როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს სახლის პირობებში.
ერთი კვირაა სტიგ ლარსონოს ტრილოგიას ვკითხულობ. ვისაც წაკითხული გაქვთ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას რომ წიგნის გმირები მუდმივად ყავას მირთმევენ, თუარადა ყავის მოდუღების პროცესში არიან. არ დავმავალ და ამ წიგნის ზეგავლენის ქვეშ ვარ, ჩემი დილა ყავით იწყება და მთავრდება, არადა ამდენი რაოდენობა ჩემზე მაინცდმაინც კარგად არ აისახება. 2 ჭიქა და ღამე უკვე არ მეძინება, 3 ჭიქა და უძილობას ვინ ჩივის სრულ ეიფორიაში ვარდები. დილის ყავაზე უარს ვერ ვამბობ, მაგრამ რაც შეეხება დღის მეორე ნახივრისას კი მას მშვენიერი ალტერნატივა მოვუძებნე.
იცით ალბათ, ხომ რომ ყავა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ცელულიტთან ბრძოლაში და ბევრი ანტიცელულიტური კრემი შეიცავს მას.
ეფექტი:
ყავა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ტოქსინების და წყლის გამოყვანას დაზიანებული (ანუ ცელულიტური) არედან და შესაბამისან კანი ნაკლებად ჩაჯუჭული და ბევრად უფრო მკვრივი ჩანს.
ინგრედიენტები:
მაგრამ სულ არ არის აუცილებელი ძვირადღიღებული კრემები შეიძინოთ, საკმარისია სამზარეულოს კარადაში შეჭყიტვა და 2 კომპონენტის მოძიება:
2სკ. ზეითუნის ზეთი
½ ჭიქა ჩვეულებრივი ხსნადი ყავა (გაიხსენეთ ნესკაფე)
როგორ:
ზეითუნის ზეთი და შემთბარი ხსნადი ყავა უნდა აურიოთ ერთმანეთში და შემდეგ ცელულიტის არეში ლუფათი წრიული მასაჟის მოძრაობებით წაისვათ. გაიკეთეთ 5 წუთიანი მასაჟი. სასურველია გაზეთი დაიფინოთ ფეხქვეშ. ნაწილი მასა დაცვივდება, მაგრამ ნაწილი შერჩება სხეულზე (შეეცადეთ რომ რაც შეიძლება მეტი შეგრჩეთ) და ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია შემდეგ შემოიკრათ გამჭირვალე ცელოფანი და გაიჩეროთ შემდეგი 15-20 წუთი კვირაში 3 ჯერ.
გახსოვდეთ რომ ცვლილებების შემთხვევაშიც ეს მხოლოდ დროებითი ეფექტია, რადგან ცელულიტის მოშორებას უფრო კომპლქესური მიდგომა საჭიროებს და მხოლოდ კრემები და ყავის მასაჟი საკმარისი არ არის.

kargia dzalian,mosinjuli maqvs,ogond naleqiani kavit,celuliti ar macuxebs,magram profilaqtikistvis.am metodsac movsinjav 🙂
ფანტასტიურია თუ არ გაწუხებს. ეს მეთოდი პროფილაკტიკისთვის კარგია, შეგიძლია შეხვევა გამოტოვო და მხოლოდ exfoliation/პილინგი გაიკეთო. უნალექო, ხსნადი იმიტო ჯობია ნალექიანს რომ ხსნადი უხეშად და სქლად არის დაფქული და კანს კარგ პილინგს უკეთებს და არბილებს მას:)
საინტერესოა, ვცდი აუცილებლად 🙂 ძალიან მომწონს ბლოგის ახალი დიზაინი, დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ აქ 🙂
საინტერესოა, ვცდი აუცილებლად 🙂 ძალიან მომწონს ბლოგის ახალი დიზაინი, დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ აქ 🙂
beauty blog ძალიან მომენატრე! რა კარგია რომ გამოჩნდი!!!! მიხარია რომ შემოიხედე აქაც და მოგეწონა ბლოგის ახალი დიზაინი!!:)
ar sheileba rom chveuuulebrivi zetit vqnaa?
როგორ არა!
ანო ძალიან საინტერესო ინფო-ებს გვაწვდი. შენს ბლოგს რომ ვკითხულობ მინდება რომ სამსახურშივე დავიცწო საკუთარ თავზე ზრუნვა, კინაგამ ხსნადი ყავა გამოვართვი მეზობელ დეპარტამენტს და ზეითინის ზეთი ამოვატანინე თანამშრომელს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ დღეს აუცილებლად სილამაზის დღეს მოვიწყობ სახლში.
ნინუცია, ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთის. შენ სულ მამხნევებ! ჩემი მიზანიც ზუსტად რომ ეგ არის, რადგან მე ახალს არაფერს ვიგონებ, უბრალოდ ვცდილობ ყველას მოვანდომო რომ უფრო მეტი სილამაზის დღეები მოუწყონ საკუთარ თავს!
mainteresebs,rasac mivigebt masas txeli unda iyos xoo?rac suratze xatia yavaa rogorc mivxvdi dafqvili.da kidev,sakutar tavze tu gamogicdiat da ramdenad epeturia?gmadlobt
თიკა გამარჯობა. მადლობა გამოხმაურებისთვის!!! მასა თხელი არ უნდა იყოს, ზეითუნის ზეთს რომ დაამატებ (ან ნებისმიერ ზეთს) მასა მაინც სქელი გამოდის. ყავა ნებისმიერი შეგიძლია გამოიყენო, ოღონდ სასურველია წვრილად დაფქული არ იყოს. ჩვეულებრივი ხსნადი ნესკაფე მშვენივრად გამოგადგება ამაში. საკუთარ თავზე გამოვცადე, ერთი პერიოდ სულ ვიკეთებდი, მაგრამ ცელულიტი ისეთი რამეა მხოლოდ ამ პროცედურებით არ გაქვრება ნამდვილად. თუმცა დროებით ნამდვილად ნაკლებად შესამჩნევი იქნება და სწორი კვებით და ვარჯიშით მთლიანობაში უკეთესი შედეგეის მიღწევაა შესაძლებელი.
anu chveulebrivad yava unda movamzadoo wyliit tu mshralad unda avigo?es mainteresebs))
თიკა მშრალად აიღე ყავა და ცოტა ზეთი გაურიე. მასა იგივე იქნება, მაგრამ ზეთის ხარჯზე სხეულზე კარგად დაიზილავ.
ramden xanshi vigrznobt shedegs ?
თეო შედეგები ინდივიდუალურია. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ცელულიტის დონე, გენეტიკა, რამდენად ინტენსირუად მიუდგება ადამიანი ვარჯიშს, კვება ძალიან მნიშვნელოვანია.. თან ზოგი ადამიანის ორგანიზმი სწრაფად რეაგირებს, ზოგის არა. მაგრამ ზოგადად არა მგონია 3-4 კვირაზე ნაკლებ პერიოდში დიდ ცვლილებას ჰქონდეს ადგილი.
gverdzebze maqvs striebi da mishvelis es?
სტრიებს ეს არ უშველის სამწუხაროდ. სტრიების თავის ასაცილებლად საჭიროა კანის კარგად დატენიანება, თუმცა სტრიების წარმოქმნა გენეტიკაზეც არის დამოკიდებული.