“მაკიაჟის ანბანი ქალბატონებისთვის”- ვიზაჟისტი ანი მწითურიძე
იუთუბზე ვიზაჟისტი ანი მწითურიძე აღმოვაჩინე, რომელმაც ქართულ ენაზე გამოსცა წიგნი “მაკიაჟის ანბანი ქალბატონებისთვის” [Makeup Primer for Georgian Women].
აი რას წერს ანი თავის წიგნზე Makeup Primer-ის ფეისბუკ გვერდზე:
“წიგნის “მაკიაჟის ანბანი ქართველი ქალბატონებისთვის” წერა 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. ის გათვლილია იმ ქალბატონებისთვის და თინეიჯერი გოგონებისთვის, რომლებსაც უფორ მეტის შესწავლა სურთ მაკიაჟის, ბუნებრივი სილამაზის, სახის კანის და სხეულის მოვლის შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს წიგნი ყოფილიყო, მარტივი, პრაქტიკული, გამოსადეგი და სახალისო. ყველა ის წესი და რჩევა რაც წიგნში გვაქვს მოყვანილი არის 7 წლიანი გამოცდილების, დაკვირვების და შრომის შედეგი. ყველა ეს წესი ამარტივებს და აიოლებს ყოველდღიური მაკიაჟის და სახის მოვლის რიტუალს და პროცესს. ეს წიგნი არის უნივერსალური და არის ყველასთვის.”
წიგნის მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ აი აქ>>>>>
ძალიან მოხიბლული ვარ ანითი და გირჩევთ მისი იუთუბის არხი მოინაუხლოთ. ის როგორც ინგლისურად ასევე ქართულად აკეთებს სხვადასხვა მაკიაჟის მიმოხილვას. ძალიან საინტერესო იყო მისი ვიდეო მომაკვდინებელ ინგრედიენტებზე, რომელიც იმ პროდუქციის შემადგენლობაშია რასაც ჩვენ შეიძლება ყოველდღიურად მოვიხმართ იქნება ეს დეკორატიული კოსმეტიკა, თუ თმის მოვლის საშუალებები. თუ გაინტერესებთ მეტი ამის შესახებ აი ვიდეოც დავურთე ამ პოსტს და უყურეთ.
თუ გსურთ ნებისმიერი პროდუქტი გადაამოწმოთ შემადგენლობაზე და ნახოთ შეიცავს თუ არა ტოქსინებს, მაშინ ეწვიეთ Environmental Working Group-ის კოსმეტიკური საშუალებების მონაცემთა ბაზას http://www.ewg.org/skindeep/
თქვენ აქცევთ ყურადღებას პროდუქტის შემადგენლობას და რამდენად უსაფრთხოა მისი მოხმარება? რომელ ბრენდებს ამჯობინეთ ასეთ შემთხვევაში? თუ საერთოდ უარს ამბობთ კოსმეტიკაზე?


მომწონს ახალი ლოგო/სიგნიჩა.
ანის ავედევნები იუთუბზე, მადლობა, რომ აღმოგვაჩენინე.
თიკ მოგეწონა? სადღაც ვნახე და ძალიან მომეწონა. მემგონი უნდა დავხვეწო, რაღაც ცოტა ბუნდოვანი მეჩვენება…
მიხარია თუ მოგეწონა ანი. ყოჩათ რომ წიგნი გამოსცა. მიმოხილვა რომ ვნახე ძალიან მომეწონა. ბობი ბრაუნის მაკიაჟის წიგნს მაგონებს რაღაცით:)
ყველა ვიდეო არ მინახავს, რაც ვნახე მომეწონა 🙂 შენც გაგეკეთებინა ასეთი ვიდეოები, კარგი იქნებოდა.
nyx da urban decay -ს ახსენებს, შენ ხომ გამომიგზავნე მათი პროდუქცია! 🙂 :*
თიკო, ხოო, მე მიყვარს ორივე ბრენდი:) იმედია სულ “მზით გაცვითე” ის პროდუქტები:)
still using! 🙂
This is very attention-grabbing, You’re an overly skilled blogger.
I’ve joined your feed and sit up for looking for extra
of your excellent post. Also, I’ve shared your site in my social networks
Reblogged this on ლორელაის ბლოგი.
ტიპიური ქართული კურიერია ვიდეოზე.. ვწუხვარ მაგრამ თუ კოლაგენის შემცველობას ჩაუღრმავდებით თითოეულ კანის მოვლის საშვალებაში, მიხვდებით რომ მას ბევრი დადებითი თვისება აქვს, და ის კონსულტაციის დროს სწორად უნდა იქნას შერჩეული მომხმარებლისთვის.. 😉
sad iyideba wigni?