როგორ დავადგინოთ სახის კანის ტიპი

სახის კანის ტიპის დადგენა მნიშვნელოვანია. კრემების და სხვა კოსმეტიკური საშუალებების არასწორად შერჩევამ და მოხმარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს სახის კანს და სტრუქტურა შეუცვალოს. თუ კოსმეტოლოგთან ჯერ არ მისულხართ და არ იცით რომელ სხის კანის რომელი ტიპი გაქვთ, მაშინ სცადეთ ეს მარტივი ხერხი:
დაიბანეთ სახე და არ წაისვათ არანაირი მკვებავი საშუალებები. დაელოდეთ 3 საათი და შემდეგ დააკვირდით სახის კანს.
თუ სიმშრალეს და დაჯიმულობას გრძნობთ, ესეიგი თქვენ მშრალი კანი გაქვთ.
თუ მთლიან სახეზე პრიალა/სლიკინა ზედაპირს შენიშნავთ ეს ცხიმიანი კანის მახასიათებელია.
ხოლო თუ სიპრიალე მხოლოდ შუბლის, ცხვირის და ნიკაპის არეში აღინიშნება, ეს კომბინირებული კანის ტიპზე მიუთითებს. თუ არცერთი ზემო აღნიშნული არ გამოკვეთილა, ესეიგი თქვენ ნორმალური კანი გაქვთ.