ტუჩსაცხი და ფჩხილის ლაქის ინდექსი
ჟურნალ Time-ში საინტერესო რამ წავიკითხე. აღმოჩდა რომ 2001 წლიდან მოყოლებული, სუსტი ეკონომიკის პერიოდებში ტუჩსაცხის გაყიდვების ზრდა ფიქსირდება. ამას მარტივი ახსნა ჰქონია – მომხმარებლები რთულ ფაზებში ამცირებენ ხარჯებს არასაჭირო ნივთებზე, მაგრამ თავს პატარა ფუფუნებით, მაგალითად როგორიცაა ტუჩსაცხი, ანებივრებენ. ამ ფენომენს ჯერ ადრე ესტე ლაუდერის ხელმძრვანელმა ლეონარდ ლაუდერმა ტუჩსაცხის ინდექსი უწოდა და დღეს ხშირად გამოიყენება. ამ მაჩვენებელს თუ დავუჯერებთ, წერს სტატიის ავტორი, წინ რთული პერიოდი გველოდება, რადგან ტუჩსაცხის გაყიდვები აშშ-ში 14%-ით გაიზარდა. ასევე მიუხედავად იმისა რომ აშშ-ში ზოგადად ეკონომიკა უარესდება, ესტე ლაუდერს ამ წელს ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებლი აქვს ბოლო ათწლეულის მანძილზე. რეცესიის მაჩვენებელს ტუჩსაცხთან ერთად მიემატა ფჩხილის ლაქი, რომლის გაყიდვები 54%-ით გაზრდილა შარშანდელთან შედარებით. ეს კარგი ამბებია სილამაზის ინდუსტრიაში მონაწილე კომპანიებისთვის-ამბობს სტატიის ავტორი, მაგრამ ამატებს, რომ ჩვენ, ანუ იმ დანარჩენებს ვისაც ასეთივე წარმატება არ გვიქადის, ეკონომიკურ რეცესიაში „ლამაზები“ ჩავეშვებით.
ამ სტატიამ შემახსენა, რომ ადრე მინდოდა პოსტის დაწერა იმის შესახებ რომ თუ რაღაც ეტაპზე თავს დიდ საჩუქარს ვერ ვუკეთებთ, და უბრალოდ გვინდა თავი გავიხალისოთ, რაღაც შევცვალოთ, ახალი მოვსინჯოთ, თან ძალიანაც რომ არ გავრისკოთ (გაიხსენეთ ამ სურვილებით შეპყრობილი გრძელი თმა თუ დაგიმოკლებიათ და შემდეგ თვეები ელოდებით მის გაზრდას) თუ ტუჩსაცხი, თუ ფჩხილის ლაქი კარგი საშუალებაა დიდი დანახარჯების გაუღებლად მოვიწყოთ პატარა დღესასწაული ჩვენთვის.


მეც ვფიქრობდი, რატომ მივეძალე ფრჩხილის ლაქს ბოლო პერიოდი?! :D:D
მეც ზუსტად მასე მაქვს საქმე:) ლაქის რაოდენობას ვერ ავუდივარ! იცი, მართლა არაჩვეულებრივი რამ არის თუ განწყობის ასამაღლებლად, თყ მრავალფეროვნების შესაქმნელად 🙂
რა კარგი და ჭკვიანური პოსტია, ახლაღა ვნახე.
გუშინ ვუყურებდი ერთი გოგოს ვიდეოს, rough week მქონდაო და ავდექი და რაღაცები მოვზიდეო. ამოალაგა რა ? პომადები და ლაქები.
რა ერთნაირი რეაქციები გვაქვს ხოლმე ქალებს. 🙂 🙂 🙂
ადრე ერთი, დიდი-დიდი ორი ფერი თუ იქნებოდა, ისიც “პერლამუტრის”. თეთრი ან ბაცი ვარდისფერი. “ბრილიანტი” ერქვა. მაშინ არც სპეციალიზებული აფთიაქი-მაღაზიები იყო და ყველაფერი ერთად, ბაზრობებზე იყიდებოდა.
Pingback: 2012 წელს პოპულარული ფჩხილის ლაქის ფერები « A Magazine