ISTANBUL FASHION JEWELRY- AIDE PEKIN

ვაგრძელებ სტამბულის სამკაულების დიზაინერების სერიას. ამჯერად აიდა პეკინზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

მის პატარა და უსაყვალრესი ბუტიკი გალათას კოშკთან, კერძოდ კი სერდარ-ი-ეკრემის ქუჩაზე მდებარეობს. მანდ წააწყდებით უნიკალურ და ქალაქ სტამბულით შთაგონებულ ნივთებს, რომელიც უდაოდ ძალიან მოგეწონებათ და ფასებიც ძალიან მოგხიბლავთ.

მისი ნაკეთობები გამოირჩება სისადავით, მარტივი ფიგურებით. როგორც თვითონ აიდა ამბობს, ზოგი სამკაულის ფორმების შტაგონების წყარო ზუსტად რომ ქალის სხეული გახდათ. შეიძლება მაგიტომაცაა, რომ მისი სამკაული რომანტიული, ნაზი, ოცნებებით სავსე მეჩვენება.

მის კოლექციაში გადააწყდებით გალათას კოშკს, კიზკულეზს, თოლიებს, თევზებს, გემებს, კატებს, ტიტებს, რაც სტამბულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ვინც ამ ქალაქით არის მოხიბლული, და არა მარტო მათ, ეს ბროშები, ყელსაბამები, საყურეები ძალიან მოეწონება. ასევე სუვენირად, სამახსოვროდ ან საჩუქრადაც მშვენიერი იდეაა.