აზიანებს თუ არა მაკიაჟი სახის კანს?
მაკიაჟის მიზანია რომ უფრო გავლამაზდეთ და ხაზი გაუსვათ ჩვენს ლამაზ ნაკვთებს და შესაბამისად თუ რამე დასამალია, დავმალოთ. თუმცა ეს ბევრისთვის არ არის საკმარისი მიზეზი რომ ხელში აიღოს ფუნჯი და წაისვას ტონალური, შეიღებოს თვალები, და გადაისვას რუმიანა და გადალახოს იმის შიში რომ მაკიაჟმა შეიძლება სულ გაუფუჭოს კანი.
აზიანებს მაკიაჟი სახის კანს?

პირველი უნდა ვახსენო ის, რომ არ არის გამორიცხული ნებისმიერმა პროდუქტმა, იქნება ეს სახის კრემი, ტონალური, თუ რუმიანა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია იმისდამიხედვით თუ რომელიმე შემადგენელ ნაწილს თქვენი სახის კანი ვერ იღებს. ეს გამოიხატება სახის კანის წვა და ქავილში, სიწითლეში, კანის შეშუპებაში, ა.შ.
კანის გაღიზიანება ასევე ახასიათებს მგრძნობიარე კანს და შესაბამისად ისეთ პროდუქტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, როემლიც განკუთვნილია ამ ტიპის კანისთვის. ყურადღება მიაქციეთ იმ კოსმეტიკას რომელსაც აწერია hypoallergenic ან/და sensitive skin, რადგან ეს პროდუქცია არ შეიცავს სუნამოებს, კონსერვანტებს რამაც შეიძლება გააღიზიანოს მგრძნობიარე კანი.
მაკიაჟს შეუძლია გამოიწვიოს მუწუკები, თუ თქვენ არ იცავთ ელემენტარულ წეს, როგორიცა საღამოს/ძილის წინ მაკიაჟის მოცილება და იძინებთ ყველაფრით სახეზე.
ასევე მაკიაჟი უნდა მოიცილოთ ეგრევე ვარჯიშის შემდეგ თუ მანამდე ვერ მოახერხეთ. გაუწმინდავი ფუნჯებიც ბაქტერიების ბუდედ შეიძლება იქცეს. თუ ხშირად იკეთებთ მაკიაჟს, მაშინ კვირაში ერთხელ გარეცხეთ ფუნჯები. ფუნჯების შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

თუმცა ზოგი კოსმეტიკა (განსაკუთრებით თხევადი და კრემოვანი პროდუქტები) შეიცავს ისეთ ზეთებს რომელიც ბლოკავენ ფორებს და იწვევენ გამონაყარს სახეზე. ამის თავის ასარიდებლად გამოიყენე oil-free კოსმეტიკა. ასევე მიაქციე ყურადღება წარწერას noncomedogenic, რაც ნიშნავს რომ პროდუქტი ფორებს არ ბლოკავს და nonacnegenic, ანუ არ იწვევს აკნეს/გამონაყარს.
წესი, რომლითაც მე პირადად ვსარგებლობ, არის ძალიან მარტივი. თუ შევიძინე ახალი კოსმეტიკა და შევატყვე რომ ან გამონაყარი გამიჩნდა, ან უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა, იქნება ეს სიმშრალე, თუ სიწითლე სახეზე, ერთი სიტყვით თუ არ მომიხდა, მაშინ უბრალოდ ვწყვიტავ მის მოხმარებას.
რჩევა: გულდასაწყვეტია თუ პროდუქტი გადასაგდებია და ფული ტყუილა დახარჯეთ. რჩევა იქნება თუ ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის წინ თხოვთ გამყიდველს მოგცეთ ტესტერი ან მოგითავსოთ პატარა ქილაში იმდენი რაოდენობის რომ ორი სამი დღე შეძლოთ ამ კოსმეტიკის გამოყენება და მასზე დაკვირვება.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დაძველებული პროდუქტები. სხვადასხვა პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ იხილეთ აქ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრს ეშინია მაკიაჟის და სახის კანის გაფუჭების, და ამავდროულად უმოწყალოდ ყოველგვარი დამცავის გარეშე ეფიცხებიან მზეს, რომელიც ნამდვილად აზიანებს და აბერებს კანს. გამოიყენე დამცავი. მაინც დაიზაგრები, ოღონდ შედარებით ნელა და ისე რომ არ დაიწვები.

