LIVE-LAUGH-LOVE-შემოდგომის უგემრიელესი ლატე- Pumpkin Spice Latte

ცხოვრება იცვლება ხშირად. სხვადახვა ეტაპებს გავდივართ, სხვადასხვა ადამიანებს ვხვდებით გზაზე, გვიყვარს, გვძულს, განვიცდით, გვიხარია. მე მიყვარს ცვლილებები. ცხოვრება ამით ხდება საინტერესო. ცუდი ფაზებიც მთავრდება ხოლმე. შეიძლება შენს გარშემო სამყარო ვერ გააკონტროლო, მაგრამ მინიმუმ რაც შეგიძლია გააკეთო არის რომ შეეცადო იყო კარგი და კეთილი ადამიანი, პოზიტიური, იყო დადებითად განწყობილი. უჰ, ხანდახან როგორი რთულია ხოლმე, ცუდი ფიქრები თავისით მოდიან და შეუძლიათ იოლად აგიყოლიონ. რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს შემოდგომა, ბოლო წლებია ამ დროს მელანქოლიის შეგრძნება დამჩემდა. საბედნიეროდ მაგასაც მოვუძებნე გამოსავალი- ეს არის სტარბაქსის ცნიბილი შემოდგომის სასმელი- pumpkin spice latte ანუ გოგრის სუნელის ლატე. კიდევ უფრო კარგი ამბავი, თურმე მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია. ხოდა როცა ვატყობ რომ მაჯლაჯუნები აპირებენ შემოტევას, ვიკეთებ ამ უგემრიელეს სასმელს და ცხოვრება ტკბილია. თუ გიყვართ არომატიანი, სუნელებით გაჯერებული სასმელი, მაშინ გოგრის ლატეც ძალიან მოგეწონებათ. დიახ, ამისთვის გოგრა დაგჭირდებათ:) ნამდვილი საშემოდგომო სასმელია.

image

1 ჭიქა რომ მოამზადოთ დაგჭირდებათ:

  • 1სკ მოხარშული გოგრა
  • 1/4 სკ გოგრის ნამცხვრის სუნელი*
  • სულ ცოტა შავი წიწაკა (ახალდაფქვილი)
  • 1სკ შაქარი
  • 1 სკ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა რძე, სასურველია ცხიმიანი
  • 1/3-1/2 ჭიქა მაგრად მოხარშული ყავა
  • ათქვეფილი კრემი (whipped cream) სასმელზე ზევიდან გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ:

მოხარშული გოგრა, სუნელები და წიწაკა 2 წუთით გავაცხელოთ პატარა ქვაბში. შევურიოთ შაქარი. შემდეგ დავასხათ რძე და ვანილის ექსტრაქტი. მოვურიოთ და ოდნავ წამოვადუღოთ. შემდეგ მიღებული მასა მიქსერით ან ბლენდერში ავთქვიფოთ, დავამატოთ ყავა და გემოვნების მიხედვით მოვასხათ ათქვეფილი კრემი და ცოტა სუნელიც მოვაყაროთ.

რეცეპტი ამ გვერდზე ვნახე, მთელი პროცესი სურათებში აქვთ, ასე რომ თუ რამეა მოინახულეთ.

image-2

* რა არის გოგრის ნამცხვრის სუნელი -Pumpkin Pie Spice- ეს არის იმ სუნელთა კრებული რასაც ცნობილ ამერიკულ გოგრის ნამცხვარს უკეთებენ. იყიდება პირდაპირ შეზავებული ან შეგიძლიათ თქვენთვითონ მოამზადოთ 1 სკ დარიჩინით , 2ჩკ ჯანფაფილის ფხვნილის,1/2 ჩკ დაფქული მიხაკის  და 1/2 ჩკ ჯავზის არევით. რეცეპტი.

გოგრის ნამცხვირს რეცეპტი ნახეთ აქ: გოგროს ნამცხვარი გემრიელი.ჯე-ზე

გაამოთ!

Amag