Istanbul Jewelry Designers – Nazra
სამკაულები ძალიან მიყვარს. მიხალისებენ ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, როდესაც რომელიმე საყვარელ საკმაულს ვიკეთებ, დღე ბევრად უფრო მხნედ იწყება. სულ ახალი რაღაცეების ძიებაში ვარ. შარშან სტამბულის ერთთვიანი ვოიაჟის დროს ბევრ ძალიან საინტერესო დიზაინერებს გადავაწყდი. ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ. მინდა ამის შესახებ თქვენც გაგიზიაროთ.
ასლინაზ კაზაზი და ნადინ ვანლიოღლუ ტაში უნივერსიტეტის მეგობრები არიან. აიხდინეს ოცნება და თავისი სახელოსნო გახსნეს, სადაც Nazra Jewels -ს სახელით ლამაზ ყელსაბამებს, ბეჭდებს, საყურეეებს ამზადებენ. ყველაფერი 14 კარატ ოქროთი არის დამზადებული. ნაზრას სამკაულები სტამბულში პოპულარობით სარგბელობს და მსახიობებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს შორის დიდი მოწონებს იმსახურებს.
კულონები, სხვადასხვა ფორმის ამოჭრილებით მათი საფირმო დიზაინია.
ძალიან მომწონს ეს ბრასლეტები.
ადრიანა ლიმაც მოხიბლულია. ცრემლის ფორმის კულონი ასევე ცრემლის ფორმის ამოჭრილით ჩემიც ყველაზე ფავორიტი ნაკეთობაა.
მოგეწონათ?