თუ სახის კანს კარგად მოუვლი და გამოიყენებ ხარისხიან კოსმეტიკას ამით სახის კანს არ დაიზიანებ!
ხარისხიანი არ ნიშნავს ძვირადღირებულს. აი ამ ვებგვერდზე შეგიძლია ყველა თავის მოვლის საშუალება შეამომოწმო ხარისხიანობაზე. ძალიან კარგი ვერ გვერდია. აღმოჩნდა რომ ზოგი უძვირესი ბრენდის კოსმეტიკა სამწუხაროდ მაღალი ტოქსიკობით გამოირჩევა. ბერვს აღარ დავწერ, შეამოწმე შენთვის სასურველი პროდუქტები და აღმოაჩინე კარგია თუ არა ის.
მე ყოველთვის ვხმარობ მკვებავ კრემს მაკიაჟის გაკეთების წინ. საღამოს, სახლში მოსვლისას ვიშორებ მაკიაჟს და ისევ მკვებავით ვატენიანებ სახეს.
ძალიან მაგარია. ყველა ესე უნდა ვაკეთებდეთ!
tkveni azri mainteresebs, roca saxes rzit vicmindavt aucileblad unda davibanot da ise cavisvat mkvebavi tu mnisvneloba ar akvs radgan saxe ukve gacmendilia?
მანჩო მე მკვებავს მხოლოდ სახის დაბანის შემთხვევაში წავისვამდი. რძე სახის კანს წმინდავს მაგრამ არა მგონია ბოლომდე ასუფთავებდეს ისე როგორც წყალი და სახის საპონი. საშიშია ასეთ დროს მკვებავის წასმის მერე არ დაგაყაროთ.
martalia,mxolod xarisxiani da dzviradgirebuli kosmetika unda gamoikeno,an saertod uari tqva..ana,tu shegidzlia mirchio saxis kanistvis garujvisas romeli damcavi sacxit visargeblo,tu gaqvs informacia…an kidev hipoalergiuli tonaluri sashualeba…tanac saqartveloshi rom shevidzino
ნინ, ხარისხიანი არ ნიშნავს ძვირადღირებულს. პოსტში დავამატე ვებ გვერდი სადაც შეგიძლია ნებისმიერი პროდუქტი შეამოწმო ხარისხზე. ეს ვებ გვერდი გაძლევს საშუალებას ამ პროდუქტში შემავალი ნაწილები სათითაოდ გაანალიზოს და განახოს რომელი არის კარგი და ცუდი და არა არის საბოლოო ვერდიქტი. ასევე აჩვენებს ზოგად საშიშროებას ჯანმრთელობისთვის, კიბოს რისკს, ალერგიების გამოწვევუს რისკს და ა.შ. ასე ზეპირად არ ვიცი რომელი ჰიპოალერგიული ტონალური მაგრამ გპირდები რომ გადავხედავ და ვნახოთ მერე არის თუ არა ის თბილისში. ასევე შენ შეგიძლია რომელიმე ტონალურს თუ დაუდე გული, ჩაწერო და ნახო რამდენად კარგია.
თვითონ ეს გვერდი ახარისხებს კოსმეტიკას რისკის ზრდადობის მიხედვით. აი აქ ტონალურიები შეგიძლია ნახო http://www.ewg.org/skindeep/browse/foundation/
აი აქ კიდე სახის დამცავი გარუჯვისას SPF 15- 30 http://www.ewg.org/skindeep/browse/sunscreen:+SPF+15-30/
ჩემი სახის კრემი SPF 15 შეიცავს და გარუჯვისას სახეზე მაგას ვისმევდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს პროდუქტი მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ახალი უნდა შევიძინო.
აქ კიე
xarisxiani ar nishnavs dzviradgirebuls,magram me piradad am etapze weledas vanicheb upiratesobas da sakmaod dzviradgirebulia vfiqrob,mitumetes tonaluri sashualeba darcmunebuli var sakmaod dzviri iqneba xarisxiani,eg vigulisxme.
Im gverdze, romelic produqtis shesamowmeblad miutitet, mxolod inglisurenovania? Rusli versia tundac ar aris?
….