მექსიკური გაკვეთილები-როგორ ველაპარაკოთ ქალებს
მექსიკელ მამაკაცებს მოუწოდებენ ისეთი ფრაზებისგან თავის შეკავება როგორიცაა „ეს პედროს ქალია“, შენ უფრო ლამაზი ხარ, როცა ჩუმად ხარ“, თუ მუშაობა გინდოდა, რას აჩენდი ბავშვებს“ ან უნივერსიტეტის სტუდენტს აღარ უნდა უწოდონ „ქალი, რომელიც აწი ვეღარ გათხოვდება“და ა.შ. წელს მექსიკის სახელმწიფომ გამოსცა 92 გვერდიანი სახელმძღვანელო რომელიც მაჩოებს ასწავლის თუ როგორ უნდა დაელაპარაკონ ქალბატონებს, ისე რომ ქალების მამაკაცებთან მიმართებაში თანასწორობას ხაზი ჰქონდეს გასმული. ზემოთ ხსენებული ფრაზები მაგალითებია ამ სახელმძღვანელოდან, რომელიც უკვე დაურიგდა საჯარო სერვისის მუშაკებს. ერთ-ერთმა ვინც სახელმძღვანელოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა რომ ეს ცვლილებები არ ეხება მხოლოდ მამაკაცებს, არამედ მოუწოდებს მექსიკელ დედებს, რომ არ გაზარდონ თავისი შვილები მაჩოებად.
კარგი იქნება ჩვენთანაც გამოვიდეს ასეთი ტიპის სახელმძღვანელო, სადაც მაგალითად შესული იქნება პუნქტი, რომელიც საზოგადოებას დაარიგებს და გააგებინებს რომ საჭიროა ამოიღონ ხმარებიდან ჩემი დედა მ—-ნ, შენ დედას შ—–ი და ასე შემდეგ. მაგრამ წარმომიდგენია ეს რომ მართლა მოხდეს, რა დედის გინებას მოაყოლებენ „დედის მგინებლები“.


კი, აშკარად საჭიროა ჩვენთანაც.
როდესმე თუ დედის გინებას არ გავიგებ ქუჩაში ყოველ მეორე სიტყვად არ მჯერა უკვე:/ რა უბედურებაა ამდენი ჩემი შენი, დედა მამა ტყ ტყ!:/ აშკარად საჭიროა!!!!