Happy New Year and Happy Planning!

ძალიან მიყვარს ახალი წელი! კარგი პერიოდია, ბევრი დღესასწაულები, ოჯახები და მეგობრები თავს ერთად იყრიან, ახალ წელს ახალი გეგმებით და მიზნებით იწყებ, საჩუქრებიც თუ არის ამ ყველაფერში გარეული ხომ კიდევ კარგი:) აუცილებლად გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი.

შეადგინეთ რამე სია 2015-ში რისი გაკეთებაც, მიღწევაც გსურთ? ყველა ექსპერტი ამბობს რომ თუ ჩამოწერე, დაგეგმე, სადღაც კალენდარზე აღნიშე როდის რას აკეთებ, მაშინ  მიზნის მიღწევის შანსი უფრო მაღალიაო. ფინანსური გეგმაც მიაყოლეთ. მე წესით დღეს და ხვალ ამ ყველაფერს ვაკეთებ. აი ვებგვერდი www.vertex42.com სადაც შეგიძლიათ ძალიან კარგი ექსელის უკვე შედგენილი ფინანსური ბიუჯეტები, წლის მგეგმავი, და ათასი სხვა საინეტესო ფაილები ნახოთ.

მინდა ყველა ჩემ მკითხველს სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, სიკეთე, ბედნიერება  და წარმატებები ვუსურვო ჩემი ბლოგის და პატარა ოჯახის სახელით. მიყვარხართ!

IMG_3232

Amag