თბილი შემოდგომის დღეები ვაშინგტონში
ცხოვრების ამ ეტაპზე რამდენიმე რამით ვტკბები და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
მიხარია რომ ნიკო უკვე ჩვენთან არის და რომ ორსულობა დამთავრდა. რა ბედნიერებაა რომ 9 თვემ გაირა, წინ უდიდესი მუცელი არ მაქვს და ლოგინში ერთი გვერდიდან მეორეზე შემიძლია თავისუფლად გადავტრიალდე. ღრმა სუნთქვა, სიარულის დროს ქოშინი, სუნების მიმართ მგრძნობელობა, თავბრუსხვევები, ფეხების დასიება გაქრა:) ისევ ძველებურად ვგრძნობ თავს. მარტო იმის წარმოდგენა რამდენად სუსტად ვიყავი და ეხლა რა კარგად ვარ ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს.
როგორც იქნა აღვადგინე სირბილი, უფრო სწორედ ძუნძული. რა თქმს უნდა მიჭირს, ბოლოსდაბოლოს 9 თვე არ მირბენია, ოპერაცია გადავიტანე და დავსუსტი. მაგრამ უზომოდ მოხარული ვარ იმით რასაც ვახერხებ. მთავარია გარეთ ვარ, ვტკბები შემოდგომის თბილი ამინდით და ნიკუსიკაც თან მყავს ხოლმე. კარგი გასეირნება გამოგვდის ერთად, რადგან სამსახურში რომ გავალ ამის ფუფუნება აღარ გვექნება შაბათ-კვირის გარდა.
რამდენიმე თვეა დედა ჩემთან არის ჩამოსული და ამ რთულ და ტკბილ დროს გვერდში მიდგას. არ ვიცი რას ვიზამდი მის გარეშე.
მიხარია ასევე ის რომ ქუჩაში ყველა გვიღიმის, გზას გვითმობს, კარებს გვიღებენ, მეტროში ადგილს გვთავაზობენ. ორსულობის დროს მხოლოდ 3 ჯერ შემომთავაზეს მეტროში ადგილი. 6 თვის ორსულს ერთმა ბიჭმა ჩამიქროლა და დამასწრო ერთადერთ თავისუფალ ადილზე დაჯდომა. ამიტომ მიკვირს და მსიამოვნებს ასეთი თბილი დამოკიდებულება ეხლა.
ასევე უზომოდ მახარებს ჩემი ბლოგი და მისი მკითხველები, მეგობრები რომლებიც შევიძინე ბლოგის მეშვეობით. შეიძლება ხშირად არ ვწერ პოსტებს, მაგრამ ყველა პოსტში სიყვარულს და სიხარულს ვაქსოვ ხოლმე.
ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვარ.
მომიყევით თქვენ რა გახარებთ ამ შემოდგომაზე.

ძალიან მახარებს შენი კარგი განწყობა,გადამდებია ხომ იცი.
მე ჩავფიქრდი.შემოდგომაზე სულ მელანქოლია მიპყრობს.
თამო ბოლო წლებია მეც მიტევს მელანქოლია შემოდგომაზე, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო. ვცდილობ ხშირად გავიდე სასეირნოდ, ისეთი ლამაზია ნაირნაირფერებიანი ხეეების ყურება და უხვად მივირთმევ ხოლმე ცხელ სასმელებს, ცხელი შოკოლადი იქნება ეს, ლატე თუ ყავა:)
შემოდგომას უხდება მუქი ფერის პომადა და მუქი ფერის ლაქი, თინა დამეთანხმება:)
მეც მომწონს რომ ლამაზია,ისე კი სულ ავდარია და მეზიზღება’
რა კარგი განწყობა დამხვდა შენთან :))) გენაცვალეე რა კარგი პაწაწინასთან ერთად ცხოვრება დამგლელი მაგრამ მაინც აღმაფრთოვანებელი 🙂 ჩემსკენ ძალიან დაძაბული სამუშაო დღეებია, მაგრამ ნაყოფიერიც 🙂 სულ მზიანი და თბილიიი დღეები გვქონდეს, რა იქნებაა 🙂
ანო, კი, დაგეთანხმები 🙂
ახლა ვნახე ეს პოსტი, არ ამომიგდო ვორდპრესმა ჩემს ბლოგროლში.