მაკიაჟის შემოდგომის ტრენდები
რამდენიმე დღის წინ სეფორამ მაკიაჟის შემოდგომის ტრენდების სურათები განათავსო ვებგვერდზე. შავი აილაინერი, წითელი პომადა და იასამნისფერი თვალის ჩრდილები-აი რა არის შემოდგომის მაკიაჟის ფერები.
თუ რომელიმე მოგეწონათ, მაშინ სეფორას ამ გვერდს ეწვიეთ– დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი თუ როგორ გავიკეთოდ თითოეული მაკიაჟი და რომელი პროდუქტები გამოვიყენოთ.



ჩემი ფავორიტი painted lip – დახატული ტუჩები გახლავთ. ამ ეფექტის მისაღებად საჭიროა გლუვი ალისფერი წითელი პომადა. მშვენიერი ვარიანია Wet&Wild-ის 910D red velvet, რომელიც საკმოად პიგმენტირებულია და ძალიან დიდი ხანი ინარჩუნებს ფერს, და რაც მთავარია არ აშრობს ტუჩებს. $3

კარგია! ვეთანხმები ტრენდს თავის ფერებით! შავ აილაინერს ყოველდღე ვხმარობ, ოღონდ მყარფუნჯიანი კუთხეს უფრო კარგად აკეთებს და რბილფუნჯიანი – დანარჩენ ნაწილს. ამიტომ ორი მჭირდება :))))) პომადაც ისეთი მომწონს, რომელიც თან მატოვია და არ პრიალებს და თან ტუჩსაც არ აშრობს. ახლა Clarins -ს ვხმარობ წითლის ერთ-ერთი ტონალობით. ზამთრისაა, მთლად მშრალი არაა, მაგრამ ძალიან მომწონს. ჩრდილებიც ძალიან მიყვარს, ოღონდ ხშირ-ხშირად გადასმა უნდა და ეს არ მომწონს :))))
ანო, შენი გამოცდილებით, კარგი ილუმინატორი რომელ ფირმას აქვს?
წითელი პომადა შევიძინე, სწორედ ახლა ვწერდი ჩემს ბლოგზე 🙂 სხვათაშორის იასამნისფერი ჩრდილებიც მომწონს, მაგრამ ვერ გავბედე და მხოლოდ ლურჯი ჩრდილებით შემოვიფარგლე 🙂
როგორ მაინტერესებს, ვნახავ ეხლავე ჩენს პოსტს! 🙂 ლურჯიც კარგია და იასამნისფერიც. შეგილია რამე ტანისამოსს შეუხამო ფერებში და ძალიან გამოკვეთილი არ იქნება. თან შენთვითონ შეგიძლია განსაზღვრო რამდენჯერ გადაისვა და რამდენად მუქად წარმოაჩინო! თან შემოდგომის ფერია, მე ლაქიც იასამნისფერი მისვია ეხლა:)
ჩემო საყვარელო მკითხველები, თინითა და ბროწეული!!!! როგორ მიხარია თქვენი გამოხმაურბეა, ბოდიშს ვიხდი რომ ვიკარგები სულ:(
თინითა, გუნჯებზე გეთანხები, მეც რამდენიმე ფუნჯი მაქვს მაგრამ ისე გამოდის რომ მხოლოდ ერთს ვხმარომ ხოლმე, რადგან დილას რომ მაგვიანდება აღარ ვაქცევ არაფერს ყურადღებას. პომადაზეც გეთანხმები, მატოვი ბევრად მირჩევნია პრიალას, და გლოსს ძალიან იშვიათად ვხმარობ. Clarins- არაჩვეულებრივი არჩევანია. ერთი წითელი მქონდა მეც, რომელიც კრემისებრი ტექსტურა ჰქონდა, მაგრამ შარშან თბილისში დამრჩა და ეხლა სხვადასხვა მარკების ექსპერიმენტებს ვატარებ.
არ მოგატყებ და კარგი ილუმინატორი არ მქონია, ამ ეტაპზე ELF- shimmering facial whip-s ვხმარობ და არ ვარ გადარეული. თუმცა რას უნდა ველოდო 1$ ღირდა. Hello Kitty-სას ვხმარობდი და ცუდი არ არის, მაგრამ როგორც ვიცი MAC-ის არის საუკეთესო. (სინჯე MAC-ის Soft and Gentle ვარიანტი-ეს ჩემი შემეგი შენაძენი იქნება).
wow, will try !!!! madloba, dzvirfaso.