ანო თბილისშია
ანო თბილისშია და ძალიან გახარებულია:) ერთი თვით ვარ ჩამოსული დასასვენებლად, ძალების აღსადგენად, თავის მისახედად და რაც ყველაზე მთავარია ნიკოს ჩემი ოჯახისთვის გასაცნობად. ეხლა სტუმრიანობის პერიოდი გვაქვს მაგრამ ხვალიდან წესით სიწყნარე უნდა იყოს და დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი რაც დავგეგმე ნელნელა განვახორციელებ.
აქ უგემრიელესი საკვებია, ყველაფერს როგორ ეტყობა გემო და სიკარგე. წონაში დაკლებას როგორ მოვახერხებ ამ ფონზე არ ვიცი მაგრამ გადავწყვიტე დიეტოლოგს მივმართო და ასევე ვივარჯიშო.
წყალს არ ვსვამ ბევრს, სულ მავიწყდება გადარბენებში და დღეიდან გადავწყვიტე ამ საკითხს სერიოზულად მივუდგე, როგორც ამას აქამდე ამერიკაში ვაკეთებდი- დღეში 2 ლიტრა აუცილებელია. ხილს დავამატებ შიგნით, ლიმონს, პიტნას, კიტრს და ასე უფრო საინტერესო იქნება. აი ძველი სურათებიც ამ თემასთან დაკავშირებით.
ჩემი ნიკო გუშინ 9 თვის გახდა. დაუჯერებელია როგორ სწრაფად გარბის დრო. ესეც ჩვენ ქაშვეთის ეკლესიასთან ნათლობის წინ.
რაც უზომოდ მიყვარს თბილისში ეს არის აბანო! ადრე ვწერდი კიდებაც იმ ორ ადგილზე რომელიც თბილისში აუცილებლად უნდა მოინახულო. ამჯერად საერთო აბანოს მოვერიდე რადგან სტუმარი მახლდა თან და პირადი ნომრით ვისარგებლე. რა თქმა უნდა ძვირია; საერთო 2-3 ლარი ღირს და დიდი კუპე საუნათი 50 ლარი ჯდება. თუმცა 5-6 ადამიანი თავისუფლად შევა და შესაბამისად ფასიც შეიძლება გადანაწილდეს თუ რამეა. გოგონებო, ვისაც გეშინიათ აბანოსი, გირჩევთ გადალახოთ ეგ შიში და ესტუმროთ აბანოს. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის და კანისთვის:) თან განიტვირთებით. კვირაში ერთხელ უნდა მივიდე სანამ თბილისში ვარ.
მცხეთაში და სიღნაღშიც მოვახერხე ცოტახნით გასეირნება. ძალიან მჭირდებოდა პატარა ექსკურსია ჩვენს ულამაზეს მხარეში. როგორ მიყვარს საქართველოში სადმე გასვლა, გზა როგორი საინტერესო და სახალისოა. ამერიკაში, სადაც მე ვარ კი არის სწორი და მარტივი გზა მაგრამ მოსაწყენია, ხედები არ არის, ბუნებასთან ახლოს არ გადის გზები. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს როცა ვესტ ვირჯინიაში გვიწევს წასვლა. იქ ლამაზი გზებია.
დროებით და მე კიდე შეგეხმიანებით:)







welcome!!!
გელით აბა შთაბეჭდილებების ზღვით 🙂
❤ rogor mikharia,
iqneb me da shotikos shemogviaro atenze 🙂