დიდი არჩევანი ამ სეზონზე Forever 21-ში

შემოდგომა მოვიდა უკვე. წელიწადის ამ დროს არანაირ ყურადღებას არ  ვაქცევდი ხოლმე, მაგრამ წელს რაღაცამ გაიღვიძა ჩემში, საშინლად მინდა წითელ-ყვითელ-სტაფილოსფერ ფერებში აჭრელებულ პარკში სეირნობა, კისერზე თბილი შარფი, საყვარელი ქუდი და გემრიელი ფეხსაცმელი.. შემდგომ ჩამოვჯდები სკამზე საინტერესო წიგნთან და ყავასთან ერთად….

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ ასე არ აცივებულა ვაშინგტონში, არც სიჭრელე მოჩანს ქალაქში, ამიტომ პარკში გასეირნებას Forever 21 მაღაზიის დალაშქვრა ვამჯობინე.

აღმოვაჩინე რომ ამჯერად ძალიან ლამაზი სამოსი აქვთ და ფასი და ხარისხის შეფარდება სრულიად სამართლიანია. ბლუზები, ქვედაბოლოები, პიჯაკები, კაბები. უამრავლი ლამაზი რამ…ზოლებით, კომპლებით, სხვადასხვა პრინტებით…სადა კაბები…

სურათები მხოლოდ ბოლოს გადავიღე, ისიც მობილურით.

1. ჯინსის საროჩკა 2. ზოლებიანი ზედა 3. ბურგუნდი ფერის კაბა 4. სადა შავი კაბა

წითელი ზედა სურათზე არ ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზია და როგორც ქვედაბოლოებს ასევე ჯინსებსაც უხდება.

This slideshow requires JavaScript.