ნორმალური/ მშრალი თმების მოვლა

თმების ბზინვარების, სიჯანმთელის შესანარჩნებლად აუცილელებია ცოტა დრო დაუთმოთ თმებს. არ ენდოთ მხოლოდ შამპუნებს და კონდიციონერებს, სპეციალურ ნიღბებს. მაგალითად ჩემს შემთხვევაში მე ძალიან მშრალი, დაზანებული თმა მაქვს და მაქსიმალურად უნდა მოვერიდო იმ პროდუქტებს რომელიც შეიცავს ალკოჰოლს. არადა ის ორი თმის ნიღაბი, რამდენიმე თვის წინ რომ შევიძინე, აღმოჩნდა რომ მიუხედავდ უამრავი სხვადასხვა სასარგებლო ზეთისა, ასევე შეიცავს ალკოჰოლს. შემდგომ მაღაზიაში გავეშურე, გადავამოწმე თმის ნიღბები და ყველა შეიცავდა ალკოჰოლს. აქედან გამომდინარე იძულებული გავხდი რომ ჩვეულებრივ, და ყველასთვის ცნობილ,  ჟურნალებში ათასჯერ გამოქვეყნებულ, უამრავი ადამიანისგან გაგონილ ხერხისთვის მიმემართა.

ნიღაბი #1

  • 4 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხი

კვერცხი სახლში არ მქონდა. არც სუპერმარკეტია ახლო მახლო, ამიტომ ნიღაბისთის  მხოლოდ მაიონეზი და ზეითუნის ზეთი გამოვიყენე. აზელილი მასა თმებზე გადავინაწილე. მინდა ავღნიშნო რომ არც ისე ცუდი სუნი ჰქონდა. შემდგომ საშხაპე ქუდი თავზე ჩამოვიცვი და დამატებით პირსახოციც შემოვიხვიე. მინიმუმ 30 წუთი უნდა გაიჩეროთ. შეგიძლიათ მეტიც. ეს ყველაფერი ხდება დაბანამდე. როცა ჩამოიბანთ ამ ნიღაბს, ჩვეულებრივად შამპუნით და კონდიციონერით/ბალზამით დაიბანთ თავს. თმები მართლაც და რბილი მქონდა და ბზინვარე. გრძელი მშრალი თმებისთვის, მე ვფიქრობ, რომ შემეძლო თამამდ ცოტა მეტი მაიონეზი და ზეთი დამემატებინა.

ნიღაბი #2

½ ჭიქა ზეითუნის ზეთი

ზუსტად ეხლა ვზივარ ამ ნიღბით თავზე. იმედია ასევე კარგი შედეგი ექნება მხოლოდ ზეითუნის ზეთს. თმები დავისველე თბილი წყლით. ზეთი ცოტათი შევათბე მიკრო ტალღურში, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო. 1-2 სუფრის კოვზ ზეთს შეიზილავთ თავის ქალაზე და წრიული მოძრაობებით გაიკეტებთ მთლიან თავზე მასაჟს. დარჩენილი ზეთი (და საკმაოდ ბევრია, და ამიტომ თუ გრძელი თმა არ გაქვთ ნაკლები ზეთი დაგჭირდებათ) გადაინაწილეთ თმებზე. საშხაპე ქუდი დაგჭირდებათ ისევ. ზოგი არ იყენებს და პირდაპირ პირსახოცს იხვევს თავზე. ამბობენ უკეთესი ეფექტი აქვსო. გაიჩერეთ მინიმუმ 30 წუთი. შეგიძლიათ მთელი ღამეც დაიტოვოთ. ჩვეულებრივად ჩამოიბანთ და შამპუნით/ბალზამით დაიბანთ თავს. წესით და რიგით უნდა აღადგინოს დაზიანებული თმა. მკვდარ უჯრედებს აღარაფერი უშველით მაგრამ ზოგადად ამ პროცედურამ უნდა დაარბილოს და გამოკვების თმები. უკეთესია თუ ვინმე დაგეხმარებათ წასმაში. მე მარტო წავისვი და დავსვარე ყველაფერი გარშემო.

ნიღაბი #3

½-1 ჯიქა ქოქოსის ზეთი, extra virgin

ინდოეთში მოგზაურობისას ერთად ვიყავი ერთ ამერიკელ-ინდოელ გოგონასთან ერთად. ჯიშიანი, ბზინვარე, ჯანმრთელი სქელი თმა ჰქონდა. მთელი ინდოეთი ესეა. როცა ჰარინის ვკითხე რაშია საქმე, მეც მინდა ასეთი თმები-თქო, მიპასუხა ქოქოსის ზეთს ხმარობს ყველაო. ხოდა მეც ველოდები ჩემ ქოქოსის ზეთს, გამოვიწერე და დღე დღეზე მექნება ხელთ. დამატებით ეს ზეთი სებორეას და ამდაგვარ კანის დაავადებებს შველის. ძალიან დავიღალე, თავზე დერმატოლოგის მიერ გამოწერილ სითხეს ვისმევ. 2 წლის წინ სხვა დერმატოლოგის მიერ დანიშნულ დილა- საღამოს თავის ქალაზე ბამბის ჯოხით შეზელვებმა გამაგიჟა. ინტერნეტში უამრავ ფორუმზე, საიტებზე ქოქოსის ზეთის სარგებლობაზე და სასწაულებზე წერენ. მეც უნდა ვცადო, იქნებ მეშველოს რამე. აუცილებელად შეგატყობინებთ შედეგებს.

და ბოლოს:

ჩემი თმების კონდიციიდან გამომდინარე ვაპირებ კვირაში ორჯერ-სამჯერ ამ ნიღბების გაკეთებას. როცა ქოქოსის ზეთი მექნება, მხოლოდ მას გამოვიყენებ განსაზღვრული პერიოდი და დავაკვირდები თუ მექნება ცვლილებები. ზოგადად კვირაში ერთხელ ნიღაბი არაჩვეულებრივია თმებისთის, თუმცა გასათვალისწინებელია თმების მდგომარეობა, ტიპი, ნიღაბის შემადგენლობა, კანის მდგომარეობა და აშ. ზევით მოყვანილ ნიღბებს ვურჩევ კვირაში ერთხელ ნორმალური/მშრალი თმის მქონე ადამიანებმა გაიკეთონ.

თუ თქვენ იცით თმის ნიღბები, რომელიც ეფექტურია და გამოგიცდიათ, აუცილებლად მომწერეთ ამის შესახებ.