რომ მეტაბოლიზმი ეგრევა მოქმედებაში მოდის, არამედ კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ იმისდამიხედვით საუზმეზე რას მივირთმევთ დამოკიდებულია იქნება შემდგომ მთელი დღის განმავლოვაში რისი ჭამის ხასიათზე ვიქნებით.

თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ შიმშილს ლანჩის მოსვლამდე, სულ საჭმელზე ფიქრი და ლანჩის მოლოდი. მე- არა!
გემრიელი და ნოყიერი საუზმის შემდეგ მომდევნო კვების პორციაც უფრო ზომიერია, რაც გახდომა/ წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ცვალეთ ხოლმე კერძები და არ მოგვერზრდებათ ერთიდაიგივე.

იდეალურია როცა საუზმე შეიცავს ცილებსაც, ნახშირწყლებსაც და საკვებს, რომელიც მდიდარია კალციუმის შემადგენლობით.

აი რამდენიმე იდეა, რომ საუზმე თან გემრიელი იყოს, თან სასარგებლო:

  • მიუსლი ან „ხლოპიები“,  დააჭერით ზევიდან მარწყვი ან ნებისმიერი ხილი გემოვნებით და მოასხით უცხიმო რძე.
  • მაწონი ან სადა იოგურტი, გაურიეთ მოცვი და დააყოლეთ შავი გახუხული პური თაფლით ან ჯემით.
  • შემწვარი კვერცხი პამიდორთან და ბულგარული წიწაკასთან ერთად.
  • მაწონი ან სადა იოგურტი, მარწყვი და ბანანი ათქვეფილი ბლენდერში ცილის პუდრასთან და ყინულებთან ერთად. შოკოლადის გემოიანი ცილის პუდრა ძალიან უხდება.
  • კონსერვის ტუნა უცხიმო მაიონეზით, ოხრახუში და დაჩირებულუ „კლუკვით“ გადასმული შავ პურზე
  • კონსერვის ან შებოლილი ორაგული, ხახვი თხელ ფენა კარაქიან შავი პურთან ერთად.
  • მოხარშული კვერცხის, პამიდორის და ყველის სენდვიჩი.

გამონაკლისები ყოველთვის არსებობს. თუ მაწონის ხასიათზე არ ხართ, მოუწყვეთ საკუთარ თავს ხანდახან დღესასწაული და მიირთვით შოკოლადი, ნამცხვარი, მაფინი, კრუასანი.

უგემრიელესი კექსი ვაშინგტონის “Georgetown cupcake”- გან.

აჭარული ხაჭაპური საუზმეზე? რატომაც არა! გამოაცალეთ ცომი, გაუკეთეთ ნაკლები კარაქი და გვრჩება არც ისეთი კალორიული ბომბა.

ჩემი გაკეთებული აჭარული ხაჭაპური სოსისით.

აჭარულის მზადების პროცესი

და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი და უგემრიელესი ვარიანტი არის ყველაფერი ერთად, რასაც თურქული საუზმე ჰქვია. ეს არის დღესასწაული, ნეტარება და ცხოვრების სტილი.

სურათი აღებულია თურქი ბლოგერის საიტიდან.

თურქული საუზმე მოიცავს ყველს, სხვადასხვა სახის ძეხვეულს, თაფლს, ჯემებს, ზეთისხილს, პამიდორს, კვერცხს, ბორეკს (ღვეზელი), კარაქს, უგემრიელეს პურს… გამომრჩა ნეტა რამე?

რა თქმა უნდა თურქულ ყავასაც, რომელიდ საუზმის მერე ისმევა. თურქულად საუზმე არის kahvaltı, რაც ნიშნავს “ყავამდე”-ს ანუ “ყავის დალევამდე”-ს.
თუ თურქეთში ხართ და ყავის შეკვეთა გსურთ, მაშინ შემდეგი ფრაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ:
შექერლი ქაჰვე – თუ შაქრიანი, ტკბილი ყავა გსურთ
შექერსიზ – უშაქრო
ორთა შექერლი – საშუალოდ ტკბილი. Afiyet olsun!