ყველაზე მაგარი ვარჯიში!
რაც კი ოდესმე რამე სპორტზე, ვარჯიშებზე მივლია, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ როგორც იქნა ვიპოვე ის რაც ყველაზე მეტად მომეწონა (შემიყვარდა), შეესაბამება ჩემს ხასიათს, რაც მთავარია არ მეზარება (უფრო სწორედ ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვა ვარჯიშის დღე) და არ ვაცდენ, თუ ამის აუცილებლობა არ არის.
ზუმბა!
ზუმბა ეს არის ლათინური მუსიკის რითმებზე ცეკვა-აერობიკა-ფიტნესი, რომელიც 1990 წლებში შექმნა კოლუმბიელმა ალბერტო პერეზმა და 2008 წლიდან პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში. ზუმბა მოიცავს ჰიპ-ჰოპს, რეგეტონს, სალსას, სამბას და კიდევ სხვა მუსიკას და ცეკვის ელემენტებს და არის უსაზღვროდ ენერგიული ვარჯიში. თუმცა როცა ზუმბას დრო მოდის, არც ერთხელ არ მიფიქრია რომ სავარჯიშოდ მივდივარ, რადგან ეს ვარჯიში კი არა უფრო ცეკვა, გართობა და დასვენებაა ყველაფრისგან. ტყუილა არ არის რომ ამ ვარჯიშებს fitness party უწოდეს. ამასთანავე ერთ საათიანი ვარჯიშის დროს 500-დან 1000-ს კალორიამდე იხარჯება (გააჩნია წონას, ვაჯიშის ინტენსიობას, ხანგრძლივობას, ა.შ.). კვირაში 3- ჯერ ასეთი ვარჯიში და თუ უკვე ფორმაში არ ხართ, აუცილებლად მალევე დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს.
ზუმბას ინსტრუქტორები სერტიფიკაციას გადიან და ზუმბას ქსელში წევრდებიან. ეს იძლევა იმის საშუალებას რომ მათ ვებგვერდზე ვნახოთ თუ სად და როდის არის ზუმბას გაკვეთილები მსოფლიო მასშტაბით. თბილისი რომ მიუთითე არანაირი ინფორმაცია არ ამომიგდო. თუ თბილისში დავბრუნდი საცხოვრებლად, მაშინ აუცილებლად გავივლი ინსტრუქტორის კურსებს და შემდეგ „ფიტნესს ფართიზე“ მოგიწვევთ ყველას. მანამდე კი ან დაელოდეთ ვინმე სხვა ინსტრუქტორის გამოჩენას ან კიდევ შეგიძლიათ ამ გვერდიდან უფასოდ გადმოიწეროთ რამდნენიმე ვარჯიში (შესაძლებელია DVD-ის ყიდვა ვებგვერდიდან). მართალია ინსტრუქტორთან ერთად ბევრად ჯობია და მუსიკა/ვარჯიში ბევრად უფრო სახალისოა, მაგრამ მაინც, დამიჯერეთ არ ინანებთ!
ვიდეო ზოგადი წარმოდგენისთვის რამდენიმე მოძრაობის ახსნით:
მეც მინდა ”ზუმბას ფიტნეს ფართიზე” :))))
რა ცუდია რომ თბილისში არ არის. მაგრამ კარგი იდეაა ვინმემ აიღოს სერტიფიკატი, ვისაც ცეკვა-აერობიკა უყვარს და ჩაატაროს ვარჯიშები. თბილისში თუ დავბრუნდით ამას აუცილებლად გავაკეთებ. ძალიან სახალისოა:)
Pingback: ცელულიტი. როგორ ვებრძოლოთ მას? « A Magazine
mec davdiodi zumbaze, germaniashi universitetis fitkness jgupshi, martla dz kargi iyo da dz midn akac rom iyos, didi siamovnebit vivlidi, ise gadioda is dro verc vgrdznobdit da tan dz xalisi iyo:)
მართლა? იშვიათად გამიგია ვინმემ ზუმბა იციდეს ამერიკის ფარგლებს გარეთ. აქაც ზოგმა არ იცის:) რა მაგარია რომ დადიოდი:) გერმანიაში რომელ უნიში? გერმანიაში პოპულარულია? ისე მართლაც როგორი სახალისოა. ვგიჟდები, დრო ისე მიდის და თითქოს ვარჯიში კი არა გასართობად ვიყო მისული:)))) ძალიან გამიხარდა რომ დადიოდი! თბილისში ნეტა ვინმე წამოიწყებდეს:) ხალხი აიტებს ნამდვილად:)
სალო შენი ბლოგის ნახვა მინდოდა, და არ გაქვს მითითებული??:(
me saarlandis unishi davdiodi, yvelanairi fitnesi aris ufaso studentebisatvis, da ert-erti iyo zumbac, tavidna metki es cekva ra aristko da mere ise momewona dz guli damwyda rom wamovedi:(( samwuxarod me ar mak nebisyofa saxlshi martom vaketo egeti ragaceebi, ik ki dz dz saxaliso da rac mtavarioa saintereso iyo. imedia cota xanshi tbilisshic shemova. germaniashi ukve sakmaod popularulia, bevrgan tardeba. shen dadixar amerikashi zumbaze?
