მწვანე სანგრია – საზაფხულო სასმელი
გუშინ სტუმრებს ველოდებოდი და ძალიან მინდოდა რამე განსაკუთრებული მომემზადებინა. რეცეპტი დაცდილი მქონდა, ასე რომ გადავწყვიტე მეგობრებისთვისაც შემეთავაზებინა ეს საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი, მაგრამ უგემრიელესი საზაფხულო სასმელი.
- 1 ბოთლი პინო გრიჟიო ან თეთრი მშრალი ღვინო, სასურველია მსუბუქი ხილის არომატი რომ დაკრავდეს
- 2 ბოთლი ლიმონი-ლაიმის გაზიანი სასმელი (Sprite, 7-up, Ginger ale)
- 2 კივი, დაჭრილი თხლად
- 2 ლაიმი, დაჭრილი თხლად
- 1-2 მწვანე ვაშლი, დაჭრილი თხლად
- 1 ჭიქა ყურძენი
- პიტნა ღეროს გარეშე, პატარა მუჭა ან გემოვნებით
ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და მზად არის. მე წინასწარ ვურევ ღვინოს და ხილს და ერთი ღამით მაცივარში ვაჩერებ. მხოლოდ მეორე დღეს გამასპინძლების წინ ვურევ გაზიან სასმელს. შესაბამისად ხილიც კარგად არის ალკოჰოლით გაჟღენთილი და გემრიელი მისართმევია:)
აი სურათებიც ჩემი სამზარეულოდან:
რეცეპტი აღებულია აქედან.
ისეთი კარგი სურათებია,მგონი მეც დავაგემოვნე აქედან 🙂
მეკო მადლობა!:) მეც მომწონს სურათები 🙂 თუ მომზადებას გადაწყვიტავ გამაგებინე როგორ მოგეწონება შენ ან იმათ ვისაც გაუმასპინძლდები. იოლი რეცეპტია და თან გემოვნების მიხედვით შეგიძია შეცვალო ინგრედიენტები, დაამატო ან მოაკლო რაოდენობა:) წარმატებები:)
მადლობაა, :)აუცილებლად გაგაგებინებ 🙂 დარწმუნებული ვარ,რომ ძალიან მომეწონება 😀
შარშან გავაკეთე სანგრიის ორი ვარიანტი – თეთრი და წითელი და ძალიან მომეწონა. მგონი აქ მთავარი პრინციპია – არავითარი რეცეპტი :))) ყველაფერი არომატული უნდა ჩაყარო და ჩაასხა. წელს იმდენჯერ დავაპირე და გადავდე, რომ უკვე აცივდა და გლინტვეინის სეზონს ველოდები.
მართალი ხარ, აქ არ არსებობს ზუსტი საზომი:) გემრიელობები ჩაუშვი და დატკბი სასმელით. რადგან სანგრია გადადე, გლინტვეინი არ გამოტოვო. შენი რეცეპტიც მოგვაწოდე!! მე ამხანაგმა გერმანიიდან ჩამომიტანა ერთი ბოთლი გლუვაინი:), მაგრამ ვატყობ ეგ არ მეყოფა და მომიწევს მომზადება:))))
მგონი გლინტვეინიც მასეა, ოღონდ უფრო შეზღუდული ხარ ღვინოში, ანუ აუცილებლად წითელი ან შავი და მერე გემოვნებით კონიაკი, თაფლი, ლიმონი, ფორთოხალი.. ნორვეგიაში ნუშებს ყრიან შიგნით.