ფუნჯები თვალის აილაინერის წასასმელად
თვალის ლაინერის ექსპერიმენტის პოსტში თავდაპირველად მინდოდა დამეწერა ასევე იმ მაკიაჟის ფუნჯების შესახებ, რომელიც ნამდვილად გამოსადეგია მათთვის ვისაც უნდა რომ სწორი, გაუთხაპნავი ხაზი გაივლოს თვალზე. რატომ ფუნჯები? მე პირადად არ მიყვარს თვალის ფანქარი. რაც არ უნდა კარგად გათლილი იყოს, მაინც მიჭირს მისი გამოყენება. თუ თქვენ ეს არ გეხებათ და თვალის ფანქარს კარგად ფლობთ, გილოცავთ, მაგრამ მაინც გადახედეთ ამ პოსტს. დამიჯერეთ ფუნჯით ძალიან კარგი შედეგების მიღება შეიძლება, არ ინანებთ თუ ცდით.
რა დაგჭირდებათ:
- ნებისმიერი ბრენდის gel eyeliner ან კიდევ უბრალო შავი თვალის ჩრდილი, ან ნებისმიერი ფერი. მე ყავისფერს ვხმარობ დღის განმავლობაში. ძალიანაც არ ყვირის სამსახურში და ლამაზად გამოყოფს და აგრძელებს თვალებს. თვალის ფანქარიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: ფუნჯი კარგად წაუსვით/ჩააწეთ მას რომ ფერი გადაიტანოთ ფუნჯზე.
თვალის ჩრდილის გამოყენებისას გაითვალისწინეთ რომ თუ ფუნჯს ოდნავ დაასველებთ, მაშინ ფერი უფრო კარგად წაისმევა და ფერი უფრო მკაფიოდ გამოჩნდება თვალზე.
- ფუნჯი
პრტყელი/ Flat Eyeliner Brush:
ამ ფუნჯით ჩემთვის ყველაზე ადვილია სწორი და თვალთან რაც შეიძლება ახლო ხაზის გავლება და ბოლოში ხაზის (ისრის) აპრეხა რომ თვალს გრძელი ეფექტი ჰქონდეს. აილაინერი იოლად ისმევა ასევე თვალის ქვედა ნაწილზეც.
დახრილი/ Small Angled Brush:
ყველას ფავორიტი ფუჯი. ყველაზე კარგი შედეგი კრემოვანი აილაინერით და მოკლე-მოკლე ხაზების გასმით მიიღება. გასაკუთრებით რეკომენდირებულია დამწყებებთათვის.
მომრგვალო ფორმის/ Small Smudge Brush:
ეს ფუნჯი იდეალურია ფაკვამლული თვალებისთვის (smokey eyes). ლაინერის წასმის შემდეგ ამ ფუნჯით მას “გათხაპნით” რბილი და ბუნდოვანი ანუ გაკვამლული შედეგის მისაღებად.
წვრილი/ Angled Eyeliner Brush:
ამ ფუნჯით ყველაზე ფაქიზი სამუშაოები სრულდება, მგ. ადგილების ამოვსება, თვალის ხაზთან ლაინერის ახლოს გავლება, თვალის ისრის დახატვა, ა.შ.




ის ფუნჯი არ გაქვს აქ, მე რომ ვხმარობ. კარგად გათლილი ფანქარის მსგავსია, ლაინერს სხანაირად ვერ ვისმევ(ფუნჯით სულ მეთხუპნება)
უი არ ვიცი ეგ ფუნჯი. თუ liquid eyeliner-ზე ამბობ?
ანი, როგორ მომწონს შენი ახალი ვარცხნილობა! ინსტაგრამზე ვნახე. მოგვიყევი, რა, როგორ გადაწყვიტე, ვისთან მიხვედი, როგორ შეგჭრეს, ახლა თავს როგორ გრძნობ და ა.შ.
თინიტა! დიდი მადლობა! გამიხარდა თუ მოგეწონა. უნდა დავწერო აუცილებლად. შემდეგი პოსტი ეგ იქნება:)