Easy like sunday morning
მიყვარს კვირა დღე, როცა არ არის დატვირთული, არავინ არ მაწუხებს და ჩემს საქმეებში ვარ ჩაფლული. ბოლო ორმა შაბათ-კვირამ შედარებით წყნარად ჩაიარა. კვირა დღე კი სპა-დღედ მქონდა გამოცხადებული. დილას გემრიელი აბაზანა მივიღე, ჯაგრისი გამოვიყენე, სკრაბიც არ დამეზარა, შემდეგ სხეულის დატენიანებაზეც ვიზრუნე. ამ ბოლო დროის მეგობრის რჩევით Nivea-ს კანის გამამკვრივებელ ლოსიონს ვხმარობ, ასევე Bio ზეთს, რომელიც სტრიების საწინააღმდეგოდ და პრევენციისთვის კარგ საშუალებად არის მიჩნეული. სახის სკრაბისა და ნიღბის გარეშე როგორ შეიძლება. კვირაში ერთხელ ჩემი ცხიმიანი/კომბინირებული კანისთვის ასეთი პროცედურეა არის აუცილებელი. ამჯერად გლიკოლის მჟავის შემცველი ნიღაბი გამოვიყენე. ძალიან მომეწონა. 1-2 კვირაში გავიმეორებ. შედეგს დავაკვირდები.
მანიკური, პედიკურიც მივაყოლე. ჩემს საყვარელ ლაქის ფერებიდან ძლივს გადავწყვიტე რომელი ამერჩია და საბოლოოდ არჩევანი მუქ ბორდოსფერზე გავაკეთე, რომელიც ისეთი მუქია რომ ყავისფერში გადადის. სულაც არ არის საზაფხულო ფერი, მაგრამ ვაშინგტონში წელს ცივი ზაფხულია. ბოლოს კი სულ აირია ამინდი, წვიმს და ცივა. ყავისფერი ლაქი უხდება მემგონი ასეთ ამინდს.
მთელი დღე სხვა საქმეების მოწესრიგებაში გავიდა, ძირითადად მეუღლეს ვეხმარებოდი ფოტო-ვიდეო და მისი კლიენტების სიის მოწესრიგებაში.
შემდეგ ჩემს ბლოკნოტებს, სიებს, გაზეთიდან ამოჭრილი მასალის ორგანიზებას შევუდექი. ასევე მონიშნული, მაგრამ წაუკითხავ პოსტებსაც გადავხედე. ვახშამიც მოვამზადე- ცოტა ბრინჯი, ცოტა ღორის ხორცი და ბევრი ბოსტეული. საღამოსკენ კი აივანზე წამოვსკუპდი წიგნით ხელში – ჯორჯ ორველის 1984 საინტერესოზე საინტერესოა. ცალკე პოსტში წელს წაკითხული და წასაკითხ წიგნების მოკლე დახასიათებასაც წარმოგიდგენთ.
ეს სურათები კი აივანზეა გადაღებული. მოაჯირზე სიმწვანე ჩვენს პატარა აივანზე მოწყობილი ბოსტანი გახლავთ, სადაც კიტრი, პამიდორი, ჯუჯა მზესუმზირა, რეჰანი, ქინძი, ბაზილი, ტარხუნა და 2 სახის პიტნა მოგვყავს.



გემრიელი პოსტია. გინდა, რომ იკითხო, ყველაფერი წარმოიდგინო და შენც გააკეთო. ლაქის ფერზე გეთანხმები. გრილი ამინდისაა ეგ ფერი და მეც ვგიჟდები, ისე მომწონს.
რა ლამაზი ბაღი გქონია და რაც მთავარია, რა კარგად გამოიყურები! 🙂
ეს პოსტი ემსახურება იმას რომ ყველას მოვანდომოთ რომ ხანდახან სხვების მოთხოვნები და საჭიროებები უკანა პლანზე გადაწიონ და საკუთარი თავი დააყენონ წინ. ხანდახან გვეკუთვნის დღე ან საათები როცა მარტო საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუვლით. ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია და ცოტა თუ არ შეისვენე ადამიანმა, დიდი ხანი სარეცხი მანქანის ტრიალის რეჟიმში ვერ გაძლებ. 🙂 თან რა კარგი გრძნობები მოსდევს იმ ფაქტს, რომ საკუთარ თავს დრო დაუთმე, მოუარე, მოეფერე:)
ლაქის ფერის ამორჩევა ყოველთვის რთული პროცესია:) მინიმუმ 10 წუთი ყოყმანი მიდის მაგაზე. თან შენ როგორ გიყვარს ლაქი:) ეხლა რა ფერს ისმევ ? 🙂
ბაღი პატარაა ძალიან, რადგან პატარა აივანზე გვაქვს მოთავსებული, მაგრამ მე და მეუღლეს კი გვუოფნის. პრინციპში რეჰანი და პიტნა უკვე უკონტროლო მდგომარეობაშია იმხელაზე გაიზარდნენ :)))))
მადლობა კომპლიმენტისთვის ❤
loreal-is laqia exquisite scarlet nomeri 408
რა კარგი პოსტია და ფოტოებზე რა ლამაზი ხარ.
კვირაში ერთი დღე მეც მაქვს ხოლმე ჩემთვის გადადებული და ხუმრობით “უბორკას” ვეძახი:დ
თამი დიდი მადლობა<3
კარგად მოგიფიქრებია "უბორკა" 🙂
მართლა რა ლამაზი ფოტოებიაა. ბაღი კარგი მოგიფიქრებია. უჰ პიტნის ჩაი მომინდააა 🙂
აივანზე მეც მქონდა მარწყვი მაგრამ ამ წელს გახმა :((( ეტყობა გავაბრაზე ძალიან…
დიდი მადლობა ნი! შარშან არც პამიდორმა და არც კიტრმა არ გაიხარა, მაგრამ წელს ძალიან მივხედეთ და კარგი “მოსავალი” გვქონდა 🙂 აუცილებლად სინჯე მომავალ წელს! პიტნის ჩაი მეც მომინდა ეხლა ძალიან. მაგრამ არ მაქვს ხელთ ცოცხალი პინტა სამსახურში. ასე რომ მწვანე ჩაის მივეძალები:)