მოცვის სმუზის რეცეპტი
ახალი წელიც მოვიდა! დროა გეგმების განხორციელებაზე ვიფიქრო. წელს უნდა აღვიდგინო ჯანმრთელობა ორსულობის მერე. მართალია 4 თვე გავიდა უკვე მაგრამ ფიზიკურად ისეთი განცდა მაქვა რომ გეგონება განადგურებული ვარ. წელი მტკივა, ზურგიც, მუხლები, ტერფები, თავს მძიმედაც ვგრძნობ, თან ყველაფერთან ერთად დაღლილი და უძილო ვარ. არ ვწუწუნებ, მზად ვარ მეტიც ავიტანო, უბრალოდ ესე შორს ვერ წავალ. თავს უნდა მოვუფრთხილდე, გავძლიერდე. ამის საფუძველია სწორად და კარგად კვება. სხვანაირად არ გამოვა. ხოდა ვცდილობ ეს დღეებია კარგი რაღაცეები მოვიმზადო. ბლოგილატესზე მარტივი და გემრიელი სმუზის რეცეპტი ვნახე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. იდეალურია საუზმისთვის, ვარჯიშის წინ, შემდეგ ან ისე უბრლოდ.
ერთი მუჭა მოცვი
1/2 ბანანი
3 სკ მაწონი/ ბერძნული იოგურტი
ვანილის ნუშის რძე (ნებისმიერი რძე გამოდგება (ძროხის, სოიოს) ვანილისთვის კი ან ვანილის ექსტრაქტი ან ვანილის შაქარი უქენით)
5 ყინულის კუბიკი
მოცვის მაგივრად შეგიძლიათ მარწყვი, მალინა, სხვა ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ.
და ეს ყველფერი დააბლენდერეთ!
გაამოთ!


სადაც მოცვია, იქ სხვა ხილით როგორ ჩავანაცვლებ! 🙂
უბრალოდ იშოვება ახლა? 😦 გვიან გაზაფხულზე შემოდის ეგ, არადა როგორ მენატრება…
გემრიელი რამე იქნება, შენ კი მალე გამოჯანმრთელებას და უფრო მეტ მხნეობას გისურვებ ^_^
ლა მაგა რაიუელა დიდი მადლობა! იმედია მალე ბევრად უკეთ ვიგრძნობ თავს. მოცვი მართლა და უგემრიელესია. მე გაყინულ ბლუებერის ვყიდულობ ხოლმე, თუმცა ცოცხალიც არის, არ ვიცი ოღონდ რომელი ქვეყნის. ხო მოცვი მემგონი მაისში შემოდის არა? შეგიძლია გაყინო შენთვითონ და მერე მთელი ზამთარი აგემოვნო:))
მოცვის ნაყოფი ძირითადად აგვისტოში მწიფდება, ზაფხულში ))
გაყინულს ალბათ არ ექნება იმდენი სასარგებლო თვისება…თუმცა მაინც კარგი იდეაა.
Ra jobia cocxals, sezonze da tan adgilobrivs!!! 🙂 magram gayinulic araa cudi da ro tsavikitxe turme kvebiti girebuleba gayinul xils da bostneuls shenarchunebuli aqws
ვაუჰ, შესანიშნავი.
Pingback: ისაუზმე! სხვადასხვა იდეები გემრიელი და ნოყიერი საუზმისთვის | A Magazine