პატარა ნიკო გაჩნდა!

ჩემო კარგებო, ალბათ გახსოვთ ცოტახნის წინ ამ პოსტში ჩემი პატარა საიდუმლო გაგანდეთ. ხოდა პატარა სიხარულიც მოევლინა ამ ქვეყანას. ნიკო დაიბადა პირველ სექტემბერს და მას მერე სულ გადაგვრია მეც, მისი მამიკოც, ბებოც და ყველა მის გარშემო. ძალიან ძალიან საყვარელი არსებაა და დაუჯერებელია აქამდე როგორ ვარსებობდი მის გარეშე. ასევე ეხლა ვათცნობიერებ თურმე რამდენი თავისუფალი დრო მქონია აქამდე და რა ტყუილად ვწუწუნებდი რომ ვერაფერს ვერ ვასწრებდი და ამ დროს კიდე სულ არაფერში დამიხარჯავს დრო. რას ვიზამ, კარგია რომ წიგნი (კარგი) ჩვევების დანერგვაზე წავიკითხე, დროის მენეჯმენტზე სხვადასხვა მასალებს გადავავლე თვალი, ასევე კარგად გავერკვიე ჩვენი არარაციონალურ საქციელების საფუძვლებში (ამ წიგნს და ავტორს ცალკე პოსტი უნდა) და ეხლა ვიმედოვნებ რომ ეს ყველაფერი გამომადგება და შევძლებ კარგი დედაც ვიყო (თუ გეგულებათ კარგი საკითხავი მასალა ბავშვების გაზრდას დაკავშირებით გთხოვთ მომწეროთ) და ყველაფერზე მოვახერხო დროის გადანაწილება.

აი სურათებიც:

აქ უკვე საავადმყოფოში ვართ, ხელი ლოგინის ტარზე მაქვს ჩაჭიდებული – ტკივილების გაძლებაში მეხმარებოდა. სულ მაინტერესებდა წყლის დაღვრა როგორი იყო. ხოდა როგორც ფილმებში ხდება დაახლოებით ეგრე დამემართა,  საავადმყოფოში მიმავალნი გზაში ვიგრძენი როგორ წამოვიდა და ფაქტიურად ჭინთვებამდე ვღვრიდი მემგონი.

ანო საავადმყოფოში

აი ნიკოც დაიბადა და მისი პირველი პამპერსი. ბოლო წამს საკეისრო დამჭირდა, რადგან ჯინთვების დროს ნიკოს გულის ცემა უვარდებოდა და 3 სააათიანი ძალისხმევის შემდეგ კრიტიკულზე ქვევით დავარდა და ექიმებმა ჩვენ ვეღარ გავრისკავთ და საკეისრო უნდა გავაკეთოთო. აღმოჩნდა რომ ვაჟბატონს 3 ჯერ ჰქონდა ჭიპლარი შემოხვეული კისერზე.

first diaperსაკეისრო საშინელება იყო ჩემთვის. აქამდე თუ ექთანი, ექიმი და ჩემი მეუღლე მახლდა თავს პალატაში, უცბად შემოვარდნენ ექიმები, ექთნები და წამებში ავღმონჩდი სააოპერაციოს ცივ და სუსხიან გარემოში. შიშმა ამიტანა. საბედნიეროდ ნიკუსიკი მალევე ამოიყვანეს, 5 თუ 10 წუთში, და ჩემს მეუღლეს გადასცეს. მე კი მთელი შემდეგი 40 წუთი სანამ ჭრილობას გაკერავდნენ ხელები მიბმული მქონდა და რომც ეგრე არ ყოფილიყო ისე მიკანკალებდა რომ რომც მდომოდა ვერ დავიჭერდი პაწუკას ვერაფრით. ეს ოხერი კანკალი ხელების, მხრების, ყბის და კბილების მემგონი 2 სააათი გამიგრძელდა. ასე ცუდად არასდროს მიგვრძნია თავი. მოვლითი ტკივილები არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც საკეისროს დროს განვიცადე.

ბოლოს მეღირსა და მომცეს ჩემი ოქრის ნატეხი.

10659224_10152690606441257_4421536462134178297_n10680053_10102095574194429_3089812169774511183_oაი ერთი კვირის ბიჭი უკვე წყნარ და მშიერ მდგომარეობაში:

Niko before picture happy, after-hungryაი ასეთი ამბებია. შემდეგ პოსტს სასარგებლო ლინკებს ორსულობა და მას შემდეგ პერიოდზე უნდა დავუთმო. რავიცი იქნებ ვინმე გადააწყდეს და დასჭირდეს. ჩემთვისაც კარგი იქნება ყველაფერი თავმოყრილი რომ მქონდეს ერთ ადგილას:)

Amag