ვარჯიშობთ! (youtube videos+websites)

რომ ივარჯიშო არ არის აუცილებელი დადიოდე სპორტულ დარბაზში, გყავდეს პირადი ინსტრუქტორი ან ჩაეწერო კლასებზე. არც გირები და განტელები გჭირდება რომ ფორმაში იყო. საჭიროა მხოლოდ 2 რამ- მონდომება და ცოტა დროის გამონახვა. მინდა გაგაცნოთ ორი ინსტრუქტორი, რომლის ვებგვერდზე თუ შეხვალთ უამრავ ვიდეოებს და რჩევებს ნახავთ თუ როგორ ივარჯიშოთ და იყოთ ფორმაში სახლიდან გაუსვლელად:)

1) Blogilates

მაშ ასე, www.blogilates.com ის შესახებ ჩემი ბიძაშვილისგან შევიტყვე, რომელიც ყოველ დღე ვარჯიშობს დილის 6 საათზე, სანამ სამსახურში გაეშურება და შემდეგ საღამოს ლექციებზე წავა. დატვირთული გრაფიკი აქვს, ასე რომ სახლში დალაობით ვარჯიში იდეალური გამოსავალია. მარი ძალიან კარგ ფორმაშია ასე რომ გირჩევთ ეწვიოთ ამ ვებგვერდს. რას უნდა ელოდოთ?

კეისი, ინსტრუქტორი, ძალიან საყვარელი გოგოა და იგი პოპ პილატეს დამფუძნებელია. იგი თავის მიმდევრებს პოპსტერებს უწოდებს. მის ვებგვერდზე ნახავთ უამრავ მასალას სწორ კვებასა და ვარჯიშთან დაკავშირებით. აქვს ერთ თვიანი პროგრამა შემუშავებული დამწყებთათვის. იუთუბზე დევს თითო დღის ვიდეო თუ რა უნდა აკეთოთ 28 დღის მანძილზე, ასე რომ ქექვა-ძებნა არ დაგჭირდებათ:) ყოველ თვე ახალ ვარჯიშის გრაფიკს ადგენს და თუ მის გვერდზე დარეგისტრირდებით (უფასოა რა თქმა უნდა) მაშინ ამ კალენდრებზეც მიგიწვდებათ ხელი. მისი 12 კვირიანი კვების რეჟიმიც მოინახულეთ (სხვებიც აქვს) და ზოგადად ეწვიეთ მის გვერდს და გადაავლეთ თვალი რეცეპტებს, სხვადასხვა ვიდეოებს (ყოველ ორშაბათს დებს ახალს, რეცეპტებს კი ხუთშაბათობით), სამოტივაციო პოსტებს და აშ.

2) 12 minute athlete

კრისტას ფიტნესს ცენტრები არ უყვარს და ასევე არ არის ხანგრძლივი ვარჯიშების მოყვარული. ის ამბობს რომ დღეში საკმარისია 12 წუთი მაინც რომ ივარჯიშოთ, მაგრამ მაღალი ინტენსივობით. გადახედეთ ამ გვერდს რომ გაიგოთ როგორ დაიწყოთ ვარჯიში მისი ინსტრუქციების მიხედვით. გადმოიწერეთ მისი ვებგვერდიდად უფასო წიგნი მეტი ინფორმაციისთვის.  ახალ ვარჯიშებს დებს ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკეობით. ასევე უამრავი რეცეპტი, სამოტივაციო პოსტები და ამბები აქვს თავის გვერდზე.

3) 7 minute workout

თუ 12 წუთიც ბევრია, მაშინ შეგიძლიათ 7 წუთიანი ვარჯიში გააკეთოთ, რომელიც 12 ვარჯიშისგან შედგება. ერთ ერთმა კლევამ აჩვენა რომ თუ ზუსტად მიყვებით ვარჯიშების თანმიმდევრობას, თითოეულ მოძრაობას 30 წამი შეასრულებთ 10 წამიანი შესვენებებით, მაშინ მისი ეფექტურობა გარანტირებულიაო.

12well_physed-tmagArticle4) www.workoutlabs.com

აქ შეგიძლია შენთვითონ შეადგინო ვარჯიშები და მარტივად ამობეჭდო მერე. კარგი ის არის რომ ზედ ეხატება ესა თუ ის მოძრაობა როგორ უნდა შეასრულო. ესენიც შეგიძლია მოკლე დროში მაღალი ინტენსივობით შეასრულო. რა სარგებლობა მოაქვს ასეთი ტიპის ვარჯიშს ნახე პოსტში როგორ ჩავდგეთ კარგ ფორმაში სწრაფად

წარმატებები!

Amag