როგორ ჩავდგეთ კარგ ფორმაში სწრაფად
რგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩემს თავს, ინტენსიურ და დაგეგმილ ვარჯიშის რუტინას, შემდეგ აუცილებლად მოსდებს რაღაც მოვლენები, რომლებიც მაფერხებენ ჩვეული რითმით გავაგრძელო ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს ხან ოჯახია და ოჯახური საქმეები, ხან სამეცადინო, ხან დაბადების დღეები, ხან დაღლილი ვარ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით მიზეზები არ ილევა ხოლმე. მაგრამ ზაფხულის მოსვლასთან ერთად რა თქმა უნდა უფრო გამიმძაფრდა ის გრძნობა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით ბასეინის სეზონს +5კგ მომატებული შევეგებე. დიეტაც კი ვსინჯე (ამ წარუმატებელი იდეის შესახებ ცალკე პოსტში დავწერ) მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ვარჯიშით და სწორი კვებით თუ არის ჩემთვის სასურველი შედეგების მიღწევა შესაძლებელი. ასე რომ სხვა გზა არ იყო, ივლისის თვეში ჩემი ვარჯიშის გრაფიკი განვაალხე და ამჯერად ვარჯიშის HIIT ანუ High Intensity Interval Training–ის, [მაღალი ინტენსივოვის ინტერვალური ვარჯიში] ფორმა ვარჩიე.
რა არის ეს?
მაღალი ინტენსივოვის ინტერვალური ვარჯიში არის მოკლე დროში შესრულებული ვარჯიში, რომელიც შედგება ხან ინტენსიური, ხან ნაკლებად ინტენსიური და შესვენების ნაწილისგან, რომელიც ენაცვლება ერთი მეორეს. უმეტესწილად 20-30 წუთს ვუთმობ ვარჯიშს და ვასრულებ სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს ფეხებისთვის, მკლავებისთვის, მუცლისთვის, აშ. გრაფიკს მეთვითონ ვაწყობ, თუმცა ინტერნეტში და ასევე აიფონის skimble workout აპლიკაციას უამრავი მზა ვარიანტები აქვს.
ასეტი ტიპის ვარჯიშები ძალიან ეფექტურია.
- ბევრ დროს არ გართმევს
- დამტკიცებულია, რომ ეს მეთოდი ამართლებს
- არ არის მოსაწყენი
- კალორიები კარგად იხარჯება
- მეტაბოლიზმს აჩქარებს
- წვავს ცხიმს
- შედეგების სწრაფად მიღწევა არის შესაძლებელი
წყარო და დამატებით ინფორმაცია იხილეთ აქ.
ძალიან კარგი ვებგვერდია www.workoutlabs.com, სადაც შეგიძლია შეადგინო ვარჯიშის ციკლი, რონელიც შენ ინტერესებზე იქნება მორგებული (მაგალითად თუ სხეულის რომელიმე ნაწილზე გინდა გაამხახვილო ყურადღება) და ასევე გაითვალისწინო ივარჯიშებ მაგალითად გირებით და განტელებით, თუ ტრენაჟორებზე სპორტდარბაზში, თუ სახლში ყველაფრის გარეშე. შედგენილი ვარჯიში შეგიძლია შეინახო ან/და ამობეჭდო.
გუშინ რუსოს ბლოგზე წაკითხული პოსტის შემდეგ, გადავწყვიტე რომ გირა ჩამერთო ვარჯიშის დროს და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. აი შედგენილი ვარჯიშიც, რომელიც შედგება 6 სხვადასხვა ვარჯიშისგან რომელიც უნდა შესრულდეს ერთი მეორეს მიყოლებით. სულ გავაკეთე 24 განმეორება (6 ვარჯიში 4 ჯერ- 6X4), ხანგძლივობა -თითო ვარჯიში -30 წამით, რომელსაც მოსდევდა 10 წამიანი შესვენება. ანუ 24X10X30. მთლიანობაში 16 წუთი უნდა ამ ყვეალაფერს.
ვნახოთ რამდენი ხანი გასტანს ამჯერად ჩემი ვარჯიშები. ვიმედოვნებ დიდხანს.
თქვენ როგორ ინარჩუნებთ ფორმას?
ramdenkiloiani irit daicke. me 8-ianit tavis droze da 10-camiani shesveneba memgoni cotaa. me 30/30-ze vaketeb.
10 lbs- ანუ 4.5 კგ. მოვუმატებ ნელნელა. 15 lbs უნდა შევიძინო შემდეგ კვირაში:) 10 წამიანი შესვენება იმიტომ გავაკეთე რომ დროში ვიწვოდი და სწრაფად მინდოდა მოვრჩენილიყავი ვარჯიშს. ზოგადად 30-45-60 წამიან ვარჯიშებს ვაკეთებ (skimple workout-ში უკვე შედგენილ ვარჯიშებს მივყვები) და 20-30 წამი ვისვენებ ხოლმე. 30/30 მშვენიერია!! შენ სულ შენიტ ადგენ ვარჯიშებს?
მე ამას ვიყენებ სულ. სვინგებია და სქვატები.
http://russosblog.wordpress.com/2013/02/11/kb-video/
კროსფიტს ვამატებ ხანდახან და ეგაა. თუმცა არა, ხელის ვარჯიშებსაც ვაკეთებ სხვადასხვას, გირით, იუთუბიდან ვისწავლე რამოდენიმე.
სირბილი, ვარჯიში, დიეტა და ტანჯვა -წამება. ბოლო მაქვს მოღებული ამდენი ვარჯიშით, მაგრამ ისეთი ღორმუცელა ვარ ვერა და ვერ დავდექი სასურველ წონაზე.
ამდენი ვარჯიში ნეტა არ ანეიტრალებს მიღებულ საკვებს? ალბათ გააჩნია როგორ და რითი “ღორმუცელობ”. იქნებ ვარჯიშის ინტენსივობა გაზარდო (შესაბამისად დრო შეამცირო). მაგალითად ინტერვალური სირბილი- 30 წამი სწრაფი სირბილი, 30 წამი ნელი, ვთქვათ 15-20 ჯერ. მერე დაურთე 15 წუთო საშუალო დატვირთვის სირბილი. უამრავი ვარიანტები შეგიძია გააკეთო. ინტერვალური ვარჯიშებით ხალხი ფანტასტიურ ფორმაში დგება. 🙂 იმედია მეც მათ შოროს მოვექცევი მალე როცა ამ 5კგ ცხიმს მოვიშორებ:(
Pingback: უძილობა | A Magazine
I think this is among the most vital information for me.
And i am glad reading your article. But want to remark on some general things, The
site style is great, the articles is really excellent :
D. Good job, cheers
Pingback: ვემზადებით ზაფხულისთვის! [კითხვები+ პასუხები] | A Magazine
Pingback: ვარჯიშობთ! (youtube videos+websites) | A Magazine