სპორტული ცენტრი, სხვა მოვარჯიშეები, ინსტრუქტორი, ეს გარემოს ქნის და უფრო ვარჯიშობ, და თან უფრო კარგად ასრულებ რაღაცეებს ვიდრე სახლში. თან სახლში ფართობიც ხელს უნდა გიწყობდეს. არა არა სპორტულ დარბაზს არაფერი ჯობია:) მე დავდივარ ზუმბაზე და ძალიან მიყვარს! ზუმბას მუსიკას ვიყენებ სირბილის დროსაც:) დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ინსტრუქტორი, და თბილისში რომ ვცხოვრობდე ჩავატარებდი კიდევაც გაკვეთილებს:(( წელს სტამბულში რამდენიმე ფიტნეს ცენტრს ჰქონდა შემოთავაზებაში ზუმას ფიტნესი და იქნებ თბილისშიც შემოვიდეს მალე, იქნებ ვინმემ იყოჩაღოს.
ertguli momxmarebeli eyolebat chemi saxit:)) ki ki egera yvelaferi ertda mokmedebs adamianze:)
მოქმედებს აბა რა! მე ხვალ მივდივარ ზუმბაზე და ერთი სული მაქვს როდის მოვა ვარჯიშის დრო!:) ერთ ერთ პოსტში ლინკი მაქვს მითითებული საიდანაც შეგიძლია გადმოიწერო ზუმბას ოფიციალური ვარჯიშები. ჩემი ინსტრუქტორი ბევრად ჯობია, მაგრამ როცა სადმე მივდივარ რამდენიმე დღით, ვიდეოთი რამდენიმე სიმღერაზე მაინც “ვცეკვავ”:)
ano minda gitxra rom ukve zumba tbilisshicaa, Curves Georgiam daiwyo cota xnis win, axali wlis shemdeg vapireb ropm mivide da shtabechdilebas gagiziareb:)
dzalian gamixarda! woow! kargia rom daicyes, vinc ertxem mainc miva zumbaze is sul daicyebs siaruls:) salo momtere autsileblad rogor chaivlis sheni pirveli varjishi da ra simgerebi eqnebat:) yvela treners sxvadasxva repertuari aqvs. sainteresoa tbilishi ra iqneba:)
სალო ახალი წელია!!! მიხვედი ზუმბაზე? როგორია? მე ახლახანს მოვედი ზუმბადან სახლში:)
me tai-bo s veziare germniashi, boxisas da cekvis elementebi saxalisod aris gamixuli da dzalian shemikvarda… darcmunebuli var zumbac aseve momeconeba…
imedia male iqneba tbilisshic zumbas kursi …
ui axla cavikitxe rom tbilisshic kofila…
dzalian kargi : )))
მიხვედი თეო ზუმბაზე?
ratom ar chans video? o.O
წესით ეხლა უნდა გამოჩნდეს. ჩავასწორე ლინკი. მადლობთ რომ მომწერე!
კი გამოჩნდა : ) მადლობ. მოკლედ ძალიან მომწონს შენი ბლოგი ^_^
ძალიან მიხარია თუ მოგწონს:********
თბილისშიც არს ზუმბა ) თანაც სერტიფიცირებული პედაგოგით 😉
სტუდია PRIMAVERA
საბურთალოზე, ალმასიანის/ საგარეჯოს 13 (სპორტის სასახლისა და მაკდონალდსის უკან, “თბილისელები”-ს ოფისთან)
ტელ: 2-180-193, 514-05-10-00; 551-152-154
exla tua sadme…neta
პრიმავერაში უნდა იყოს კიდე. ასევე ქალთა კლუბ კონტურში. ასევე ნახე აბა ეს გვერდი, https://www.facebook.com/pages/Zumba-Fitness-Georgia/382163351795830
Zumba Fitness Georgia – tavisuflebis moedanze – leonidzis 1 chikhi. jgufi tavisufalia mholod orshabat-otkhshabats 20:30 wutze da kviras 11 saatze
XCO tua tbilisshi?