როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს სახლის პირობებში.

ერთი კვირაა სტიგ ლარსონოს ტრილოგიას ვკითხულობ. ვისაც წაკითხული გაქვთ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას რომ წიგნის გმირები მუდმივად ყავას მირთმევენ, თუარადა ყავის მოდუღების პროცესში არიან. არ დავმავალ და ამ წიგნის ზეგავლენის ქვეშ ვარ, ჩემი დილა ყავით იწყება და მთავრდება, არადა ამდენი რაოდენობა ჩემზე მაინცდმაინც კარგად არ აისახება. 2 ჭიქა და ღამე  უკვე არ მეძინება, 3 ჭიქა და უძილობას ვინ ჩივის სრულ ეიფორიაში ვარდები. დილის ყავაზე უარს ვერ ვამბობ, მაგრამ  რაც შეეხება დღის მეორე ნახივრისას კი მას მშვენიერი ალტერნატივა მოვუძებნე.

იცით ალბათ, ხომ რომ ყავა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ცელულიტთან ბრძოლაში და ბევრი ანტიცელულიტური კრემი შეიცავს მას.

ეფექტი:

ყავა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას  და ეხმარება ტოქსინების და წყლის გამოყვანას დაზიანებული (ანუ ცელულიტური) არედან და შესაბამისან კანი ნაკლებად ჩაჯუჭული და ბევრად უფრო მკვრივი ჩანს.

ინგრედიენტები:

მაგრამ სულ არ არის აუცილებელი ძვირადღიღებული კრემები შეიძინოთ, საკმარისია სამზარეულოს კარადაში შეჭყიტვა და 2 კომპონენტის მოძიება:

2სკ. ზეითუნის ზეთი

½ ჭიქა ჩვეულებრივი ხსნადი ყავა (გაიხსენეთ ნესკაფე)

ვებრძვით ცელულიტს!

როგორ:

ზეითუნის ზეთი და შემთბარი ხსნადი ყავა უნდა აურიოთ ერთმანეთში და შემდეგ ცელულიტის არეში ლუფათი წრიული მასაჟის მოძრაობებით წაისვათ. გაიკეთეთ 5 წუთიანი მასაჟი. სასურველია გაზეთი დაიფინოთ ფეხქვეშ.  ნაწილი მასა დაცვივდება, მაგრამ ნაწილი შერჩება სხეულზე (შეეცადეთ რომ რაც შეიძლება მეტი შეგრჩეთ) და ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია შემდეგ შემოიკრათ გამჭირვალე ცელოფანი და გაიჩეროთ შემდეგი 15-20 წუთი კვირაში 3 ჯერ.

გახსოვდეთ რომ ცვლილებების შემთხვევაშიც ეს მხოლოდ დროებითი ეფექტია, რადგან ცელულიტის მოშორებას უფრო კომპლქესური მიდგომა საჭიროებს და მხოლოდ კრემები და ყავის მასაჟი საკმარისი არ არის.